ახვახური ენა

ახვახური ენა (თვითდასახელება: Ашвaлъи мицIи) — ნახურ-დაღესტნური ენათა ოჯახის დაღესტნურ ენათა ანდიური ქვეჯგუფის ენა. გავრცელებულია ახვახისა და სოვეტსკოეს (ყოფილი ყაჰიბის) რაიონების რიგ აულში (კუდიაბ-როსო, ლოლოღონითლი, ტად-მაღითლი, იზანი, რატლუბი, თლანუბი, წეგობი და სხვა). ახვახურ ენაზე ლაპარაკობს დაახლოებით 6 500 კაცი (2006).[1] ახვახური ენა უმწერლობო ენაა. სამწერლობო ენად (ადგილობრივი საქმისწარმოება, დაწყებითი სკოლა, გაზეთი) გამოყენებულია ახლომონათესავე ხუნძური (აგრეთვე რუსული).

ახვახური ენა
Ашвaлъи мицIи
გავრცელებულიარუსეთის დროშა რუსეთი
დაღესტნის დროშა დაღესტანი

აზერბაიჯანის დროშა აზერბაიჯანი

ლინგვისტური კლასიფიკაციანახურ-დაღესტნური ენები
დაღესტნური ენები
ხუნძურ-ანდიური ენები
ახვახური ენა
დამწერლობის სისტემაკირილიცა
რუკა


ვიკისივრცე
ენის თარგი{{Lang-akv}}

ვიკიმედიის ინკუბატორში არის ვიკიპედიის სატესტო განყოფილება — ახვახური ენა

ახვახური ენისთვის დამახასიათებელია ხმოვანთა სიმრავლე (ხუთი მარტივი, აგრეთვე გრძელი და ნაზალიზებული ხმოვნები). თანხმოვნებში აღსანიშნავია ძლიერთა და სუსტთა დაპირისპირება, ლატერალური, ფარინგალური და ლარინგალური თანხმოვნები. თანხმოვანთა სისტემაში შემონახულია ზოგი მეტად მნიშვნელოვანი არქაიზმი (ლატერალურ და ფარინგალურ თანხმოვანთა სუსტი კორელატები). სიტყვა ხმოვნით ბოლოვდება. სიტყვის თავში თანხმოვანთა კომპლექსები არ გვხვდება. მახვილი სუსტი, დინამიკურია.

მხოლობით რიცხვში გარჩეულია სამი გრამატიკული კლასი, მრავლობითში — ორი. აქვს ოთხი ძირითადი ბრუნვა და ადგილობით ბრუნვათა შვიდი სერია (თითოეულ სერიაში 3-4 ბრუნვაა). ზმნა იცვლება გრამატიკული კლასისა და დრო-კილოთა მიხედვით. სხვა ანდიურ ენათაგან განსხვავებით, ზმნას აქვს პირის კატეგორია (გარჩეულია ორი ფორმა: პირველი პირისა და საზიარო მეორე-მესამისა). დადებითი უღვლილების გარდა არის უარყოფითი უღვლილებაც. გავრცელებულია ზმნურ ფორმათა აღწერითი წარმოება. გარდამავალი ზმნა წინადადების ერგატიულ კონსტრუქციას ქმნის. რთული წინადადების ასაგებად ფართოდაა გამოყენებული მიმღეობები და აბსოლუტივები.

ლექსიკა გამოირჩევა არქაიზმებით. ნასესხები სიტყვების რაოდენობა მნიშვნელოვანია.

აქვს ორი განსხვავებული დიალექტი: ჩრდილოური (ახვახის რაიონში) და სამხრეთული (სოვეტსკოეს რაიონში).

ლიტერატურა

რედაქტირება
  • ზ. მაჰომედბეკოვა, ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. II, თბ., 1977. — გვ. 104.
  • Магомедбекова, З. М. Ахвахский язык: Грамматический анализ, тексты, словарь. Тбилиси, 1967

იხილეთ აგრეთვე

რედაქტირება
🔥 Top keywords: მთავარი გვერდიევროპის საფეხბურთო ჩემპიონატისლოვენიაგიორგი მამარდაშვილიკრიშტიანუ რონალდუგიორგი მიქაუტაძემსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატიბუდუ ზივზივაძეგურამ კაშიასპეციალური:ძიებაევროპის საფეხბურთო ჩემპიონატი 2024საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრებიპეტრე-პავლობის მარხვახვიჩა კვარაცხელიაკატეგორია:ქართული გვარებიესპანეთის ეროვნული საფეხბურთო ნაკრებიდისლექსიაგიორგი ჩაკვეტაძეგიორგი გველესიანი (ფეხბურთელი)ოთარ კიტეიშვილივილი სანიოლიპორტუგალიის ეროვნული საფეხბურთო ნაკრებილიონელ მესისლოვაკეთიგიორგი ქოჩორაშვილიესპანეთითამაშგარეპორტუგალიასაქართველოფეხბურთის წესებიევროპის საფეხბურთო ჩემპიონატი 2016ერთა ლიგაევროპის საფეხბურთო ჩემპიონატი 2020ქვეყნების სიაბელგიასაქართველოს სახელმწიფო ჰიმნიერთა ლიგა (უეფა)ზურიკო დავითაშვილიკილიან მბაპე