მთავარი გვერდი

რჩეული სტატია

დიდი აფეთქებადაკვირვებადი სამყაროს ყველაზე მიღებული კოსმოლოგიური მოდელი მისი არსებობის უადრესი პერიოდებიდან შემდგომი ევოლუციის ჩათვლით. მოდელი აღწერს, თუ როგორ გაფართოვდა სამყარო მაღალი სიმკვირივისა და ტემპერატურის საწყისი მდგომარეობიდან და გვთავაზობს დაკვირვებადი ფენომენების ფართო სპექტრის, მათ შორის, მსუბუქი ელემენტების გავრცელების, კოსმოსური მიკროტალღური ფონის (CMB) და სამყაროს ფართომასშტაბიანი სტრუქტურის ახსნას. მნიშვნელოვანია, რომ დიდი აფეთქების თეორია თანხვედრაშია ჰაბლი–ლემეტრის კანონთან — რაც უფრო შორს არიან გალაქტიკები დედამიწიდან, მით უფრო სწრაფად შორდებიან ისინი პლანეტას. თეორია, ფიზიკის დადგენილი კანონების გამოყენებით, ახდენს ამ დაკვირვების ექსტრაპოლაციას უკან დროში. ეს შედეგად იძლევა კოსმოსის ზრდად კონცენტრაციას, რასაც წინ უძღოდა გრავიტაციული სინგულარობა, რომელშიც დროისა და სივრცის ცნებები მნიშვნელობას კარგავს (ე.წ. „დიდი აფეთქების“ სინგულარობა). სამყაროს გაფართოების სიჩქარის დეტალური გამოთვლების თანახმად, აღნიშნულ სინგულარობას ადგილი ჰქონდა დაახლოებით 13.8 მილიარდი წლის წინ, რაც, შესაბამისად, სამყაროს ასაკს წარმოადგენს. საწყისი გაფართოების (იგივე „დიდი აფეთქების“) შემდეგ სამყარო საკმარისად გაგრილდა, რათა შესაძლებელი გამხდარიყო სუბატომური ნაწილაკების, მოგვიანებით კი, ატომების წარმოქმნა. ამ პირველადი ელემენტების (წყალბადის, შედარებით მცირე რაოდენობით კი ჰელიუმის და ლითიუმის) გიგანტური ღრუბლები, მოგვიანებით, გრავიტაციის ძალით, შეიკუმშა ადრეულ ვარსკვლავებად და გალაქტიკებად, რომელთა შთამომავლებზე დაკვირვება დღესაც შესაძლებელია.

დღის სტატია

გუამის დროშა
გუამის დროშა
გუამი (ინგლ. Territory of Guam, ჩამორო: Guåhan) — კუნძული წყნარი ოკეანის დასავლეთ ნაწილში, უდიდესია მარიანას არქიპელაგის ჯგუფში, რომელიც მას ყოფს ჩრდილოეთ მარიანას კუნძულებისაგან. გუამი შეერთებული შტატების შემადგენლობაშია, აქვს ორგანიზებული და შეუერთებელი ტერიტორიის სტატუსი (organized unincorporated territory) ეროვნულ არჩევნებში მონაწილეობის უფლების გარეშე. დედაქალაქია ჰაგატნა.

21 ივნისი — ამ დღეს...

  • 1813 : ნახევარკუნძულის ომივიტორიას ბრძოლაში ბრიტანეთის, პორტუგალიის და ესპანეთის გაერთიანებულმა ძალებმა ფრანგები დაამარცხეს ვიტორიასთან, ესპანეთი.

  • 1864 : ახალი ზელანდიის მიწების ომებიტაურანგის კამპანია დასრულდა.
  • 1893 : პირველი „ეშმაკის ბორბალი“ გაჩნდა ჩიკაგოში, მსოფლიო ექსპოზიციაზე.
  • 1925 : მოსკოვში პირველი ტაქსი გამოჩნდა — რენოს მარკის 16 ავტომობილი.
  • 1985 : გრენლანდიამ საკუთარი დროშა მიიღო, რითაც დანიისგან დამოუკიდებლობას დაუჭირა მხარი.
  • 2004 : მსოფლიოში პირველი კერძო მართვადი კოსმოსური ხომალდი „SpaceShipOne“ გავიდა კოსმოსში.
  • 2006 : პლუტონის ახლად აღმოჩენილ თანამგზავრებს ნიქსი და ჰიდრა დაარქვეს.
  • იცით თუ არა, რომ?

    ვიკიპედიის ახალი მასალებიდან:
    უილიამ პიტი
    უილიამ პიტი
    ენა
    🔥 Top keywords: დიდგორის ბრძოლამთავარი გვერდიგიორგი მიქაუტაძეარდა გიულერიგიორგი ქოჩორაშვილიევროპის საფეხბურთო ჩემპიონატი 2024სპეციალური:ძიებაევროპის საფეხბურთო ჩემპიონატიბუდუ ზივზივაძეგიორგი მამარდაშვილისაქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრებიალბანეთიფეხბურთის წესებიკატეგორია:ქართული გვარებიკრიშტიანუ რონალდუხვიჩა კვარაცხელიავილი სანიოლიგიორგი ჩაკვეტაძედავით ყიფიანითურქეთისაქართველოქვეყნების სიათურქეთის ეროვნული საფეხბურთო ნაკრებიმამის დღესაბა საზონოვილიონელ მესიმსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატითამარ მეფეხორვატიასაქართველოს სახელმწიფო ჰიმნიგერმანიადავით IV აღმაშენებელიმეორე მსოფლიო ომიგურამ კაშიაჩუტყვავილაზურიკო დავითაშვილითამაშგარეილია ჭავჭავაძებორის პაიჭაძე