მთავარი გვერდი

რჩეული სტატია

დიდი აფეთქებადაკვირვებადი სამყაროს ყველაზე მიღებული კოსმოლოგიური მოდელი მისი არსებობის უადრესი პერიოდებიდან შემდგომი ევოლუციის ჩათვლით. მოდელი აღწერს, თუ როგორ გაფართოვდა სამყარო მაღალი სიმკვირივისა და ტემპერატურის საწყისი მდგომარეობიდან და გვთავაზობს დაკვირვებადი ფენომენების ფართო სპექტრის, მათ შორის, მსუბუქი ელემენტების გავრცელების, კოსმოსური მიკროტალღური ფონის (CMB) და სამყაროს ფართომასშტაბიანი სტრუქტურის ახსნას. მნიშვნელოვანია, რომ დიდი აფეთქების თეორია თანხვედრაშია ჰაბლი–ლემეტრის კანონთან — რაც უფრო შორს არიან გალაქტიკები დედამიწიდან, მით უფრო სწრაფად შორდებიან ისინი პლანეტას. თეორია, ფიზიკის დადგენილი კანონების გამოყენებით, ახდენს ამ დაკვირვების ექსტრაპოლაციას უკან დროში. ეს შედეგად იძლევა კოსმოსის ზრდად კონცენტრაციას, რასაც წინ უძღოდა გრავიტაციული სინგულარობა, რომელშიც დროისა და სივრცის ცნებები მნიშვნელობას კარგავს (ე.წ. „დიდი აფეთქების“ სინგულარობა). სამყაროს გაფართოების სიჩქარის დეტალური გამოთვლების თანახმად, აღნიშნულ სინგულარობას ადგილი ჰქონდა დაახლოებით 13.8 მილიარდი წლის წინ, რაც, შესაბამისად, სამყაროს ასაკს წარმოადგენს. საწყისი გაფართოების (იგივე „დიდი აფეთქების“) შემდეგ სამყარო საკმარისად გაგრილდა, რათა შესაძლებელი გამხდარიყო სუბატომური ნაწილაკების, მოგვიანებით კი, ატომების წარმოქმნა. ამ პირველადი ელემენტების (წყალბადის, შედარებით მცირე რაოდენობით კი ჰელიუმის და ლითიუმის) გიგანტური ღრუბლები, მოგვიანებით, გრავიტაციის ძალით, შეიკუმშა ადრეულ ვარსკვლავებად და გალაქტიკებად, რომელთა შთამომავლებზე დაკვირვება დღესაც შესაძლებელია.

დღის სტატია

კლემენტ ეტლი, ჰარი ტრუმანი, იოსებ სტალინი პოტსდამის კონფერენციაზე, ივლისი 1945
კლემენტ ეტლი, ჰარი ტრუმანი, იოსებ სტალინი პოტსდამის კონფერენციაზე, ივლისი 1945

პოტსდამის კონფერენცია (17 ივლისი-2 აგვისტო 1945), რომლის ოფიციალური დასახელება იყო „ბერლინის სამი სახელმწიფოს კონფერენცია“ წარმოადგენდა მეორე მსოფლიო ომის მონაწილე 3 მთავარი მოკავშირის — სსრკ-ის, აშშ-ის და დიდი ბრიტანეთის უმაღლესი დონის პოლიტიკური დონის მქონე შეხვედრას, რომელზეც უნდა შეეთანხმებინათ სამომავლო მოქმედებების გეგმა.

თავდაპირველად, შეხვედრის ადგილად ბერლინი იყო დათქმული, მაგრამ ომის შედეგად გამოწვეული ნგრევის გამო მოლაპარაკება შედგა პოტსდამის დანგრევას გადარჩენილ სასახლე ცეცილიენჰოფში.

სიახლეები

მასუდ ფეზეშქიანი

მიმდინარე: რუსეთის შეჭრა უკრაინაში; ისრაელ-ჰამასის ომი.


17 ივლისი — ამ დღეს...

ეკატერინე დიდი
ეკატერინე დიდი
  • 1048 : გერმანიის მეფე ჰაინრიხ III-მ პაპი ბენედიქტე IX რომიდან გააძევა და მის ნაცვლად დამასუს II დანიშნა.
  • 1203 : ჯვაროსნები მეოთხე ლაშქრობისას იერიშით იღებენ კონსტანტინოპოლს; ბიზანტიის იმპერატორი ალექსი III დედაქალაქიდან გაიქცა.
  • 1762 : ეკატერინე II დიდი (სურათზე) რუსეთის იმპერატრიცა გახდა პეტრე III-ის მკვლელობის შემდეგ.
  • 1791 : ხოცვა მარსის ველზე, პარიზში, საფრანგეთის რევოლუციის დროს.
  • 1815 : ნაპოლეონის ომებიროშფორთან (საფრანგეთი) ნაპოლეონი ბრიტანეთის ძალებს დანებდა.
  • 1945 : პოტსდამის კონფერენციაუინსტონ ჩერჩილის, სტალინისა და ჰარი ტრუმენის შეხვედრა ომისშემდგომი გერმანიის ადმინისტრაციის შესათანხმებლად.
  • 1955 : დისნეილენდი გაიხსნა ანაჰაიმში, კალიფორნიის შტატში.
  • 1976 : ინდონეზიამ აღმოსავლეთ ტიმორის ანექსია მოახდინა.
  • იცით თუ არა, რომ?

    ვიკიპედიის ახალი მასალებიდან:
    უილიამ პიტი
    უილიამ პიტი
    ენა
    🔥 Top keywords: მთავარი გვერდივლაქერნობათეიმურაზ Iპირველი მსოფლიო ომისპეციალური:ძიებამეორე მსოფლიო ომიკატეგორია:ქართული გვარებილიონელ მესიოლივერ კრომველიგიორგი I (საქართველოს მეფე)ცივი ომიდაუდ-ხანიევროპის საფეხბურთო ჩემპიონატისაქართველო-ბიზანტიის ომი (1021-1023)ნაპოლეონ ბონაპარტისაფრანგეთის რევოლუციალევან II დადიანისაფრანგეთიპელოპონესის ომილამინ იამალიგიორგი მიქაუტაძეასურეთიბასიანის ბრძოლაფაილი:Lionel Messi Player of the Year 2011.jpgევროპის საფეხბურთო ჩემპიონატი 2024კოპა ამერიკაშირიმნის ბრძოლაკრიშტიანუ რონალდუოქტომბრის რევოლუციატიუდორებიევროპის საფეხბურთო ჩემპიონატი 2024: ფინალიშამქორის ბრძოლა (1195)ქვეყნების სიააბოლიციონიზმიროსტომი (ქართლის მეფე)ჯვაროსნული ლაშქრობებიდიდგორის ბრძოლაზაფხულის ოლიმპიური თამაშები 2024ნელსონ მანდელა