მთავარი გვერდი

რჩეული სტატია

დიდი აფეთქებადაკვირვებადი სამყაროს ყველაზე მიღებული კოსმოლოგიური მოდელი მისი არსებობის უადრესი პერიოდებიდან შემდგომი ევოლუციის ჩათვლით. მოდელი აღწერს, თუ როგორ გაფართოვდა სამყარო მაღალი სიმკვირივისა და ტემპერატურის საწყისი მდგომარეობიდან და გვთავაზობს დაკვირვებადი ფენომენების ფართო სპექტრის, მათ შორის, მსუბუქი ელემენტების გავრცელების, კოსმოსური მიკროტალღური ფონის (CMB) და სამყაროს ფართომასშტაბიანი სტრუქტურის ახსნას. მნიშვნელოვანია, რომ დიდი აფეთქების თეორია თანხვედრაშია ჰაბლი–ლემეტრის კანონთან — რაც უფრო შორს არიან გალაქტიკები დედამიწიდან, მით უფრო სწრაფად შორდებიან ისინი პლანეტას. თეორია, ფიზიკის დადგენილი კანონების გამოყენებით, ახდენს ამ დაკვირვების ექსტრაპოლაციას უკან დროში. ეს შედეგად იძლევა კოსმოსის ზრდად კონცენტრაციას, რასაც წინ უძღოდა გრავიტაციული სინგულარობა, რომელშიც დროისა და სივრცის ცნებები მნიშვნელობას კარგავს (ე.წ. „დიდი აფეთქების“ სინგულარობა). სამყაროს გაფართოების სიჩქარის დეტალური გამოთვლების თანახმად, აღნიშნულ სინგულარობას ადგილი ჰქონდა დაახლოებით 13.8 მილიარდი წლის წინ, რაც, შესაბამისად, სამყაროს ასაკს წარმოადგენს. საწყისი გაფართოების (იგივე „დიდი აფეთქების“) შემდეგ სამყარო საკმარისად გაგრილდა, რათა შესაძლებელი გამხდარიყო სუბატომური ნაწილაკების, მოგვიანებით კი, ატომების წარმოქმნა. ამ პირველადი ელემენტების (წყალბადის, შედარებით მცირე რაოდენობით კი ჰელიუმის და ლითიუმის) გიგანტური ღრუბლები, მოგვიანებით, გრავიტაციის ძალით, შეიკუმშა ადრეულ ვარსკვლავებად და გალაქტიკებად, რომელთა შთამომავლებზე დაკვირვება დღესაც შესაძლებელია.

დღის სტატია

უოლკმენის ლოგო
უოლკმენის ლოგო
უოლკმენი (ინგლ. Walkman) — კომპანია სონის პოპულარული ბრენდი, რომელიც მას პორტატული აუდიო მოწყობილობების მარკეტირებისთვის (ბაზარზე გასატანად) იყენებს. ეს სიტყვა იმდენად განზოგადდა და გავრცელდა, რომ ორიგინალური სონის პერსონალური სტერეო-დამკვრელების გარდა, ხშირდა სხვა მწარმოებლების მიერ გამოშვებული მსგავსი მოწყობილობების მიმართაც იხმარება.

დღის სურათი

Epinephelus marginatus
Epinephelus marginatus
Epinephelus marginatus

1 ივლისი — ამ დღეს...

თეიმურაზ I
თეიმურაზ I
  • 251 : აბრიტუსის ბრძოლაში გუთებმა რომაელები დაამარცხეს. რომის იმპერატორი დეციუსი მოკლულ იქნა.
  • 1097 : დორილეის ბრძოლაში ჯვაროსნებმა ბოემონდ ტარანტოელის მეთაურობით სელჩუკთა არმია დაამარცხეს.
  • 1569 : ლუბლინის კავშირით პოლონეთის სამეფო და ლიტვის დიდი სამთავრო თანამეგობრობაში გაერთიანდნენ.
  • 1625 : მარაბდის ბრძოლაში ქართველები თეიმურაზ I-ის (სურათზე) მეთაურობით თავდაპირველი უპირატესობის მიუხედავად ირანელებთან დამარცხდნენ.
  • 1974 : მარია ესტელა მარტინეს დე პერონი არგენტინის პირველი ქალი პრეზიდენტი გახდა.
  • 1991 : ვარშავის პაქტი ოფიციალურად დაიშალა.
  • იცით თუ არა, რომ?

    ვიკიპედიის ახალი მასალებიდან:
    უილიამ პიტი
    უილიამ პიტი
    ენა
    🔥 Top keywords: მთავარი გვერდიგიორგი მამარდაშვილიესპანეთის ეროვნული საფეხბურთო ნაკრებიევროპის საფეხბურთო ჩემპიონატიგიორგი მიქაუტაძებუდუ ზივზივაძეევროპის საფეხბურთო ჩემპიონატი 2024ხვიჩა კვარაცხელიაკრიშტიანუ რონალდუსაქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრებიმსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატივილი სანიოლისპეციალური:ძიებაგიორგი გველესიანი (ფეხბურთელი)დისლექსიალიონელ მესიესპანეთიგიორგი ჩაკვეტაძეკატეგორია:ქართული გვარებისლოვაკეთიგიორგი ქოჩორაშვილისაქართველოს სახელმწიფო ჰიმნიფეხბურთის წესებიგურამ კაშიაპეტრე-პავლობის მარხვასაქართველომიხეილ მესხის სტადიონიოთარ კიტეიშვილიევროპის საფეხბურთო ჩემპიონატი 2020ზურიკო დავითაშვილიფეხბურთითამაშგარესაქართველოს სახელმწიფო დროშაესპანეთის დროშასლოვენიაავტოგოლილუკა ლოჩოშვილინაჩო (ფეხბურთელი)პორტუგალია