მთავარი გვერდი
დიდი აფეთქება — დაკვირვებადი სამყაროს ყველაზე მიღებული კოსმოლოგიური მოდელი მისი არსებობის უადრესი პერიოდებიდან შემდგომი ევოლუციის ჩათვლით. მოდელი აღწერს, თუ როგორ გაფართოვდა სამყარო მაღალი სიმკვირივისა და ტემპერატურის საწყისი მდგომარეობიდან და გვთავაზობს დაკვირვებადი ფენომენების ფართო სპექტრის, მათ შორის, მსუბუქი ელემენტების გავრცელების, კოსმოსური მიკროტალღური ფონის (CMB) და სამყაროს ფართომასშტაბიანი სტრუქტურის ახსნას. მნიშვნელოვანია, რომ დიდი აფეთქების თეორია თანხვედრაშია ჰაბლი–ლემეტრის კანონთან — რაც უფრო შორს არიან გალაქტიკები დედამიწიდან, მით უფრო სწრაფად შორდებიან ისინი პლანეტას. თეორია, ფიზიკის დადგენილი კანონების გამოყენებით, ახდენს ამ დაკვირვების ექსტრაპოლაციას უკან დროში. ეს შედეგად იძლევა კოსმოსის ზრდად კონცენტრაციას, რასაც წინ უძღოდა გრავიტაციული სინგულარობა, რომელშიც დროისა და სივრცის ცნებები მნიშვნელობას კარგავს (ე.წ. „დიდი აფეთქების“ სინგულარობა). სამყაროს გაფართოების სიჩქარის დეტალური გამოთვლების თანახმად, აღნიშნულ სინგულარობას ადგილი ჰქონდა დაახლოებით 13.8 მილიარდი წლის წინ, რაც, შესაბამისად, სამყაროს ასაკს წარმოადგენს. საწყისი გაფართოების (იგივე „დიდი აფეთქების“) შემდეგ სამყარო საკმარისად გაგრილდა, რათა შესაძლებელი გამხდარიყო სუბატომური ნაწილაკების, მოგვიანებით კი, ატომების წარმოქმნა. ამ პირველადი ელემენტების (წყალბადის, შედარებით მცირე რაოდენობით კი ჰელიუმის და ლითიუმის) გიგანტური ღრუბლები, მოგვიანებით, გრავიტაციის ძალით, შეიკუმშა ადრეულ ვარსკვლავებად და გალაქტიკებად, რომელთა შთამომავლებზე დაკვირვება დღესაც შესაძლებელია.
რადიო თავისუფალი ევროპა/რადიო თავისუფლება (ინგლ. Radio Free Europe/Radio Liberty (RFE/RL)) — აშშ-ის კონგრესის მიერ დაარსებული და დაფინანსებული რადიოსადგური, რომელიც მაუწყებლობს ევროპის, ცენტრალური აზიისა და ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებში. რადიო თავისუფალი ევროპა/რადიო თავისუფლება გადასცემს ახალ ამბებსა და ანალიტიკურ გადაცემებს იმ ქვეყნებში, სადაც „ინფორმაციის მიღების თავისუფლება სრულად არაა უზრუნველყოფილი, ან შეზღუდულია მთავრობის მიერ“.
- საქართველოს ეროვნულმა საფეხბურთო ნაკრებმა პორტუგალიის ნაკრები ევრო 2024-ზე 2:0 დაამარცხა და მერვედფინალში გადავიდა.
- კლაუდია შეინბაუმი მექსიკის პრეზიდენტად აირჩიეს.
- ჰალა ტომასდოტირი ისლანდიის პრეზიდენტად აირჩიეს.
- მადრიდის „რეალმა“ ჩემპიონთა ლიგა მეთხუთმეტედ მოიგო.
- ამერიკელი რეჟისორის შონ ბეიკერის ფილმი „ანორა“ კანის კინოფესტივალის ოქროს პალმის რტოს მფლობელი გახდა.
