ევროპული ვაზი

ევროპული ვაზი (ლათ. Vitis vinifera) — ვაზის ევროპული სახეობა. აერთიანებს ევროპის და აზიის უმეტეს ტერიტორიაზე გავრცელებულ ვაზის ჯიშებს.

ევროპული ვაზი

ქართული ვაზიც ამ სახეობას განეკუთვნება. იყოფა ორ ჯგუფად: ველურ და კულტურულ ვაზებად. ველური ვაზი გავრცელებულია ხმელთაშუა, კასპიისა და შავი ზღვების მიდამოებში. იგი მოიცავს როგორც ტიპურ ველურ ფორმებს, ისე ერთ დროს კულტივირებულ, მაგრამ ამჟამად ისევ გაველურებულ ვაზებს. ველური ვაზი (იგივე უსურვაზი, რიკინა, ბაბილო) საქართველოში გავრცელებულია ზღვის დონიდან 1000 -მდე სიმაღლეზე. მისი ყვავილი ორსახლიანია. აქვს მცირე ზომის ფოთოლი, პატარა მეჩხერი მტევანი, შავი, წვრილი, მრგვალი ან ოვალური მარცვალი, დაბალი სამეურნეო მაჩვენებლები.

გაკულტურებისას აღნიშნული ნიშან-თვისებები არ უმჯობესდება. გაველებული ვაზი შემორჩენილია ნასახლარებზე, ხეობებსა და ტყეებში, იძლევა მოსავალს, გაკულტურებისას სამეურნეო ნიშან-თვისებებს ავლენს. ევროპული კულტურული ვაზი მოიცავს მრავალ ჯიშს და ფართოდაა გავრცელებული მსოფლიოს ყველა ქვაყანაში. იგი დაყოფილია ენდემურ ჯგუფებად (მაგ., საქართველოში — კახეთის, ქართლის, იმერეთის და სხვა).

ლიტერატურა

რედაქტირება
  • რამიშვილი მ., ამპელოგრაფია, თბ., 1970;
🔥 Top keywords: მთავარი გვერდიევროპის საფეხბურთო ჩემპიონატისლოვენიაგიორგი მამარდაშვილიკრიშტიანუ რონალდუგიორგი მიქაუტაძემსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატიბუდუ ზივზივაძეგურამ კაშიასპეციალური:ძიებაევროპის საფეხბურთო ჩემპიონატი 2024საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრებიპეტრე-პავლობის მარხვახვიჩა კვარაცხელიაკატეგორია:ქართული გვარებიესპანეთის ეროვნული საფეხბურთო ნაკრებიდისლექსიაგიორგი ჩაკვეტაძეგიორგი გველესიანი (ფეხბურთელი)ოთარ კიტეიშვილივილი სანიოლიპორტუგალიის ეროვნული საფეხბურთო ნაკრებილიონელ მესისლოვაკეთიგიორგი ქოჩორაშვილიესპანეთითამაშგარეპორტუგალიასაქართველოფეხბურთის წესებიევროპის საფეხბურთო ჩემპიონატი 2016ერთა ლიგაევროპის საფეხბურთო ჩემპიონატი 2020ქვეყნების სიაბელგიასაქართველოს სახელმწიფო ჰიმნიერთა ლიგა (უეფა)ზურიკო დავითაშვილიკილიან მბაპე