ანტიკური ლიბია

ლიბია (ტერმინი ლათინური წარმოშობისაა და მოდის ბერძნული სიტყვიდან Λιβύη, ლიბიე) — ანტიკურ ხანაში აღნიშნავდა ნილოსის დასავლეთით არსებულ რეგიონს რაც დღევანდელი მაღრიბის ტერიტორიას შეესაბამება. რეგიონის მოსახლეობა იყო დღევანდელი ბერბერების წინაპრები.[1] უფრო ვიწრო გაგებით ლიბია მიესადაგეოდა ეგვიპტის დასავლეთით არსებულ ქვეყანას, მათ შორის მარმარიკას (Libya Inferior) და კირენაიკას (Libya Superior). ლიბიის ზღვა (Mare Libycum) ეწოდებოდა (ტერმინი დღემდე გამოიყენება) ხმელთაშუა ზღვის ნაწილს, კუნძულ კრეტის სანაპიროდან სამხრეთით კირენასა და ალექსანდრიას შორის.

მსოფლიო რუკა ჰეროდოტეს მიხედვით

ელინიზმის პერიოდში ბერბერებს ასევე იცნობდნენ როგორც ლიბიელებს,[2] ბერძნები ლიბიელებად მოიხსენიებდნენ ზოგადად ჩრდილოეთ აფრიკის მოსახლეობას, ხოლო მათ მიწას უწოდებდნენ ლიბიას რომელიც მოიცავდა ტერიტორიას დღევანდელი მაროკოდან ძველი ეგვიპტის საზღვრამდე. დღევანდელი ეგვიპტის ტერიტორიაში შედის სივა რომელიც წარმოადგენდა ანტიკური ლიბიის ნაწილს, იქ დღემდე საუბრობენ ბერბერულ სივას ენაზე.

იხილეთ აგრეთვე

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. Gabriel Camps, L'origin des berbères. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2007-01-29. ციტირების თარიღი: 2013-11-22.
  2. Oliver, Roland & Fagan, Brian M. (1975) Africa in the Iron Age: c. 500 B.C. to A.D. 1400. Cambridge: Cambridge University Press; p. 47
🔥 Top keywords: მთავარი გვერდიგიორგი მამარდაშვილიკრიშტიანუ რონალდუდისლექსიაგიორგი მიქაუტაძეევროპის საფეხბურთო ჩემპიონატიესპანეთის ეროვნული საფეხბურთო ნაკრებიბუდუ ზივზივაძეხვიჩა კვარაცხელიაევროპის საფეხბურთო ჩემპიონატი 2024სპეციალური:ძიებალიონელ მესისაქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრებიკატეგორია:ქართული გვარებიგიორგი ქოჩორაშვილიგიორგი გველესიანი (ფეხბურთელი)ევთანაზიაგიორგი ჩაკვეტაძევილი სანიოლიგურამ კაშიადანიის ეროვნული საფეხბურთო ნაკრებიმსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატიევროპის საფეხბურთო ჩემპიონატი 2020პეტრე-პავლობის მარხვაშვეიცარიასაქართველოფეხბურთის წესებიზურიკო დავითაშვილიქვეყნების სიადანიალუკა ლოჩოშვილინაჩო (ფეხბურთელი)გუტიპორტუგალიასაქართველოს სახელმწიფო დროშაესპანეთიოთარ კიტეიშვილისაქართველოს სახელმწიფო ჰიმნიჯაბა კანკავა