ედესის საგრაფო

ედესის საგრაფო — პირველი ფეოდალური სახელმწიფო, რომელიც დააარსეს ჯვაროსნებმა XI საუკუნის დამლევს. 1098 წელს ჯვაროსანთა ლაშქარმა გრაფ ბალდუინის (ბოდუენი) ხელმძღვანელობით დაიკავა ევფრატის ორივე სანაპიროზე მდებარე მიწები და ქალაქები ედესა, სამოსატი და თალ-ბაშირი. ეს ტერიტორია შევიდა ედესის საგრაფოს შემადგენლობაში. ედესის საგრაფო ჩრდილო-აღმოსავლეთიდან იცავდა ჯვაროსანთა სამფლობელოებს სირიაში, ვასალურ დამოკიდებულებაში იმყოფებოდა იერუსალიმის სამეფოსთან და ტიპობრივ ფეოდალურ სენიორიას წარმოადგენდა. 1110 წლიდან თავს ესხმოდნენ სელჩუკი ამირები. 1144 წელს ედესის საგრაფო დაიპყრო მოსულისა და ჰალაბის სელჩუკმა გამგებელმა ზანჯიმ, რაც მეორე ჯვაროსნული ლაშქრობის (1147-1149 წწ.) დაწყების საბაბი გახდა.

ედესის საგრაფო
Comitatus Edessanus
იერუსალიმის სამეფოს ვასალი

1098–1144
 

ედესის საგრაფოს დროშაედესის საგრაფოს გერბი
{{{საერთო სახელი}}}-ს მდებარეობა
ედესის საგრაფო 1098-1144 წლებში
დედაქალაქიედესა
ენებილათინური; ძველი ფრანგული; იტალიური; სომხური; არაბული; ბერძნული
რელიგიაკათოლიციზმი; სომხური სამოციქულო; ბერძნული მართლმადიდებლური; სირიული მართლმადიდებლური; ისლამი; იუდაიზმი
მთავრობამონარქია
გრაფი
 - 1098-1100ბალდუინ I (პირველი)
 - 1131-1144ჟოსლენ II (უკანასკნელი)
ისტორია
 - შეიქმნა1098
 - პირველი ჯვაროსნული ლაშქრობა1096-1099
 - დაპყრობა ნურ ად-დინის მიერ1144
 - გაუქმება24 დეკემბერი 1144
დღეს ამ ტერიტორიაზესირიის დროშა სირია
თურქეთის დროშა თურქეთი

დაარსება

რედაქტირება
ბალდუინ I-ის ედესაში შესვლა (1098).

1098 წელს ჯვაროსანთა ნაწილმა დატოვა მთავარი არმია, რომელიც მოგზაურობდა ანტიოქიის და იერუსალიმის მიმართულებით და ბალდუინ ბულონელის მეთაურობით გაემართნენ ჯერ კილიკიის, ხოლო შემდეგ ედესის მიმართულებით. მათ დაიკავეს ედესა და დააარსეს ედესის საგრაფო. პირველი გრაფი გახდა ბალდუინ I (ბულონელი). მისი ძმის (ჟოფრუა ბულონელი) სიკვდილის შემდეგ კი იგი ავიდა იერუსალიმის ტახტზე. ედესის გრაფი გახდა მისი ბიძაშვილი ბალდუინ II.

ბრძოლები მუსლიმ მეზობლებთან

რედაქტირება

ბალდუინ II სწრაფად ჩაერთო საგარეო საქმეებში სირიასა და მცირე აზიაში. იგი დაეხმარა ჯვაროსნებს ბოემონდ I-ის გამოსასყიდის გადახდაში და ანტიოქიასთან ერთად თავს დაესხა ბიზანტიას კილიკიაში 1104 წელს. მოგვიანებით ის და ედესის მომავალი გრაფი ჟოსლენ I ტყვედ ჩაიგდო მოსულის ამირამ ჰარანის ბრძოლის შემდეგ. ედესაში დროებითი მმართველი გახდა ბალდუინის ბიძაშვილი ტენკრედი, სანამ 1108 წელს გამოისყიდეს ბალდუინი და ჟოსლინი. ბალდუინს ბრძოლა დასჭირდა ტახტის ჩასაგდებად, რაშიც ადგილობრივი მუსლიმი მმართველებიც დაეხმარნენ.

