კეიტ ბოსუორთი

კეთრინ ენ „კეიტ“ ბოსუორთი[1] (ინგლ. Kate Bosworth; დ. 2 იანვარი, 1983) — ამერიკელი კინომსახიობი. ბოსუორთმა მონაწილეობა მიიღო ტელესერიალში „ახალგაზრდა ამერიკელები“, სადაც შეასრულა ბელა ბენქსის როლი.[2] 2002 წელს ითამაშა ფილმში „ცისფერი სიამოვნება“, რის შემდეგ პოპულარობა მოიპოვა. ერთი წლის შემდეგ ბოსუორთმა როლი მიიღო ფილმში „უონდერლენდი“, სადაც მისი პარტნიორი გახდა ველ კილმერი, ხოლო 2006 წელს კევინ სპეისისთან ერთად ითამაშა ფილმში „ზღვასთან“. 2008 წლის იანვარში ბოსუორთი გახდა ამერიკული დიზაინ-სტუდიის Calvin Klein-ის სახე.

კეიტ ბოსუორთი

კეიტ ბოსუორთი 2012 წელს
დაბადების სახელი კეთრინ ენ ბოსუორთი
დაბადების თარიღი 2 იანვარი, 1983
ლოს-ანჟელესი, კალიფორნია
საქმიანობა მსახიობი
აქტიური 1997–დღემდე

ბიოგრაფია

რედაქტირება

კეიტ ბოსუორთი დაიბადა 1983 წლის 2 იანვარს, კალიფორნიის შტატის ქალაქ ლოს-ანჯელესში, დედამისის — დიასახლისის პატრისიის და მამამისის — ყოფილი ტოპ-მენეჯერის ჰაროლდ ბოსუორთის ოჯახში.[3][4] ექვსი წლის ასაკში ოჯახმა დატოვა სან-ფრანცისკო. ჰაროლდ ბოსუორთის სამსახურის გამო ოჯახს ხშირად უწევდა მოგზაურობა ქვეყანაში.[3] კეიტი ძირითადად გაიზარდა აშშ-ის აღმოსავლეთ სანაპიროზე (მასაჩუსეტსისა და კონექტიკუტის შტატებში).[3] ბოსუორთი ყოველთვის იყო დაინტერესებული საცხენოსნო სპორტით.[3][5] იგი დაიბადა ჰეტეროქრომიით, რის გამოც მარჯვენა თვალი ყავისფერი აქვს, ხოლო მარცხენა თვალი — ცისფერი ფერის.[6]

ბოსუორთის კინოდებიუტი შედგა 1998 წელს ფილმში „ცხენების მომთვინიერებელი“, რომელიც კინოკრიტიკოსებმა დადებითად შეაფასეს.[7] 2000 წელს როლი მიიღო ტელესერიალში „ახალგაზრდა ამერიკელები“, თუმცა მომდევნო ხანში სერიები გაუქმდა.[6] იმავე წელს მცირე როლი მიიღო ფილმში „ტიტანების გახსენება“.[2] 2001 წელს ბოსუორთი საცხოვრებლად გადადის ლოს-ანჟელესში. 2002 წელს გადაიღეს ფილმში „ცისფერი ტალღა“. ამერიკელმა კინოკრიტიკოსმა პიტერ ტრევერსმა ფილმი დადებითად შეაფასა და აღნიშნა, რომ „ბოსუორთი არის ჩამოყალიბების პროცესში მყოფი ვარსკვლავი..“.[8] საერთო ჯამში ფილმს დადებითად შეხვდნენ და აშშ-ში ფილმმა მოაგროვა $40 მილიონი აშშ დოლარი.[9] „ცისფერი სიამოვნება“-ში წარმატებული როლის შესრულების შემდეგ ბოსუორთმა ითამაშა ფილმებში „სექსის წესები“ (2002) და „უონდერლენდი“ (2003).

2004 წელს მთავარი როლი მიიღო ფილმში „შეხვედრა ვარსკვლავთან“, რომელიც გაკრიტიკდა და ამასთანავე ფინანსურად წარუმატებელი აღმოჩნდა. ამავე წელს განასახიერა სანდრა დის სახე ფილმში „ზღვასთან“, რომელმაც კინოკრიტიკოსების მხრიდან შერეული აღიარება მიიღო, ამასთანავე ფინანსური თვალსაზრისით მარცხი განიცადა. ბოსუორთი იყო Revlon-ის სახე, ხოლო FHM-ის გამოკითხვაში „მსოფლიოს ყველაზე სექსუალური ქალები“ — დაიკავა მე-60 ადგილი.[10]

2006 წელს ბოსუორთმა როლი მიიღო ფილმში „სუპერმენის დაბრუნება“,[11] რომელიც ძირითადად დადებითად შეფასდა.[12] ამავე წელსვე სიგურნი უივერთან ერთად როლი შეასრულა ფილმში „გოგონა პარკში“. სხვა ფილმებიდან აღსანიშნავია: „21“ და „მეომრის გზა“. არის ნებაყოფლობითი ორგანიზაციის Appalachia Service Project-ის წევრი.[13]

2002-2006 წლებში ბოსუორთი ხვდებოდა მსახიობ ორლანდო ბლუმს.[6][14][15] 2006-2009 წლებში ხვდებოდა ჯეიმზ რუსოს, რომელმაც ბოსუორთისთვის დაწერა სიმღერა „To Make You Mine“. ურთიერთობაში იმყოფებოდა აგრეთვე მსახიობთან ალექსანდრე სკარსგორდთან.[16]. კეიტ ბოსუორთი ქორწინებაში იმყოფება მაიკლ პოლიშთან.[17]

