აზერბაიჯანის მილი მეჯლისი

(გადამისამართდა გვერდიდან აზერბაიჯანის პარლამენტი)

აზერბაიჯანის ეროვნული კრება (მილი მეჯლისი) (აზერ. Azərbaycan Respublikasının Milli Məclisi — ეროვნული კრება) — აზერბაიჯანის ერთპლატიანი პარლამენტი; ორგანო, რომელიც ახორციელებს საკანონმდებლო ხელისუფლებას აზერბაიჯანის რესპუბლიკაში.

აზერბაიჯანის რესპუბლიკის
მილი მეჯლისი

Azərbaycan Respublikasının
Milli Məclisi
მე-6 მოწვევის პარლამენტი
სხდომათა დარბაზი 2016 წელს
ტიპი
ორგანოს ტიპი ერთპალატიანი
ხელმძღვანელები
თავმჯდომარე საჰიბა გაფაროვა, ახალი აზერბაიჯანი
10 მარტი 2020-დან
სტრუქტურა
წევრები 125
პოლიტიკური ჯგუფები

     ახალი აზერბაიჯანი (70)
     სამოქალაქო სოლიდარობის პარტია (3)
     სამშობლო (1)

     დამოუკიდებელი (41)
სხვა პარტიები (4)
არჩევნები
ბოლო არჩევნები 9 თებერვალი 2020
სხდომების ადგილი
AZ 1152, პარლამენტის პროსპექტი 1,
მილი მეჯლისის შენობა,
ბაქო აზერბაიჯანის დროშა აზერბაიჯანი
საიტი
www.meclis.gov.az

მილი მეჯლისი (ეროვნული საბჭო) შეიქმნა აზერბაიჯანის უმაღლესი საჭოს ბაზაზე პარლამენტარული კომისიის თანხმობით 1991 წლის 26 ნოემბერს[1] დაარქივებული 2007-07-07 საიტზე Wayback Machine. .

აზერბაიჯანის რესპუბლიკის მილი მეჯლისის დეპუტატები ამოირჩევიან მაჟორიტარული საარჩევნო სისტემის ბაზაზე და საყოველთაო, თანასწორი და პირდაპირი არჩევნების, თავისუფალი, პირადი და საიდუმლო კენჭისყრის გზით. მილი მეჯლისი შესდგება 125 დეპუტატისაგან, რომლებიც ირჩევიან ხუთი წლით.

მილი მეჯლისის არჩევნები მიმდინარეობს ყოველ ხუთ წელიწადში ნოემბრის პირველ კვირა დღეს. აზერბაიჯანის რესპუბლიკის მილი მეჯლისის დეპუტატად ვერ აირჩევიან ორმაგი მოქალაქეობის მქონე პირები, რომელთაც სხვა სახელმწიფოებისადმი აქვთ ვალდებულება; აგრეთვე მომუშავენი აღმასრულებელ და სასამართლო სისტემაში, სხვადასხვა ფინანსური საქმიანობით დაკავებული პირები, გარდა სამეცნიერო, პედაგოგიური, შემოქმედებითი და რელიგიური მოღვაწეებისა; პირები, რომელთა არაქმედითუნარიანობა დადასტურებულია სასამართლოს მიერ, მსჯავრდებულები მძიმე დანაშაულზე.[1]

აზერბაიჯანის რესპუბლიკის მილი მეჯლისის დეპუტატების უფლებამოსილების ვადა შემოფარგლულია აზერბაიჯანის რესპუბლიკის მილი მეჯლისის მოწვევის უფლებამოსილების ვადით.[2]

აზერბაიჯანის რესპუბლიკის 18 წელს მიღწეულ ყოველ მოქალაქეს შეუძლია არჩეულ იქნას მილი მეჯლისის დეპუტატად კანონმდებლობის შესაბამის საკანონმდებლო საფუძველზე. ეს ნორმა დამტკიცებულია 2016 წლის კონსტიტუციური რეფერენდუმით. ჩასწორების შეტანამდე მილი მეჯლისში არჩევა მხოლოდ 25 წელს მიღწეულ პირებს შეეძლოთ.[3]

დამოუკიდებელი აზერბაიჯანის ისტორიაში პირველი საპარალამენტო არჩევნები 1995 წელს შესდგა. ხმათა უმრავლესობა ამ არჩევნებზე (62%) ჰეიდარ ალიევის პარტიამ „ახალმა აზერბაიჯანმა“ მიიღო.

