მოდილიანი (ფილმი)

მოდილიანი (ინგლ. Modigliani) — რეჟისორ მიკ დეივისის ბიოგრაფიული დრამა, მოგვითხრობს XX საუკუნის დასაწყისში ცნობილ მხატვარ ამედეო მოდილიანის ცხოვრებასა და შემოქმედებას. მთავარ როლს ასრულებს ენდი გარსია. 18 წლამდე ასაკის მოზარდებისთვის ფილმის ყურება არ არის რეკომენდებული.

„მოდილიანი
Modigliani“
ჟანრი დრამა
რეჟისორი მიკ დეივისი
პროდიუსერი ფილიპ მარტინესი
სცენარის ავტორი მიკ დეივისი
როლებში ენდი გარსია
ელზა ზილბერშტაინი
იპოლიტე ჟირარდო
ომიდ ჯალილი
ლენს ჰენრიქსენი
ევა გერციგოვა
კომპოზიტორი გაი ფარლი
ოპერატორი ემანუელ კადოში
დისტრიბუტორი Bauer Martinez Studios
გამოსვლის თარიღი 2004
ხანგრძლივობა 128 წუთი
ქვეყანა დროშა: ამერიკის შეერთებული შტატები აშშ
დროშა: გაერთიანებული სამეფო გაერთიანებული სამეფო
დროშა: გერმანია გერმანია
დროშა: რუმინეთი რუმინეთი
დროშა: საფრანგეთი საფრანგეთი
იტალიის დროშა იტალია
ენა ინგლისური
ბიუჯეტი 12 მილიონი აშშ დოლარი
ყურადღება!  ქვემოთ მოყვანილია სიუჟეტის და/ან დასასრულის დეტალები.

1919 წელი. ომი დასრულდა და ღამის პარიზის ცხოვრება სავსეა ვნებებით და უკონტროლო სურვილებით. კაფე „როტონდა“, მხატვრების ელიტის შტაბ-ბინა, ჩვენ ვხედავთ მაგიდას, რომელსაც ისტორიაში ანალოგი არ ჰყავს: მის გარშემო სხედან პიკასო, რივერა, კოკტო, სუტინი, უტრილო და მოდილიანი.

ფილმი მოგვითხრობს მოდილიანისა და პიკასოს შორის სასოწარკვეთილ და სასტიკ მეტოქეობაზე. პიკასო უკვე დიდების სხივებში ბანაობს, როცა, ამავე დროს მოდილიანი — მეამბოხე, ფიცხი საყვარელი და მწარე ლოთი — ჯერ პრაქტიკულად არავისთვისაა ცნობილი. ამიტომ როდესაც კაფეში გამოცხადდება სენსაციური სამხატვრო კონკურსი, პიკასო და მოდილიანი ასევე გადაწყვეტენ მონაწილეობა მიიღონ მასში. თუმცა მოდილიანის არა მხოლოდ პიკასოსთან მეტოქეობა უბიძგებს მონაწილეობის მიღებაში — არამედ მისთვის ეს იშვიათი შანსია გახდეს მდიდარი და ცნობილი. მისმა ვნებიანმა სიყვარულმა ახალგაზრდა და ლამაზ ჟანა ებიუტერნისადმი უკვე შეაშფოთა მაღალი საზოგადოების სამყარო, და სიღარიბე აუარესებს მას როდესაც ისედაც რთული ურთიერთობა აქვს ჟანას მშობლებთან.

მსახიობიროლი
ენდი გარსიაამედეო მოდილიანი
ელზა ზილბერშტაინიჟანა ებიუტერნი
იპოლიტე ჟირარდომორის უტრილო
ომიდ ჯალილიპაბლო პიკასო
ლენს ჰენრიქსენიფოსტერ კანე
ევა გერციგოვაოლგა ხოხლოვა
უდო კირიმაქს ჟაკობი
პეტერ კაპალდიჟან კოქტო
დენ ასტილენიუდიეგო რივერა
სტეფან რიმკუსიჰაიმ სუტინი
ლუის ჰილპერილეოპოლდ ზბოროვსკი

იხილეთ აგრეთვე

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
🔥 Top keywords: მთავარი გვერდისტუმარ-მასპინძელინუგზარ წურწუმიაბუდუ ზივზივაძესპეციალური:ძიებაგიორგი მამარდაშვილიდისლექსიაგიორგი გველესიანი (ფეხბურთელი)გიორგი მიქაუტაძეკატეგორია:ქართული გვარებიგურამ კაშიაგიორგი ქოჩორაშვილიხვიჩა კვარაცხელიადიდოსტატის კონსტანტინეს მარჯვენაგრიგოლ ხანძთელის ცხოვრებაკრიშტიანუ რონალდუსაქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრებიჯაყოს ხიზნებიგიორგი ჩაკვეტაძემეტაფორაგამზრდელი (პოემა)ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატი 2024გრიგოლ ხანძთელიალუდა ქეთელაურილექსი ვეფხისა და მოყმისაეპითეტიხევისბერი გოჩაევროპის საფეხბურთო ჩემპიონატიქეთევან მაღალაშვილიბახტრიონი (პოემა)აბო თბილელის წამებაჰიპერბოლა (ენა)მსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატიშუშანიკის წამებანიკა კვეკვესკირივილი სანიოლიზურიკო დავითაშვილიპეტრე-პავლობის მარხვაილია ჭავჭავაძე