მთავარი გვერდი

რჩეული სტატია

დიდი აფეთქებადაკვირვებადი სამყაროს ყველაზე მიღებული კოსმოლოგიური მოდელი მისი არსებობის უადრესი პერიოდებიდან შემდგომი ევოლუციის ჩათვლით. მოდელი აღწერს, თუ როგორ გაფართოვდა სამყარო მაღალი სიმკვირივისა და ტემპერატურის საწყისი მდგომარეობიდან და გვთავაზობს დაკვირვებადი ფენომენების ფართო სპექტრის, მათ შორის, მსუბუქი ელემენტების გავრცელების, კოსმოსური მიკროტალღური ფონის (CMB) და სამყაროს ფართომასშტაბიანი სტრუქტურის ახსნას. მნიშვნელოვანია, რომ დიდი აფეთქების თეორია თანხვედრაშია ჰაბლი–ლემეტრის კანონთან — რაც უფრო შორს არიან გალაქტიკები დედამიწიდან, მით უფრო სწრაფად შორდებიან ისინი პლანეტას. თეორია, ფიზიკის დადგენილი კანონების გამოყენებით, ახდენს ამ დაკვირვების ექსტრაპოლაციას უკან დროში. ეს შედეგად იძლევა კოსმოსის ზრდად კონცენტრაციას, რასაც წინ უძღოდა გრავიტაციული სინგულარობა, რომელშიც დროისა და სივრცის ცნებები მნიშვნელობას კარგავს (ე.წ. „დიდი აფეთქების“ სინგულარობა). სამყაროს გაფართოების სიჩქარის დეტალური გამოთვლების თანახმად, აღნიშნულ სინგულარობას ადგილი ჰქონდა დაახლოებით 13.8 მილიარდი წლის წინ, რაც, შესაბამისად, სამყაროს ასაკს წარმოადგენს. საწყისი გაფართოების (იგივე „დიდი აფეთქების“) შემდეგ სამყარო საკმარისად გაგრილდა, რათა შესაძლებელი გამხდარიყო სუბატომური ნაწილაკების, მოგვიანებით კი, ატომების წარმოქმნა. ამ პირველადი ელემენტების (წყალბადის, შედარებით მცირე რაოდენობით კი ჰელიუმის და ლითიუმის) გიგანტური ღრუბლები, მოგვიანებით, გრავიტაციის ძალით, შეიკუმშა ადრეულ ვარსკვლავებად და გალაქტიკებად, რომელთა შთამომავლებზე დაკვირვება დღესაც შესაძლებელია.

დღის სტატია

დოლი
დოლი
დოლი (ინგლ. Dolly) (დ. 5 ივლისი, 1996 — გ. 14 თებერვალი, 2003) — დედალი ცხვარი, პირველი ძუძუმწოვარი, რომლის კლონირებაც წარმატებით განხორციელდა ზრდასრული სომატური უჯრედისგან. მისი კლონირება მოხდა შოტლანდიის დედაქალაქ ედინბურგში, როსლინის ინსტიტუტში, სადაც ცხვარი ცხოვრობდა 6 წელი (სიკვდილამდე). მისი დაბადება 1997 წლის თებერვალს გამოცხადდა.

დღის სურათი

Cirsium palustre, ჭაობის ეკალი, ბალახოვანი ორწლიანი (ან ხშირად მრავალწლიანი) მცენარეა რთულყვავილოვანთა ოჯახიდან.
Cirsium palustre, ჭაობის ეკალი, ბალახოვანი ორწლიანი (ან ხშირად მრავალწლიანი) მცენარეა რთულყვავილოვანთა ოჯახიდან.
Cirsium palustre, ჭაობის ეკალი, ბალახოვანი ორწლიანი (ან ხშირად მრავალწლიანი) მცენარეა რთულყვავილოვანთა ოჯახიდან.

სიახლეები

მიმდინარე: რუსეთის შეჭრა უკრაინაში; ისრაელ-ჰამასის ომი.


5 ივლისი — ამ დღეს...

სერ ისააკ ნიუტონი
სერ ისააკ ნიუტონი
  • 1687 : სერ ისააკ ნიუტონი (სურათზე) აქვეყნებს „მათემატიკის საფუძვლებს“ (Philosophiae Naturalis Principia Mathematica).
  • 1811 : ვენესუელა ხდება პირველი სამხრეთამერიკული ქვეყანა, რომელმაც დამოუკიდებლობა გამოაცხადა ესპანეთისაგან.
  • 1943 : მეორე მსოფლიო ომიკურსკის ბრძოლა (ყველაზე ხანგრძლივი სატანკო ბრძოლა ისტორიაში) იწყება.
  • 1950 : სიონიზმიქნესეთი ამტკიცებს კანონს, რომელიც ყველა ებრაელს სამშობლოში დაბრუნების უფლებას აძლევს.
  • 1954 : სამაუწყებლო კომპანია ბი-ბი-სი პირველ სატელევიზიო საინფორმაციო ბიულეტენს გადასცემს.
  • 1962 : ალჟირმა დამოუკიდებლობა გამოაცხადა საფრანგეთისაგან.
  • 1996 : დაიბადა ცხვარი დოლი — პირველი კლონირებული ძუძუმწოვარი (გ. 2003).
  • იცით თუ არა, რომ?

    ვიკიპედიის ახალი მასალებიდან:
    უილიამ პიტი
    უილიამ პიტი
    ენა
    🔥 Top keywords: მთავარი გვერდინუგზარ წურწუმიაგრიგოლ ხანძთელის ცხოვრებადისლექსიასპეციალური:ძიებაკატეგორია:ქართული გვარებიგრიგოლ ხანძთელიბუდუ ზივზივაძეგიორგი მამარდაშვილიგურამ კაშიაგიორგი გველესიანი (ფეხბურთელი)გიორგი მიქაუტაძეგურამ რჩეულიშვილიაშშ-ის დამოუკიდებლობის დეკლარაციაკრიშტიანუ რონალდუხვიჩა კვარაცხელიაჯაყოს ხიზნებიელენე ახვლედიანიგიორგი ქოჩორაშვილიგიორგი ჩაკვეტაძესაქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრებიილია ჭავჭავაძემეტაფორაევროპის საფეხბურთო ჩემპიონატი 2024გამზრდელი (პოემა)სტუმარ-მასპინძელიშუშანიკის წამებადიდოსტატის კონსტანტინეს მარჯვენააბო თბილელის წამებაქვეყნების სიაპეტრე-პავლობის მარხვავეფხისტყაოსანიევროპის საფეხბურთო ჩემპიონატისაქართველოეპითეტიჰიპერბოლა (ენა)ფილიპინებიჰაგიოგრაფიასამანიშვილის დედინაცვალი