სტრუქტურა

რედაქტირება

კომიტეტები[4]

რედაქტირება
  • სამართლებრივი პოლიტიკისა და სახელმწიფო შენობის კომიტეტი
  • უსაფრთხოებისა და თავდაცვის კომიტეტი
  • ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი
  • ბუნებრივი რესურსების, ენერგეტიკისა და ეკოლოგიის კომიტეტი
  • აგრარული პოლიტიკის კომიტეტი
  • სოციალური პოლიტიკის კომიტეტი
  • ადგილობრივი თვითმმართველობის კომიტეტი
  • მეცნიერებისა და განათლების კომიტეტი
  • კულტურის კომიტეტი
  • ადამიანის უფლებათა კომიტეტი
  • საერთაშორისო ურთიერთობებისა და საპარლამენტთაშორისო ურთიერთობების კომიტეტი

კომისიები

რედაქტირება
  • სადისციპლინო კომისია
  • დათვლის კომისია

არჩევნები

რედაქტირება

შედგება ერთი პალატისგან (125 დეპუტატი), ირჩევა 5 წლით ერთმანდატიანი ოლქებით.

პირველი საპარლამენტო არჩევნები აზერბაიჯანში გაიმართა 1995 წელს, რომელშიც ხმათა უმრავლესობა ჰეიდარ ალიევის პარტიამ „ახალი აზერბაიჯანი“ მიიღო (62%).

აზერბაიჯანის რესპუბლიკის მილი მეჯლისის დეპუტატები აირჩევიან მაჟორიტარული საარჩევნო სისტემის საფუძველზე, საერთო, თანასწორი და პირდაპირი არჩევნების თავისუფალ, პირადი და ფარული კენჭისყრით. მილი მეჯლისი შედგება 125 დეპუტატისგან, რომლებიც აირჩევიან ხუთი წლის ვადით.

არჩევნებს ყოველ ხუთ წელიწადში იმართება ნოემბრის პირველ კვირას[5].

აზერბაიჯანის რესპუბლიკის მილი მეჯლისის დეპუტატების უფლებამოსილების ვადა შემოიფარგლება მილი მეჯლისის მოწვევის თარიღით[6].

აზერბაიჯანის რესპუბლიკის ყველა მოქალაქე 25 წლის ასაკში შეიძლება არჩეულ იქნეს კანონის შესაბამისად, როგორც მილი მეჯლისის წევრი[7].

2015 წლის არჩევნების შედეგები

რედაქტირება

პარლამენტის დღევანდელი შემადგენლობა 2015 წლის 1 ნოემბრიდან აირჩიეს. 2005 წლის დეკემბრის დასაწყისში დამტკიცდა 115 საარჩევნო ოლქის კენჭისყრის შედეგებით და პარლამენტმა დაიწყო მუშაობა.

მილლი მეჯლისის თავმჯდომარედ არჩეულ იქნა ოქტაი ასადოვი.

პარლამენტში წარმოდგენილი პარტიები

რედაქტირება

ბოლო არჩევნები ჩატარდა 2020 წლის 1 ნოემბერს:

ახალი აზერბაიჯანი - 70

სამოქალაქო სოლიდარობის პარტია - 3

პარტია "სამშობლო" - 1

უპარტიო - 41

ხელმძღვანელობა

რედაქტირება
მოწვევახელმძღვანელიპირველი მოადგილემოადგილემოადგილე
1995 - 2000რასულ გულიევიარიფ რაჰიმზადეიაშარ ალიევი-
2000 - 2005მურთუზ ალესქეროვიარიფ რაჰიმზადეზიაფეთ ასკეროვიგიოვრახ ბახშალიევა
2005 - 2010ოქტაი ასადოვიზიაფეთ ასკეროვიბაჰარ მურადოვავალეჰ ასქეროვი
2010 - 2015ოქტაი ასადოვიზიაფეთ ასკეროვიბაჰარ მურადოვავალეჰ ასქეროვი
2015 - 2020ოქტაი ასადოვიზიაფეთ ასკეროვიბაჰარ მურადოვავალეჰ ასქეროვი

იხილეთ აგრეთვე

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
🔥 Top keywords: კრიშტიანუ რონალდუგიორგი მამარდაშვილიგიორგი მიქაუტაძემთავარი გვერდიპორტუგალიაბუდუ ზივზივაძეევროპის საფეხბურთო ჩემპიონატი 2024ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატიხვიჩა კვარაცხელიავილი სანიოლისაქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრებილიონელ მესისპეციალური:ძიებაესპანეთის ეროვნული საფეხბურთო ნაკრებილომისაფეხბურთის წესებიპორტუგალიის ეროვნული საფეხბურთო ნაკრებიგიორგი ქოჩორაშვილიკატეგორია:ქართული გვარებიალავერდიგიორგი ჩაკვეტაძექარბორბალაგურამ კაშიასაქართველოსაქართველოს სახელმწიფო ჰიმნიმსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატიფეხბურთიგიორგი გველესიანი (ფეხბურთელი)ზურიკო დავითაშვილიოთარ კიტეიშვილიქვეყნების სიანონა გაფრინდაშვილი26 ივნისიევროპის საფეხბურთო ჩემპიონატი 2016გელზენკირხენირონალდოდიდგორის ბრძოლასაქართველოს სახელმწიფო დროშაოთარ კაკაბაძე