მთავარი გვერდი

რჩეული სტატია

დიდი აფეთქებადაკვირვებადი სამყაროს ყველაზე მიღებული კოსმოლოგიური მოდელი მისი არსებობის უადრესი პერიოდებიდან შემდგომი ევოლუციის ჩათვლით. მოდელი აღწერს, თუ როგორ გაფართოვდა სამყარო მაღალი სიმკვირივისა და ტემპერატურის საწყისი მდგომარეობიდან და გვთავაზობს დაკვირვებადი ფენომენების ფართო სპექტრის, მათ შორის, მსუბუქი ელემენტების გავრცელების, კოსმოსური მიკროტალღური ფონის (CMB) და სამყაროს ფართომასშტაბიანი სტრუქტურის ახსნას. მნიშვნელოვანია, რომ დიდი აფეთქების თეორია თანხვედრაშია ჰაბლი–ლემეტრის კანონთან — რაც უფრო შორს არიან გალაქტიკები დედამიწიდან, მით უფრო სწრაფად შორდებიან ისინი პლანეტას. თეორია, ფიზიკის დადგენილი კანონების გამოყენებით, ახდენს ამ დაკვირვების ექსტრაპოლაციას უკან დროში. ეს შედეგად იძლევა კოსმოსის ზრდად კონცენტრაციას, რასაც წინ უძღოდა გრავიტაციული სინგულარობა, რომელშიც დროისა და სივრცის ცნებები მნიშვნელობას კარგავს (ე.წ. „დიდი აფეთქების“ სინგულარობა). სამყაროს გაფართოების სიჩქარის დეტალური გამოთვლების თანახმად, აღნიშნულ სინგულარობას ადგილი ჰქონდა დაახლოებით 13.8 მილიარდი წლის წინ, რაც, შესაბამისად, სამყაროს ასაკს წარმოადგენს. საწყისი გაფართოების (იგივე „დიდი აფეთქების“) შემდეგ სამყარო საკმარისად გაგრილდა, რათა შესაძლებელი გამხდარიყო სუბატომური ნაწილაკების, მოგვიანებით კი, ატომების წარმოქმნა. ამ პირველადი ელემენტების (წყალბადის, შედარებით მცირე რაოდენობით კი ჰელიუმის და ლითიუმის) გიგანტური ღრუბლები, მოგვიანებით, გრავიტაციის ძალით, შეიკუმშა ადრეულ ვარსკვლავებად და გალაქტიკებად, რომელთა შთამომავლებზე დაკვირვება დღესაც შესაძლებელია.

დღის სტატია

რიჩარდ III
რიჩარდ III

რიჩარდ III (ინგლ. Richard III; დ. 2 ოქტომბერი, 1452, ფოთერინგეი — გ. 22 აგვისტო, 1485, ბოსუორთი) — ინგლისის მეფე 1483 წლიდან, იორკების დინასტიის (პლანტაგენეტების სამეფო სახლის ერთ-ერთი შტო) უკანასკნელი წარმომადგენელი. ედუარდ IV-ის უმცროსი ძმა. ტახტზე ავიდა მცირეწლოვანი ედუარდ V-ის გადაყენებით, ვარდების ომის დროს. მოკლეს 1485 წელს ბოსუორთის ბრძოლაში დამარცხებისას.

XVI საუკუნის ლიტერატურაში რიჩარდ III-ს მიაწერენ ტახტიდან ჩამოგდებული ჰენრი VI-ის, ედუარდ V-ისა და მისი ძმის მკვლელობას. ჰენრი VI-ის ცოლის დედოფალ ანას მოწამვლას და თავისი ძმის ჰერცოგ კლარენსის მკვლელობას. რიჩარდ III-ს ტომას მორმა უძღვნა „რიჩარდ III-ის ისტორია,“ ხოლო უილიამ შექსპირმა ისტორიული დრამა „რიჩარდ III“.

26 ივნისი — ამ დღეს...

  • 363 : სასანიდების იმპერიიდან დახევისას მოკლეს რომის იმპერატორი იულიან განდგომილი.
  • 1483 : რიჩარდ III ინგლისის მეფე გახდა.
  • 1723 : ხანგრძლივი ალყის შემდეგ ბაქო რუსებს ჩაბარდა.
  • 1940 : მეორე მსოფლიო ომიმოლოტოვ-რიბენტროპის პაქტის თანახმად სსრკ რუმინეთისგან მოითხოვს ბესარაბიისა და ბუკოვინის ჩრდ. ნაწილის დათმობას.
  • 1945 : დელეგატებმა 50 ქვეყნიდან სან-ფრანცისკოში ქარტიას მოაწერეს ხელი, რომელმაც დასაბამი მისცა გაერთიანებული ერების ორგანიზაციას.
  • 1963 : ჯონ ფ. კენედი გამოდის განთქმული სიტყვით „Ich bin ein Berliner“ დასავლეთ ბერლინში ვიზიტისას.
  • 1975 : ინდირა განდი ერთპიროვნულ მმართველობას ამყარებს ინდოეთში.
  • 1976 : გაიხსნა ტორონტოს ტელეანძა (სურათზე) — მსოფლიოს უმაღლესი ცალკე მდგომი ნაგებობა.
  • იცით თუ არა, რომ?

    ვიკიპედიის ახალი მასალებიდან:
    უილიამ პიტი
    უილიამ პიტი
    ენა
    🔥 Top keywords: