ედუარდ ჰარტმანი

კარლ რობერტ ედუარდ ფონ ჰარტმანი (გერმ. Karl Robert Eduard von Hartmann) (დ. 23 თებერვალი, 1842, ბერლინი ― გ. 5 ივნისი, 1906, გროსლიხტერფელდე) — გერმანელი ფილოსოფოს-იდეალისტი, ირაციონალისტი. მთავარ შრომაში "არაცნობიერის ფილოსოფია" (1869) ამტკიცებს, რომ პირველადია არაცნობიერი სულიერი საწყისი, რომელიც მთელი სინამდვილის ერთიანობას განსაზღვრავს, ხოლო სამყაროში მიმდინარე აღმავლითი პროცესები განსაზღვრულია არაცნობიერი საწყისით, ნებით. ამ თვალსაზრისის საფუძველზე უარყოფილია მატერიალიზმი და დიალექტიკა. ა. შოპენჰაუერის პესიმიზმის გავლენით ჰარტმანი ეთიკაში უარყოფდა ბედნიერების როგორც მიწიერ, ისე რელიგიურ გაგებას, აგრეთვე ბედნიერების, სიკეთის განხორციელებისაგან მიმართულ სოციალურ პროცესს. ევოლუციის საბოლოო შედეგი, მისი აზრით, სამყაროს აუცილებელი მოსპობაა, რადგან, როდესაც არაცნობიერი ამაღლდება ცნობიერების დროზე და თავისი შექმნილის შემეცნებას დაიწყება, მას შეაფასებს როგორც უმიზნო, უგონოსა და მოსპობის ღირსს.

ედუარდ ჰარტმანი

ლიტერატურა

რედაქტირება
  • ჭელიძე მ., ჰეგელის დიალექტიკის კრიტიკის ძირითადი თავისებურებანი ბურჟუაზიულ ფილოსოფიაში, თბ., 1966;
  • Кюльпе О., Современная философия в Германии, М., 1903;
🔥 Top keywords: მთავარი გვერდიგიორგი მამარდაშვილიკრიშტიანუ რონალდუდისლექსიაგიორგი მიქაუტაძეევროპის საფეხბურთო ჩემპიონატიესპანეთის ეროვნული საფეხბურთო ნაკრებიბუდუ ზივზივაძეხვიჩა კვარაცხელიაევროპის საფეხბურთო ჩემპიონატი 2024სპეციალური:ძიებალიონელ მესისაქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრებიკატეგორია:ქართული გვარებიგიორგი ქოჩორაშვილიგიორგი გველესიანი (ფეხბურთელი)ევთანაზიაგიორგი ჩაკვეტაძევილი სანიოლიგურამ კაშიადანიის ეროვნული საფეხბურთო ნაკრებიმსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატიევროპის საფეხბურთო ჩემპიონატი 2020პეტრე-პავლობის მარხვაშვეიცარიასაქართველოფეხბურთის წესებიზურიკო დავითაშვილიქვეყნების სიადანიალუკა ლოჩოშვილინაჩო (ფეხბურთელი)გუტიპორტუგალიასაქართველოს სახელმწიფო დროშაესპანეთიოთარ კიტეიშვილისაქართველოს სახელმწიფო ჰიმნიჯაბა კანკავა