თამადა — ქართული პურობის, სუფრის გამძღოლი. ჩვეულებრივ, მასპინძელი ან თანამეინახენი თამადად ირჩევენ ჭარმაგ პატივსაცემ მამაკაცს, რომელიც სუფრის თადარიგის მცოდნედ და მჭევრმეტყველად ითვლება. სუფრის დანიშნულების (ქორწილი, ძეობა, დღეობა, ქელეხი და სხვა) მიხედვით, თამადას ევალება ტრადიციული სადღეგრძელოების წარმოთქმა, სმის წესების, სუფრის წესრიგის, ცეკვა-სიმღერისა და ლხინის მთელი მსვლელობის რეგულირება. ეთნოგრაფიული მონაცემებით, ძველად ოჯახებში თამადობას ბავშვობიდანვე აჩვევდნენ. საქართველოს მთიანეთის საკულტო დღეობა-წვეულებებზე თამადას არ ირჩევდნენ - მის მოვალეობას ხევისბერი ან გვარ-ხატის რომელიმე მსახური ასრულებდა, საოჯახო სარიტუალო პურობას კი ოჯახის უფროსი მამაკაცი უძღვებოდა. ზემო სვანეთში „თამადა“, „თამათა“ ერქვა თიბვის მესვეურს, წინამძღოლს, რომელიც მუშაობისას სიმღერას იწყებდა. „თამადის“ ნაცვლად ზოგჯერ თურქულიდან შემოსულ სიტყვას „ტოლუმბაშსაც“ (თურქ. toplum başı – თავყრილობის/შეკრების უფროსი/თავი/ მეთაური) ხმარობენ. ალ. ჯამბაკურ-ორბელიანის ცნობით, „ტოლუმბაში“ „ამხანაგების თავს“ ნიშნავს. თანამედროვე ფასეულობების მიმართება ქართულ ტრადიციებთან და ფასეულებათა ევოლუცია.

ო. შმერლინგის ნამუშევარი „თქვენი სადღეგრძელო იყოს!“

ლიტერატურა

რედაქტირება
  • ჯანაშია ს., შრომები, ტ. 4, თბ., 1968;

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
🔥 Top keywords: გიორგი მიქაუტაძეგიორგი მამარდაშვილიკრიშტიანუ რონალდუესპანეთის ეროვნული საფეხბურთო ნაკრებიმთავარი გვერდიბუდუ ზივზივაძეხვიჩა კვარაცხელიავილი სანიოლიდისლექსიალიონელ მესისაქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრებიევროპის საფეხბურთო ჩემპიონატი 2024ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატიგიორგი ქოჩორაშვილიგურამ კაშიაპორტუგალიაგიორგი ჩაკვეტაძესპეციალური:ძიებაგიორგი გველესიანი (ფეხბურთელი)ზურიკო დავითაშვილიოთარ კიტეიშვილიფეხბურთის წესებიკატეგორია:ქართული გვარებიმსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატილუკა ლოჩოშვილისაქართველოოთარ კაკაბაძესაქართველოს სახელმწიფო ჰიმნიჯაბა კანკავაქვეყნების სიაპენალტი (ფეხბურთი)ფეხბურთიპორტუგალიის ეროვნული საფეხბურთო ნაკრებიანზორ მექვაბიშვილისეტყვაკელნინონა გაფრინდაშვილიდინამო თბილისი (საფეხბურთო კლუბი)რონალდო