გეოსფეროები

გეოსფეროები (ბერძნ. ge – მიწა და spháira – სფერო) — სხვადასხვა სიმკვრივისა და შედგენილობის კონცენტრული (დაახლოებით სფერული) გარსები, რომელთაგანაც შედგება დედამიწის სფერო.[1] პერიფერიიდან დედამიწის ცენტრისაკენ განლაგებულია: დედამიწის ატმოსფერო, ჰიდროსფერო, დედამიწის ქერქი, დედამიწის მანტია და ბირთვი. არეს, სადაც გავრცელებულია ორგანიზმები (ატმოსფეროს ქვედა ნაწილი, მთელი ჰიდროსფერო და დედამიწის ქერქის ზედა ნაწილი), ბიოსფეროს უწოდებენ.[2] ცენტრალური ადგილი უკავია დედამიწის სფერულ ბირთვს, რომლის რადიუსია დაახლოებით 3470 კმ. იგი იმყოფება 2900 კმ სიღრმეზე. უფრო მაღლა განლაგებულია დედამიწის მანტია, რომელიც 5-75 კმ სიღრმეზე დედამიწის ქერქს გამოეყოფა მოხოროვიჩიჩის ზედაპირით.[3] მანტიის ზედა ნაწილთან ერთად დედამიწის ქერქი ერთიანდება დედამიწის მყარ გარსში — ლითოსფეროში. გარეგანია პლანეტის წყლის გარსი — ჰიდროსფერო და აიროვანი გარსი ატმოსფერო.[3] პირველი წყვეტილად არის განლაგებული ატმოსფეროსა და დედამიწის ქერქს შორის; ხოლო მეორე ჰაერის გარსია და დედამიწას აკრავს ირგვლივ, ამასთანავე მასთან ერთად ბრუნავს. ორივე გარსი რთული აგებულებისაა, და იყოფიან თავის მხრივ, შემადგენელ ნაწილებად. მაგალითად, დედამიწის ქერქში არსებული მრავალწლოვანმზრალი ქანების ფენას — კრიოსფერო ეწოდება, ხოლო ხმელეთის ზედა თხელ და ნოყიერ ფენას — პედოსფერო.[3]

დედამიწის სტრუქტურა

იხილეთ აგრეთვე

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
🔥 Top keywords: მთავარი გვერდიგიორგი მამარდაშვილიესპანეთის ეროვნული საფეხბურთო ნაკრებიევროპის საფეხბურთო ჩემპიონატიგიორგი მიქაუტაძებუდუ ზივზივაძეევროპის საფეხბურთო ჩემპიონატი 2024ხვიჩა კვარაცხელიაკრიშტიანუ რონალდუსაქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრებიმსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატივილი სანიოლისპეციალური:ძიებაგიორგი გველესიანი (ფეხბურთელი)დისლექსიალიონელ მესიესპანეთიგიორგი ჩაკვეტაძეკატეგორია:ქართული გვარებისლოვაკეთიგიორგი ქოჩორაშვილისაქართველოს სახელმწიფო ჰიმნიფეხბურთის წესებიგურამ კაშიაპეტრე-პავლობის მარხვასაქართველომიხეილ მესხის სტადიონიოთარ კიტეიშვილიევროპის საფეხბურთო ჩემპიონატი 2020ზურიკო დავითაშვილიფეხბურთითამაშგარესაქართველოს სახელმწიფო დროშაესპანეთის დროშასლოვენიაავტოგოლილუკა ლოჩოშვილინაჩო (ფეხბურთელი)პორტუგალია