1110 წელს ბალდუინმა დაკარგა მიწები ევფრატის აღმოსავლეთით. იგი გახდა იერუსალიმის მეფე (როგორც ბალდუინ II), როდესაც ბალდუინ I (ყოფილი ედესის გრაფი) გარდაიცვალა 1118 წელს. ბალდუინ II-ის ძმამ არ ისურვა ტიტული და ახალი გრაფი გახდა ჟოსლინ I 1119 წელს. იგი კიდევ ერთხელ დაატყვევეს 1122 წელს. როდესაც ბალდუინ II (როგორც იერუსალიმის მეფე) მივიდა მის გადასარჩენად ისიც დააპატიმრეს. მაგრამ ჯოსლინმა მოახერხა გაქცევა 1123 წელს და მომდევნო წელს გაათავისუფლა ბალდუინიც.

1131 წელს ჟოსლინი მძიმედ დაიჭრა ალყის დროს და ახალი გრაფი გახდა მისი შვილი ჟოსლინ II. ამ დროს ზენგიმ გააერთიანა მოსული და ალეპო და ედესასაც დაემუქრა. ჟოსლინი ნაკლებ ყურადღებას აქცევდა საკუთარი ქვეყნის უსაფრთხოებას. ზენგიმ 1144 წელს ალყაში მოაქცია ედესა და 24 დეკემბერს აიღო იგი. 1146 წელს ჟოსლინმა შეძლო დაებრუნებინა ედესა, თუმცა  მალევე დაკარგა. 1150 წელს ჟოსლინი დაატყვევა ნურ აად-დინ ზენგიმ (ზენგის შვილი) და ტყვეობაშივე გარდაიცვალა 1159 წელს. ედესა იყო პირველი ჯვაროსნული სახელმწიფო, რომელიც შეიქმნა და პირველი რომელიც დაიკარგა.

ედესის გრაფები

რედაქტირება

მმართველობა

რედაქტირება

ტურბესელის სენიორია

რედაქტირება

ტურბესელი იყო ჟოსლენ I-ის სენიორია ჯერ კიდევ იმ დრომდე, სანამ იგი გრაფი გახდებოდა. იგი მოიცავდა ევფრატის დასავლეთით მდებარე მიწებს და ესაზღვრებოდა ანტიოქიის სამთავროს. ტურბესელი გახდა ედესის კურტენეთა განსაკუთრებული ციხესიმაგრე და მათი ადგილსამყოფელი ქალაქ ედესის დაცემის შემდეგ. მუსლიმთა მიერ დაპყრობამდე ტურბესელი ბიზანტიელებს მიჰყიდეს. მიყიდვის შემდეგ ჟოსლენ II და მისი ოჯახი გადავიდა იერუსალიმის სამეფოში, აკრის სიახლოვეს.

ლიტერატურა

რედაქტირება
🔥 Top keywords: მთავარი გვერდიგიორგი მამარდაშვილიესპანეთის ეროვნული საფეხბურთო ნაკრებიევროპის საფეხბურთო ჩემპიონატიგიორგი მიქაუტაძებუდუ ზივზივაძეევროპის საფეხბურთო ჩემპიონატი 2024ხვიჩა კვარაცხელიაკრიშტიანუ რონალდუსაქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრებიმსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატივილი სანიოლისპეციალური:ძიებაგიორგი გველესიანი (ფეხბურთელი)დისლექსიალიონელ მესიესპანეთიგიორგი ჩაკვეტაძეკატეგორია:ქართული გვარებისლოვაკეთიგიორგი ქოჩორაშვილისაქართველოს სახელმწიფო ჰიმნიფეხბურთის წესებიგურამ კაშიაპეტრე-პავლობის მარხვასაქართველომიხეილ მესხის სტადიონიოთარ კიტეიშვილიევროპის საფეხბურთო ჩემპიონატი 2020ზურიკო დავითაშვილიფეხბურთითამაშგარესაქართველოს სახელმწიფო დროშაესპანეთის დროშასლოვენიაავტოგოლილუკა ლოჩოშვილინაჩო (ფეხბურთელი)პორტუგალია