- ირანის პრეზიდენტი იბრაჰიმ რაისი ავიაკატასტროფაში დაიღუპა.
მიმდინარე: რუსეთის შეჭრა უკრაინაში; ისრაელ-ჰამასის ომი.
- 1918 : ბოლშევიკებმა რუსეთის მეფე ნიკოლოზ II და მისი ოჯახის წევრები დახოცეს.
ვიკიპედიის ახალი მასალებიდან:
- რალფ ნორმან ენჯელი არის ერთადერთი ნობელის პრემიის ლაურეატი, რომელმაც ჯილდო წიგნის გამოცემისთვის მოიპოვა.
- იოანე II პირველი პაპი იყო, რომელმაც სახელი შეიცვალა პაპად არჩევის შემდეგ.
- უილიამ პიტი (სურათზე) დიდი ბრიტანეთის ყველაზე ახალგაზრდა პრემიერ-მინისტრია, 1783 წელს თანამდებობის დაკავების მომენტში იგი 24 წლის იყო.
- მეტამორფოზის ბოლო სტადიაზე (იმაგო) ერთდღიურები არ იკვებებიან და ცოცხლობენ ცოტა ხანს — რამდენიმე საათიდან ერთ ან რამდენიმე დღემდე.
- ჰაიტის პრეზიდენტი ჟან-კლოდ დიუვალიე მსოფლიოში ყველაზე ახალგაზრდა პრეზიდენტად ითვლება, მან თანამდებობა 19 წლის ასაკში დაიკავა.
- ზღვის მამლებს მკერდის წინა 3 სხივი თითისებრ გამონაზარდებად აქვთ გარდაქმნილი, რომელთა დახმარებითაც ფსკერზე ცოცავენ და საკვებს ეძებენ.
ვიკისაწყობი მედიაფაილების თავისუფალი საცავი | ვიკისიახლენი თავისუფალი სიახლეები | ვიქსიკონი ლექსიკონი და თეზაურუსი | |||
ვიკიციტატა ციტატების კოლექცია | ვიკიწიგნები თავისუფალი სახელმძღვანელოები | ვიკიწყარო თავისუფალი ბიბლიოთეკა | |||
ვიკისახეობები ჯიშთა და სახეობათა საცავი | ვიკივერსიტეტი საგანმანათლებლო მასალები | მეტა-ვიკი ვიკიმედიის პროექტების კოორდინაცია | |||
ვიკივოიაჟი თავისუფალი გზამკვლევი | ვიკიმონაცემები მონაცემთა ბაზა | მედიავიკი უფასო პროგრამული უზრუნველყოფა | |||
🔥 Top keywords: მთავარი გვერდისტუმარ-მასპინძელინუგზარ წურწუმიაბუდუ ზივზივაძესპეციალური:ძიებაგიორგი მამარდაშვილიდისლექსიაგიორგი გველესიანი (ფეხბურთელი)გიორგი მიქაუტაძეკატეგორია:ქართული გვარებიგურამ კაშიაგიორგი ქოჩორაშვილიხვიჩა კვარაცხელიადიდოსტატის კონსტანტინეს მარჯვენაგრიგოლ ხანძთელის ცხოვრებაკრიშტიანუ რონალდუსაქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრებიჯაყოს ხიზნებიგიორგი ჩაკვეტაძემეტაფორაგამზრდელი (პოემა)ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატი 2024გრიგოლ ხანძთელიალუდა ქეთელაურილექსი ვეფხისა და მოყმისაეპითეტიხევისბერი გოჩაევროპის საფეხბურთო ჩემპიონატიქეთევან მაღალაშვილიბახტრიონი (პოემა)აბო თბილელის წამებაჰიპერბოლა (ენა)მსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატიშუშანიკის წამებანიკა კვეკვესკირივილი სანიოლიზურიკო დავითაშვილიპეტრე-პავლობის მარხვაილია ჭავჭავაძე