ტერმინს „კლდე“ აქვს სხვა მნიშვნელობებიც, იხილეთ კლდე (მრავალმნიშვნელოვანი).

კლდე — მთის დაქანებული ქვიანი გვერდობი, ან განცალკევებული გეოლოგიური წარმონაქმნი ციცაბო ფერდობებითა და წვეტიანი შვერილებით.[1] წარმოადგენს ქვის ლოდს, რომელიც ჩვეულებრივ დაგვირგვინებულია წაწვეტებული მწვერვალებით. უმაღლეს მცენარეულობას მოკლებულია. ზოგჯერ გვხვდება ხავსები, წყალმცენარეები და ლიქენები. ხშირად კლდე მნიშვნელოვნად არის დაშორებული ზღვასა და ოკეანეს; წარმოქმნის სანაპიროს, ან აზიდულია წყლის ზედაპირზე. აღსანიშნავია ეგრეთ წოდებული ხუჭუჭა კლდეები — კლდოვანი შვერილების კომპლექსი,[2] ან ვერძის შუბლები. ზღვის ტალღების მოქმედებით წარმოქმნილ აბრაზიულ ფლატეს კლიფი ეწოდება. მნიშვნელოვანია აგრეთვე ბუნებრივი თაღები. მაგალითად, აღსანიშნავია შამანკის კლდე ბაიკალის ტბაზე, სადაც ამასთანავე მღვიმეა გამომუშავებული. საქართველოში მნიშვნელოვანია კაცხის სვეტი — შთენილი კლდე სოფელ კაცხში. სვეტის ზედა ბაქანზე დგას ორი მცირე ზომის ეკლესია. მისი სიმაღლე 40 მეტრია.[3]

კლდე
🔥 Top keywords: დიდგორის ბრძოლამთავარი გვერდიგიორგი მიქაუტაძეარდა გიულერიგიორგი ქოჩორაშვილიევროპის საფეხბურთო ჩემპიონატი 2024სპეციალური:ძიებაევროპის საფეხბურთო ჩემპიონატიბუდუ ზივზივაძეგიორგი მამარდაშვილისაქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრებიალბანეთიფეხბურთის წესებიკატეგორია:ქართული გვარებიკრიშტიანუ რონალდუხვიჩა კვარაცხელიავილი სანიოლიგიორგი ჩაკვეტაძედავით ყიფიანითურქეთისაქართველოქვეყნების სიათურქეთის ეროვნული საფეხბურთო ნაკრებიმამის დღესაბა საზონოვილიონელ მესიმსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატითამარ მეფეხორვატიასაქართველოს სახელმწიფო ჰიმნიგერმანიადავით IV აღმაშენებელიმეორე მსოფლიო ომიგურამ კაშიაჩუტყვავილაზურიკო დავითაშვილითამაშგარეილია ჭავჭავაძებორის პაიჭაძე