ბიჭი ხვლიკის ნაკბენით

ბიჭი ხვლიკის ნაკბენით (იტალ. Ragazzo morso da un ramarro) — იტალიური ბაროკოს ოსტატის — კარავაჯოს მიერ შესრულებული ნახატია. არსებობს მისი ორი ვერსია, ორივე კარავაჯოს ნამუშევრად ითლება. ერთი ფონდაზიონე რობერტო ლონგში, ფლორენციაში ინახება, ხოლო მეორე — ეროვნულ გალერეაში, ლონდონში.

ბიჭი ხვლიკის ნაკბენით
Ragazzo morso da un ramarro
ავტორი კარავაჯო
წელი 1594–1596
ტიპი ზეთის საღებავი ტილოზე
სიმაღლე 65 სმ
სიგანე 52 სმ
მუზეუმი ფონდაზიონე რობერტო ლონგი, ფლორენცია
ბიჭი ხვლიკის ნაკბენით
Ragazzo morso da un ramarro
ავტორი კარავაჯო
წელი 1593–1594
ტიპი ზეთის საღებავი ტილოზე
სიმაღლე 66 სმ
სიგანე 49.5 სმ
მუზეუმი ეროვნული გალერეა, ლონდონი

ორივე ვერსიაზე ვარაუდობენ, რომ 1594-1596 წლების პერიოდშია დახატული. თუ დავუჯერებთ ხელოვნების ისტორიკოსს, რობერტო ლონგის ნამუშევრები ამ პერიოდის დასაწყისშია შესრულებული, თუ გავითვალისწინებთ, რომ გარკვეული ფერწერული ნიშნები მიგვითითებენ იმაზე, რომ იგი შესრულებულია კარავაჯოს მფარველის, კარდინალ ფრანჩესკო დელ მონტეს სახლში და კარავაჯო არ გადასულა კარდინალის პალაზო მადამაში 1595 წლამდე.[1]

მოდელის იდენტობა

რედაქტირება

როგორც ყველა სხვა კარავაჯოს ადრეული ნამუშევარი, მასზე ბევრი ინფორმაცია სავარაუდოა, ხოლო მოდელის იდენტობას ჯერ კიდევ განიხილავენ. მაიკლ ფრაიდის აზრით ნახატი კარავაჯოს შეფარული ავტოპორტრეტია. ფრაიდი ამტკიცებს, რომ სუბიექტის ერთი ხელის განზე გაწოდება და მეორეს ზემოთ აწევა — მხატვრის პალიტრის დაჭერის მგავსი პოზაა.[2]

  1. რობერტო ლონგი (1998), კარავაჯო, ISBN 88-09-21445-5
  2. მაიკლ ფრაიდი, კარავაჯოს მომენტი (Princeton University Press, 2010), თავი 1.
🔥 Top keywords: მთავარი გვერდიგიორგი მამარდაშვილიკრიშტიანუ რონალდუგიორგი მიქაუტაძებუდუ ზივზივაძესპეციალური:ძიებაევროპის საფეხბურთო ჩემპიონატიკატეგორია:ქართული გვარებიხვიჩა კვარაცხელიასაქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრებიგიორგი გველესიანი (ფეხბურთელი)გურამ კაშიაევროპის საფეხბურთო ჩემპიონატი 2024გიორგი ჩაკვეტაძედისლექსიამსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატიგიორგი ქოჩორაშვილივილი სანიოლისუ-25ოთარ კიტეიშვილილიონელ მესიპეტრე-პავლობის მარხვასაქართველოს სახელმწიფო ჰიმნიმეტაფორასლოვენიანიდერლანდების ეროვნული საფეხბურთო ნაკრებისაქართველონიდერლანდებიჯაყოს ხიზნებიეპითეტიდიდოსტატის კონსტანტინეს მარჯვენაქვეყნების სიაზურიკო დავითაშვილიერთა ლიგანიკა კვეკვესკირიგრიგოლ ხანძთელის ცხოვრებაბახტრიონი (პოემა)გამზრდელი (პოემა)ერთა ლიგა (უეფა)