მონტე-კარლო

მონტე-კარლო (ფრანგ. Monte Carlo) — მონაკოს ერთ-ერთი რაიონი, რომელიც შეცდომით მიაჩნიათ როგორც ქალაქი და ხშირად მონაკოს დედაქალაქი.

ქალაქი
მონტე-კარლო
ფრანგ. Monte Carlo

ქალაქის ხედი
ქვეყანა მონაკოს დროშა მონაკო
კოორდინატები 43°44′23″ ჩ. გ. 7°25′38″ ა. გ. / 43.73972° ჩ. გ. 7.42722° ა. გ. / 43.73972; 7.42722
დაარსდა 1866
ფართობი 0.28146 კმ²
ეროვნული შემადგენლობა ფრანგები, იტალიელები, მონეგასკები
სასაათო სარტყელი UTC+1
საფოსტო ინდექსი 98000
საავტომობილო კოდი MC
მონტე-კარლო — მონაკო
მონტე-კარლო

მონტე-კარლო ცნობილია კაზინოებითა და აზარტული თამაშებით. მუდმივი მოსახლეობა დაახლოებით 15 000 ადამიანია. მონტე-კარლო მოიცავს არა მარტო საკუთარ ტერიტორიას, სადაც განთავსებულია ცნობილი სამორინეLe Grand Casino“, არამედ სენტ-მიშელისა და სენტ-რომანის გარკვეულ ტერიტორიას.

ქალაქი დაარსდა 1866 წელს. მონტე-კარლო მომდინარეობს იტალიური სიტყვიდან, რაც „ჩარლზის მთას“ ნიშნავს. მთას, რომელზეც რაიონია გაშენებული, სახელი პრინც ჩარლზ III-ის პატივსაცემად ეწოდა.

მონტე-კარლო ბევრ ფილმსა თუ სატელევიზიო სერიალში ფიგურირებს. მაგალითად 1930 წელს გადაღებული ამერიკული ფილმი „მონტე-კარლო“.

მონტე-კარლოშია მონაკოს წრის უდიდესი ნაწილი, რომელზედაც იმართება ფორმულა 1-ის რბოლები მონაკოს გრანპრის განმავლობაში. მონტე-კარლო ასევე მასპინძლობს მსოფლიო ჩემპიონატებს ბოქსში, ევროპული პოკერტურის ფინალს და მსოფლიოს ნარდის ჩემპიონატს. აგრეთვე მოდის ჩვენებებს და სხვა მოვლენებს.

წლიური ამინდი — მონტე-კარლო
თვეიანთებმარაპრმაიივნივლაგვსექოქტნოედეკწელი
საშუალო მაღალი °F (°C)55 (13)55 (13)58 (14)61 (16)67 (19)74 (23)79 (26)80 (27)75 (24)68 (20)61 (16)56 (13)67 (19)
საშუალო დღიური °F (°C)
საშუალო დაბალი °F (°C)42 (6)43 (6)46 (8)49 (9)56 (13)62 (17)67 (19)68 (20)63 (17)56 (13)48 (9)43 (6)55 (13)
ნალექი დუიმი (მმ)3.5 (88.9)3 (76.2)2.9 (73.7)2.9 (73.7)2.5 (63.5)1.9 (48.3)1.5 (38.1)0.7 (17.8)1.2 (30.5)2.6 (66)4.4 (111.8)4.6 (116.8)31,7 (805,2)
წყარო: {{{source}}} {{{accessdate}}}
მონტე-კარლოს პანორამა სამეფო სასახლიდან

ცნობილი მაცხოვრებლები

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:
  1. Squires, Nick (29 January 2013). 'Most beautiful woman in the world' Gina Lollobrigida in bizarre fake marriage plot“. The Daily Telegraph. დაარქივებულია ორიგინალიდან — 24 სექტემბერი 2015. ციტირების თარიღი: 6 მაისი 2016.
  2. World Entertainment News Network. Ringo Moves To Monte Carlo To Avoid Tax Laws. Contactmusic.com.
🔥 Top keywords: