აღმოსავლეთი საიანი

აღმოსავლეთი საიანი (რუს. Восточный Саян) — მთათა სისტემა სამხრეთ ციმბირში. იწყება მდინარე ენისეის მარცხენანაპირეთში, კრასნოიარსკის სამხრეთ-დასავლეთით. გადაჭიმულია 1000 კმ-ზე მეტ მანძილზე სამხრეთ-აღმოსავლეთ მიმართულებით, თითქმის ბაიკალის ტბამდე. გეოლოგიურად აღმოსავლეთ საიანი ჩრდილოეთ-დასავლეთური მიმართულების ასიმეტრიული ნაოჭა სტრუქტურაა, რომელიც ციმბრიის ბაქნის სამხრეთ-დასავლეთ ნაპირს ეკვრის. დამახასიათებელია მეტად დანაწევრებული რელიეფი. დასავლეთ ნაწილში ჭარბობს ბრტყელთხემიანი ქედები, რომლებიც სამხრეთ-აღმოსავლეთით მაღლდებიან და ეგრეთ წოდებულ „ბელკებს“ ქმიან. მდინარეების კიზირისა და კაზირის სათავეებში აღმართულია აგულის ბელკები, რომლებიც კრიჟინისა და ერგაკ-ტარგაკ-ტაიგის ქედებთან ერთად ქმნიან აღმოსავლეთ საიანის ყველაზე მაღალ კვანძს (3000 მ-მდე).

აღმოსავლეთი საიანი
მწვერვალი მუნკუ-სარდიკი
მწვერვალი მუნკუ-სარდიკი
კოორდინატები: 51°43′ ჩ. გ. 100°36′ ა. გ. / 51.717° ჩ. გ. 100.600° ა. გ. / 51.717; 100.600
ქვეყანარუსეთის დროშა რუსეთი
უმაღლესი წერტილიმუნკუ-სარდიკი
სიმაღლე3491 
სიგრძე1000 კმ
აღმოსავლეთი საიანი — რუსეთი
აღმოსავლეთი საიანი

უმაღლესი მწვერვალია მუნკუ-სარდიკი (3491 მ). აღმოსავლეთ საიანისთვის დამახასიათებელია ძველი მოსწორებული ლავური პლატოები და ახალგაზრდა ვულკანური წარმონაქმნები. აღსანიშნავია კროპოტკინისა და პერეტოლჩინის ვულკანები.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება

ლიტერატურა

რედაქტირება
  • ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 2, თბ., 1977. — გვ. 53.
  • Михайлов Н. И., Горы Южной Сибири, М., 1961;
  • Средняя Сибирь, М., 1964;
  • Геология СССР, Красноярский край, т. 15, М., 1961;
  • Смирнов А. Д., Булдаков В. В., Интрузивные комплексы Восточного Саяна, М., 1962;
  • Алтае-Саянская горная область, М., 1969.
🔥 Top keywords: დისლექსიამთავარი გვერდიკრიშტიანუ რონალდუგიორგი მიქაუტაძეგიორგი მამარდაშვილიბუდუ ზივზივაძეესპანეთის ეროვნული საფეხბურთო ნაკრებიხვიჩა კვარაცხელიასპეციალური:ძიებალიონელ მესიგიორგი გველესიანი (ფეხბურთელი)საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრებივილი სანიოლიკატეგორია:ქართული გვარებიგიორგი ჩაკვეტაძეევროპის საფეხბურთო ჩემპიონატი 2024გიორგი ქოჩორაშვილიგურამ კაშიაევროპის საფეხბურთო ჩემპიონატიპორტუგალიანილოსისეტყვაპეტრე-პავლობის მარხვასაქართველოლუკა ლოჩოშვილიმონაკოფეხბურთის წესებიზურიკო დავითაშვილიქვეყნების სიასაქართველოს სახელმწიფო დროშასაქართველოს სახელმწიფო ჰიმნიმსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატიოთარ კიტეიშვილიმეორე მსოფლიო ომიჯაბა კანკავაესპანეთიდავით IV აღმაშენებელითამარ მეფეკელნი