ფილმოგრაფია

რედაქტირება
ფილმოგრაფია
წელისახელწოდებაროლიშენიშვნა
1997მეშვიდე ცასტუდენტიეპიზოდი: "ვინ იფიქრებდა?"
ეპიზოდი: "ვინ ლაპარაკობს?"
1998ცხენების მომთვინიერებელიჯუდითი
2000ახალჩამოსულებიკორტნი დოჰერტი
2000ტიტანების გახსენებაემა ჰოიტი
2000ახალგაზრდა ამერიკელებიბელა ბენქსი8 ეპიზოდი
2002ცისფერი ტალღაენ მარი ჩედვიკი
2002სექსის წესებიკელი
2003უონდერლენდიდაუნ შილერი
2004შეხვედრა ვარსკვლავთანროზალი ფატჩი
2004ზღვასთანსანდრა დი
2005ფუტკრების სეზონიჩალი
2006სუპერმენის დაბრუნებალოის ლეინი
2007გოგონა პარკშილუიზა
200821ჯილი
2010მკვდარი ცუდი ობერტონებიმოკლემეტრაჟიანი ფილმი
2010სულელებიმერჯიმოკლემეტრაჟიანი ვიდეო
2010მეომრის გზალინი
2011პატარა ჩიტებიბონი მიულერი
2011ნათესავებიალისა
2011საუკეთესო მეგობრები და ბავშვიდინა
2011თივის ძაღლებიემი სამერი
2012კინო 43არლენი
2013შიდა ფრონტიკესი ბოდინი
2014ჯერ კიდევ ელისიანა ჰოულანდ-ჯოუნზი
2015ამნეზიურიჰილარი
2015სიცოცხლე ზღვარზებეილი
201590 წუთი სამოთხეშიევა პაიპერი
2015ძარცვასიდნი სილვა
2016სანამ გავიღვიძებჯესი
2017სტივ მაკ-კუინის ძებნა

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:
  1. Her middle name is "Ann" rather than "Anne". State of California. California Birth Index, 1905-1995. Center for Health Statistics, California Department of Health Services, Sacramento, California. Lists Catherine Ann Bosworth born January 2, 1983 in Los Angeles, California. At Ancestry.com
  2. 2.0 2.1 Hello Magazine Filmography — Kate Bosworth. Hello Magazine. ციტირების თარიღი: 2008-07-29.
  3. 3.0 3.1 3.2 3.3 Hello Magazine Profile — Kate Bosworth. Hello Magazine. ციტირების თარიღი: 2008-07-29.
  4. Coleman, Sandy (2002-09-01). „THREAT OF BRUSH FIRES REMAINS“. Boston Globe. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-01-13. ციტირების თარიღი: 2010-09-02. დამოწმებას აქვს ცარიელი უცნობი პარამეტრ(ებ)ი: |coauthors= (დახმარება)
  5. Bosworth Gives Up Her Horse Riding Dream. ContactMusic. ციტირების თარიღი: July 7, 2006.
  6. 6.0 6.1 6.2 Kate Bosworth. People.com. ციტირების თარიღი: July 25, 2011.
  7. Horse Whisperer, The (1998): Reviews. Metacritic (1998-05-15). ციტირების თარიღი: 2009-08-12.
  8. Travers, Peter (2002-09-05). „Blue Crush“. Rolling Stone. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2008-05-27. ციტირების თარიღი: 2009-08-12.
  9. Business Data for Blue Crush (2002). IMDB.com. ციტირების თარიღი: May 25, 2006.
  10. Soriano, César G. (2005-03-23). „Jolie sizzles atop 'FHM' sexiest list“. USA Today. ციტირების თარიღი: 2008-07-29.
  11. Kate Bosworth is the New Lois Lane in "Superman Returns. clickthecity.com (2006-06-09). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-07-24. ციტირების თარიღი: 2007-08-17.
  12. Superman Returns (2006): Reviews. Metacritic (2006-06-28). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2007-09-21. ციტირების თარიღი: 2008-11-14.
  13. Kate Bosworth Biography. Celebrity Elle. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-07-15. ციტირების თარიღი: 2008-07-29.
  14. Love At First Sight For Bloom. ContactMusic. ციტირების თარიღი: July 6, 2006.
  15. Orlando Bloom, Kate Bosworth Split Up. People (2005-01-31). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-04-05. ციტირების თარიღი: 2008-07-29.
  16. Alexander Skarsgard and Kate Bosworth Split : People.com. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-12-09. ციტირების თარიღი: 2012-01-22.
  17. Kate Bosworth: Married to Michael Polish!.
🔥 Top keywords: მთავარი გვერდიგიორგი მამარდაშვილიესპანეთის ეროვნული საფეხბურთო ნაკრებიევროპის საფეხბურთო ჩემპიონატიგიორგი მიქაუტაძებუდუ ზივზივაძეევროპის საფეხბურთო ჩემპიონატი 2024ხვიჩა კვარაცხელიაკრიშტიანუ რონალდუსაქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრებიმსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატივილი სანიოლისპეციალური:ძიებაგიორგი გველესიანი (ფეხბურთელი)დისლექსიალიონელ მესიესპანეთიგიორგი ჩაკვეტაძეკატეგორია:ქართული გვარებისლოვაკეთიგიორგი ქოჩორაშვილისაქართველოს სახელმწიფო ჰიმნიფეხბურთის წესებიგურამ კაშიაპეტრე-პავლობის მარხვასაქართველომიხეილ მესხის სტადიონიოთარ კიტეიშვილიევროპის საფეხბურთო ჩემპიონატი 2020ზურიკო დავითაშვილიფეხბურთითამაშგარესაქართველოს სახელმწიფო დროშაესპანეთის დროშასლოვენიაავტოგოლილუკა ლოჩოშვილინაჩო (ფეხბურთელი)პორტუგალია