დონ-ჟუანის ტბა

დონ-ჟუანის ტბა — მცირე წყალსატევი, რომელიც მდებარეობს რაიტის ხეობაში ვიქტორიას მიწაზე ანტარქტიდაში. პრეტენზიას აცხადებს დედამიწის ყველაზე მარილიანი წყალსატევის წოდებაზე.

დონ-ჟუანის ტბა
დონ-ჟუანის ტბის თანამგზავრული ფოტოსურათი
დონ-ჟუანის ტბის თანამგზავრული ფოტოსურათი
კოორდინატები: 77°33′55″ ს. გ. 161°11′26″ ა. გ. / 77.56528° ს. გ. 161.19056° ა. გ. / -77.56528; 161.19056
მდებარეობაანტარქტიდის დროშა ანტარქტიდა
სიმაღლე ზღვის დონიდან151 
სიგრძე300 კმ
სიგანე100 კმ
ფართობი0,03 კმ²
მოცულობა3000 კმ³
საშუალო სიღრმე0,1 
მარილიანობა402 
დონ-ჟუანის ტბა — ანტარქტიდა
დონ-ჟუანის ტბა
მედიაფაილები ვიკისაწყობში

ტბა აღმოჩენილი იქნა 1961 წელს ვერტმფრენის მფრინავების დონ როს (Don Roe) და ჯონ ჰიკის (John Hickey) მიერ, რომელთა პატივსაცემადაც დაერქვა ტბას სახელი. ტბის აღმოჩენის დროს, წყლის ტემპერატურა იყო −30 °C, მაგრამ ყინული ტბაზე არ ყოფილა. 1977 წელს გამოცემულ ტოპოგრაფიულ რუკებზე ტბის ფართობი შეადგენდა 0,25 კმ²-ს. ბრტყელი ძირის მქონე ტბის საშუალო სიღრმე შეადგენდა 0,3 მეტრს. 1998 წელს ტბის ზომები შემცირდა 0,03 კმ²-მდე, სიღრმე შემცირდა 0,1 მეტრამდე. წყალსატევი აღიწერება, როგორც გრუნტის წყლების გამოსვლის ადგილი. მშრალი ხეობები, რომელშიც იმყოფებიან მსგავსი ტბები, ხასიათდება ძლიერი ქარებით და ჰაერის უკიდურესი სიმშრალით. ასეთ პირობებში გამდნარი წყალი, რომელიც წარმოიშვება ირგვლივ მყოფი მყინვარების დნობისაგან, აორთქლებისას, ტოვებს მასში მანამდე ათქვეფილ მთის ჯიშებისგან შემდგარ მინერალურ ნივთიერებებს. სულ ცოტა უკანასკნელი 2 მილიონი წლის განმავლობაში მშრალ ხეობებში არსებობდა პირობები, დღევანდელის მსგავსი, რომლის დროსაც ხდებოდა მარილების კონცენტრაცია. დონ-ჟუანის ტბა არ იყინება ზამთარშიც, ჰაერის ისეთ ტემპერატურაზეც კი, როდესაც ის ეცემა −53 °C-მდე. საანგარიშო წყლის შემადგენლობა −51,8 °C ტემპერატურის დროს შეადგენს 413 გრ/ლ CaCl2-ს და 29 გრ/ლ NaCl-ს.

მარილის შემცველობა (კალციუმის ქლორიდის CaCl2 დიდი ნაწილით) ამ წყალსატევში შეადგენს 40,2 %-ს — შედარებისათვის, მკვდარი ზღვის მარილიანობა შეადგენს 34,7 %-ს, ხოლო მსოფლიო ოკეანის საშუალო მარილიანობა — მხოლოდ 3,38 %-ს.[1]

დონ-ჟუანის ტბის გამოკვლევისას დარეგისტრირდა აზოტის ოქსიდის საკმაოდ მნიშვნელოვანი შემადგენლობა. დედამიწაზე მას ქმნიან მიკროორგანიზმები, მაგრამ დონ-ჟუანის ტბაში არანაირი ცოცხალი არსებები აღმოჩენილი არ ყოფილა. აღმოჩნდა, რომ N2O (სხვა აირებთან ერთად — მაგალითად, წყალბადთან) კლდეების მარილწყალთან რეაქციის პროდუქტია. მკვლევარები ვარაუდობენ, რომ მსგავსი არაბიოლოგიური სახით აზოტის ოქსიდი შეიძლება ჩამოყალიბდეს მარსზე, რადგანაც ამ პლანეტის პირობები მსგავსია ანტარქტიდის მშრალი ხეობების პირობებთან.

იხილეთ აგრეთვე

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. Don Juan Pond and Lake Vanda Photo Gallery by Suze at pbase.com. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-12-16. ციტირების თარიღი: 2015-05-25.
🔥 Top keywords: მთავარი გვერდიგიორგი მამარდაშვილიესპანეთის ეროვნული საფეხბურთო ნაკრებიევროპის საფეხბურთო ჩემპიონატიგიორგი მიქაუტაძებუდუ ზივზივაძეევროპის საფეხბურთო ჩემპიონატი 2024ხვიჩა კვარაცხელიაკრიშტიანუ რონალდუსაქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრებიმსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატივილი სანიოლისპეციალური:ძიებაგიორგი გველესიანი (ფეხბურთელი)დისლექსიალიონელ მესიესპანეთიგიორგი ჩაკვეტაძეკატეგორია:ქართული გვარებისლოვაკეთიგიორგი ქოჩორაშვილისაქართველოს სახელმწიფო ჰიმნიფეხბურთის წესებიგურამ კაშიაპეტრე-პავლობის მარხვასაქართველომიხეილ მესხის სტადიონიოთარ კიტეიშვილიევროპის საფეხბურთო ჩემპიონატი 2020ზურიკო დავითაშვილიფეხბურთითამაშგარესაქართველოს სახელმწიფო დროშაესპანეთის დროშასლოვენიაავტოგოლილუკა ლოჩოშვილინაჩო (ფეხბურთელი)პორტუგალია