მისტეკები

მიჰტეკები (ესპ. Mixtecos) — ძველი მესოამერიკული ერი, მექსიკის შტატ ოახაკასა და მის ჩრდილოეთით მდებარე შტატებში დასახლებული. დასახელება „მიჰტეკები“ ნაუატლიდან თარგმანში ნიშნავს „ერი ღრუბლების ქვეყნიდან“. საერთო რაოდენობა — დაახლოებით 270 ათასი ადამიანი. საუბრობენ მიჰტეკურ ენაზე, ასევე გავრცელებულია ესპანური ენა.

მიჰტეკების ფირუზის ნიღაბი მონტე-ალბანადან
მიჰტეკების დამწერლობის მაგალითი

მიჰტეკები იყვნენ მაღალგანვითარებული კოლუმბამდელი კულტურის მატარებლები სამხრეთ მექსიკაში. VII საუკუნეში მიჰტეკებმა თავიანთი კულტურის აყვავებას მიაღწიეს. ისინი ცნობილნი იყვნენ ხშირი ომებით საპოტეკების წინააღმდეგ. 1455 წელს მიჰტეკები აცტეკებმა დაიპყრეს.

მიჰტეკები მარჯვე ხელოსნები იყვნენ, მათი ნაკეთობები ძვირად ფასობდნენ მეზობელ ქვეყნებში. ისინი აწარმოებდნენ ნათელი საღებავებით შეღებილ კერამიკის ნაკეთობებს, ქმნიდნენ ძვირფას ფირუზის მოზაიკებს და იყვნენ მეტალის დამუშავების ოსტატები. მრავალრიცხოვანი არტეფაქტების ნამარხები, რომლებიც მოწმობდნენ მეტალების დამუშავების მაღალ ოსტატობაზე, აღმოაჩინეს მონტე-ალბანში. მიჰტეკების კულტურული გავლენა გავრცელდა ჩოლულაშიც. მიჰტეკებს ჰქონდათ საკუთარი იდეოგრაფიული დამწერლობა.

ლიტერატურა

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
🔥 Top keywords: კრიშტიანუ რონალდუგიორგი მამარდაშვილიგიორგი მიქაუტაძემთავარი გვერდიპორტუგალიაბუდუ ზივზივაძეევროპის საფეხბურთო ჩემპიონატი 2024ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატიხვიჩა კვარაცხელიავილი სანიოლისაქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრებილიონელ მესისპეციალური:ძიებაესპანეთის ეროვნული საფეხბურთო ნაკრებილომისაფეხბურთის წესებიპორტუგალიის ეროვნული საფეხბურთო ნაკრებიგიორგი ქოჩორაშვილიკატეგორია:ქართული გვარებიალავერდიგიორგი ჩაკვეტაძექარბორბალაგურამ კაშიასაქართველოსაქართველოს სახელმწიფო ჰიმნიმსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატიფეხბურთიგიორგი გველესიანი (ფეხბურთელი)ზურიკო დავითაშვილიოთარ კიტეიშვილიქვეყნების სიანონა გაფრინდაშვილი26 ივნისიევროპის საფეხბურთო ჩემპიონატი 2016გელზენკირხენირონალდოდიდგორის ბრძოლასაქართველოს სახელმწიფო დროშაოთარ კაკაბაძე