მთავარი გვერდი

რჩეული სტატია

დიდი აფეთქებადაკვირვებადი სამყაროს ყველაზე მიღებული კოსმოლოგიური მოდელი მისი არსებობის უადრესი პერიოდებიდან შემდგომი ევოლუციის ჩათვლით. მოდელი აღწერს, თუ როგორ გაფართოვდა სამყარო მაღალი სიმკვირივისა და ტემპერატურის საწყისი მდგომარეობიდან და გვთავაზობს დაკვირვებადი ფენომენების ფართო სპექტრის, მათ შორის, მსუბუქი ელემენტების გავრცელების, კოსმოსური მიკროტალღური ფონის (CMB) და სამყაროს ფართომასშტაბიანი სტრუქტურის ახსნას. მნიშვნელოვანია, რომ დიდი აფეთქების თეორია თანხვედრაშია ჰაბლი–ლემეტრის კანონთან — რაც უფრო შორს არიან გალაქტიკები დედამიწიდან, მით უფრო სწრაფად შორდებიან ისინი პლანეტას. თეორია, ფიზიკის დადგენილი კანონების გამოყენებით, ახდენს ამ დაკვირვების ექსტრაპოლაციას უკან დროში. ეს შედეგად იძლევა კოსმოსის ზრდად კონცენტრაციას, რასაც წინ უძღოდა გრავიტაციული სინგულარობა, რომელშიც დროისა და სივრცის ცნებები მნიშვნელობას კარგავს (ე.წ. „დიდი აფეთქების“ სინგულარობა). სამყაროს გაფართოების სიჩქარის დეტალური გამოთვლების თანახმად, აღნიშნულ სინგულარობას ადგილი ჰქონდა დაახლოებით 13.8 მილიარდი წლის წინ, რაც, შესაბამისად, სამყაროს ასაკს წარმოადგენს. საწყისი გაფართოების (იგივე „დიდი აფეთქების“) შემდეგ სამყარო საკმარისად გაგრილდა, რათა შესაძლებელი გამხდარიყო სუბატომური ნაწილაკების, მოგვიანებით კი, ატომების წარმოქმნა. ამ პირველადი ელემენტების (წყალბადის, შედარებით მცირე რაოდენობით კი ჰელიუმის და ლითიუმის) გიგანტური ღრუბლები, მოგვიანებით, გრავიტაციის ძალით, შეიკუმშა ადრეულ ვარსკვლავებად და გალაქტიკებად, რომელთა შთამომავლებზე დაკვირვება დღესაც შესაძლებელია.

დღის სტატია

სტოუნუოლის ჯანყი (ინგლ. Stonewall riots) — სისხლიანი კონფლიქტების სერია ქალაქ ნიუ-იორკის პოლიციასა და გეი და ტრანსსექსუალების ჯგუფებს შორის, რომელიც 1969 წლის 28 ივნისს გამთენიისას დაიწყო და რამდენიმე დღე გაგრძელდა. ეს შეტაკება ჰომო და ტრანსსექსუალი პირების ასეთი მრავალრიცხოვანი ერთობლივი წინააღმდეგობის პირველი შემთხვევა იყო, რამაც გამოძახილი ჰპოვა მთელი მსოფლიოს ლგბტ უფლებების მოძრაობებშიც.

28 ივნისი — ამ დღეს...

მურად I
მურად I
  • 1389 : ოსმალებმა მურად I-ის (სურათზე) მეთაურობით სერბები დაამარცხეს კოსოვოს ბრძოლაში.
  • 1651 : პოლონელებსა და უკრაინელებს შორის ბერესტეჩკოს ბრძოლა დაიწყო.
  • 1895 : სალვადორი, ჰონდურასი და ნიკარაგუა ცენტრალური ამერიკის ფედერაციულ რესპუბლიკას ქმნიან.
  • 1914 : სარაევოში სერბმა ნაციონალისტმა გავრილო პრინციპიმ ავსტრიის იმპერიის უფლისწული ფრანც ფერდინანდი მოკლა, რაც პირველი მსოფლიო ომის დაწყების მიზეზი გახდა.
  • 1919 : ვერსალის ხელშეკრულება დაიდო, რითაც დასრულდა პირველი მსოფლიო ომი გერმანიასთან.
  • 1969 : სტოუნუოლის ჯანყი დაიწყო ნიუ-იორკში, რამაც დასაბამი მისცა ჰომოსექსუალისტთა უფლებების მოძრაობას.
  • იცით თუ არა, რომ?

    ვიკიპედიის ახალი მასალებიდან:
    უილიამ პიტი
    უილიამ პიტი
    ენა
    🔥 Top keywords: კრიშტიანუ რონალდუგიორგი მამარდაშვილიგიორგი მიქაუტაძემთავარი გვერდიპორტუგალიაბუდუ ზივზივაძეევროპის საფეხბურთო ჩემპიონატი 2024ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატიხვიჩა კვარაცხელიავილი სანიოლისაქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრებილიონელ მესისპეციალური:ძიებაესპანეთის ეროვნული საფეხბურთო ნაკრებილომისაფეხბურთის წესებიპორტუგალიის ეროვნული საფეხბურთო ნაკრებიგიორგი ქოჩორაშვილიკატეგორია:ქართული გვარებიალავერდიგიორგი ჩაკვეტაძექარბორბალაგურამ კაშიასაქართველოსაქართველოს სახელმწიფო ჰიმნიმსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატიფეხბურთიგიორგი გველესიანი (ფეხბურთელი)ზურიკო დავითაშვილიოთარ კიტეიშვილიქვეყნების სიანონა გაფრინდაშვილი26 ივნისიევროპის საფეხბურთო ჩემპიონატი 2016გელზენკირხენირონალდოდიდგორის ბრძოლასაქართველოს სახელმწიფო დროშაოთარ კაკაბაძე