მარინერ

„მარინერ“ (ინგლ. Mariner — „მეზღვაური“) — ვენერასა და მარსის კვლევისათვის გათვალისწინებული ამერიკის ავტომატური საპლანეტათშორისო სადგურების სერიის სახელწოდება, მათი მომზადება- გაშვების პროგრამა.

1962 წელს „მარინერ-1“-ის გაშვება

„მარინერ-1“ და „მარინერ-2“ მთვარის ძველი აპარატების „რეინჯერის“ ბაზაზე შეიქმნა. „მარინერზე“ განლაგებულია რადიოტექნიკური და საპროგრამო მოწყობილობანი, ორიენტაციის, სტაბილიზაციის, თერმორეგულირების სისტემები, ენერგეტიკული და მაკორექტირებელი დანადგარები, სატელევიზიო კამერები, სამეცნიერო აპარატურა: მაგნიტომეტრი, საიონიზაციო კამერა, მზისიერი პლაზმისა და მეტეორული ნაწილაკების დეტექტორები, ულტრაიისფერი ფოტომეტრი, მაზონდირებელი მიმღები, „მარინერის“ ბოლო ნიმუშებზე არის აგრეთვე ულტრაიისფერი და ინფრაწითელი სპექტრომეტრები, რადიომეტრი და სხვა. „მარინერის“ გაშვება ხდება „ატლას-აჯენა“ და „ატლას-ცენტავრის“ ტიპის რაკეტა მატარებლებით.

სახელწოდებაგაშვების თარიღიმასა (კგ)ფრენის მიზანიფრენის შედეგი
„მარინერ-1“22 ივლისი, 1962202,7ვენერას კვლევარაკეტა-მატარებელი კურსიდან გადაიხარა და ამიტომ ააფეთქეს.
„მარინერ-2“27 აგვისტო, 1962202,7ვენერას კვლევა1962 წლის 14 დეკემბერს გაიფრინა ვენერასთან 34600 კმ მანძილზე და გახდა მზის ხელოვნური თანამგზავრი.
„მარინერ-3“5 ნოემბერი, 1964260,8მარსის კვლევასტარტიდან 10 საათის შემდეგ „მარინერ-3“-თან კავშირი შეწყდა. გახდა მზის ხელოვნური თანამგზავრი.
„მარინერ-4“28 ნოემბერი, 1964260,8მარსის კვლევა1965 წლის 15 ივლისს გაიფრინა მარსთან 9850 კმ მანძილზე და გახდა მზის ხელოვნური თანამგზავრი. მასთან კავშირი შენარჩუნებული იყო 1967 წლის 20 დეკემბრამდე.
„მარინერ-5“14 ივნისი, 1967245ვენერას კვლევა1967 წლის 19 ოქტომბრამდე გაიფრინა ვენერასთან 3990 კმ მანძილზე და გახდა მზის ხელოვნური თანამგზავრი. მასთან კავშირი შენარჩუნებული იყო 1967 წლის 22 ნოემბრამდე.
„მარინერ-6“24 თებერვალი, 1969412,8მარსის კვლევა1969 წლის 31 ივლისს გაიფრინა მარსთან 3430 კმ მანძილზე და გახდა მზის ხელოვნური თანამგზავრი.
„მარინერ-7“27 მარტი, 1969412,8მარსის კვლევა1969 წლის 5 აგვისტოს გაიფრინა მარსთან 3430 კმ მანძილზე და გახდა მზის ხელოვნური თანამგზავრი.
„მარინერ-8“8 მაისი, 19711000მარსის კვლევარაკეტა-მატარებელი მწყობრიდან გამოვიდა და ჩავარდა ატლანტის ოკეანეში.
„მარინერ-9“30 მაისი, 19711000მარსის კვლევა1971 წლის 13 ნოემბერს გახდა მარსის პირველი ხელოვნური თანამგზავრი. აქედან 1972 წლის 27 ოქტომბრამდე გადაიღო მარსის ზედაპირის 7329 ფოტოსურათი, აგრეთვე მარსის თანამგზავრების —ფობოსისა და დეიმოსის სურათები.
„მარინერ-10“3 ნოემბერი, 1973500ვენერასა და მერკურის კვლევა1974 წლის 5 თებერვალს გაიფრინა ვენერასთან 5700 კმ მანძილზე. გაიფრინა მერკურთანაც 740 კმ (29 მარტი, 1974) და 320 კმ (16 მარტი, 1975) მანძილებზე, გადაიღო ამ პლანეტის ზედაპირის 57%-ის სურათები.

ლიტერატურა

რედაქტირება
🔥 Top keywords: მთავარი გვერდისტუმარ-მასპინძელინუგზარ წურწუმიაბუდუ ზივზივაძესპეციალური:ძიებაგიორგი მამარდაშვილიდისლექსიაგიორგი გველესიანი (ფეხბურთელი)გიორგი მიქაუტაძეკატეგორია:ქართული გვარებიგურამ კაშიაგიორგი ქოჩორაშვილიხვიჩა კვარაცხელიადიდოსტატის კონსტანტინეს მარჯვენაგრიგოლ ხანძთელის ცხოვრებაკრიშტიანუ რონალდუსაქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრებიჯაყოს ხიზნებიგიორგი ჩაკვეტაძემეტაფორაგამზრდელი (პოემა)ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატი 2024გრიგოლ ხანძთელიალუდა ქეთელაურილექსი ვეფხისა და მოყმისაეპითეტიხევისბერი გოჩაევროპის საფეხბურთო ჩემპიონატიქეთევან მაღალაშვილიბახტრიონი (პოემა)აბო თბილელის წამებაჰიპერბოლა (ენა)მსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატიშუშანიკის წამებანიკა კვეკვესკირივილი სანიოლიზურიკო დავითაშვილიპეტრე-პავლობის მარხვაილია ჭავჭავაძე