მსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატი 2014: ფინალი

მსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატი 2014: ფინალიმუნდიალი 2014-ის ფინალური ტურნირის დასკვნითი მატჩი. გაიმართა 13 ივლისს. გერმანიამ დაამარცხა არგენტინა 1-0. მატჩის ერთადერთი გოლი გაიტანა მარიო გეცემ, დამატებით დროში. გეცემ, რომელიც შეცვლაზე შევიდა, მიიღო ასევე შეცვლაზე შესული შურლეს პასი მარცხენა ფლანგიდან, მიიღო მკერდზე და მარცხენა ფეხით გაიტანა გოლი.

მსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატი 2014
ტურნირი ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატი 2014
დ.დ
თარიღი 13 ივლისი 2014
არენა მარაკანა, რიო დე ჟანეირო
საუკეთესო ფეხბურთელი მარიო გეცე გერმანიის დროშა
მსაჯი ნიკოლა რიცოლი (იტალია)
დასწრება 74 738
ამინდი ნაწილობრივ მოღრუბლული
ტენიანობა 65%
2010
2018
The final at the Maracanã

გერმანია ფინალში ასპარეზობდა მერვეჯერ, ხოლო არგენტინა მეხუთეჯერ. გერმანიას ჰქონდა ჩემპიონის სამი ტიტული, ხოლო არგენტინას — ორი. ეს იყო მესამე ფინალი, რომელიც არგენტინა-გერმანიას შორის გათამაშდა. მატჩი მონათლული იყო მსოფლიოს როგორც საუკეთესო ფეხბურთელისა (მესი) და საუკეთესო გუნდის (გერმანია) დაპირსპირება.[1][2]

გერმანიამ მეოთხედ მოიგო ჩემპიონატი, რითაც დაეწია იტალიას. ამასთან ეს იყო გერმანიის პირველი ტიტული გაერთიანების (1990) შემდეგ და ასევე პირველი შემთხვევა, როცა ევროპულმა გუნდმა მოიგო ჩემპიონატი ამერიკაში.

წინა შეხვედრები

რედაქტირება

ამ ორ გუნდს შორის აქამდე 20 შეხვედრა იყო გამართული, აქედან 9 მოიგო არგენტინამ, 6 გერმანიამ და 5 დასრულდა ფრედ. გუნდები ექვსჯერ შეხვდნენ ერთმანეთს მსოფლიო შემპიონატზე, ხოლო ორჯერ ფინალში. ერთი ფინალი არგენტინას ჰქონდა მოგებული, ერთი კი გერმანიას. ეს შეხვედრა იყო ზედიზედ მესამე შეხვედრა ამ გუნდებისა მსოფლიო თასებზე. გერმანია და არგენტინა ერთმანეთს შეხვდნენ 2006 და 2010 წლებშიც, ორივეჯერ მეოთხედინალურ ეტაპზე და ორივეჯერ გერმანიამ მოიგო.

წინა მატჩები მსოფლიო ჩემპიონატზე
  • მუნდიალი 1958, ჯგუფი 1, გერმანიამ დაამარცხა არგენტინა 3–1.
  • მუნდიალი 1966,ჯგუფი 2, მატჩი დასრულდა ფრედ, 0-0. მატჩი გამოირჩეოდა არგენტინელთა უხეშობით გერმანელების წინააღმდეგ.
  • მუნდიალი 1986, ფინალი, მარადონას არგენტინამ მოუგო გერმანიას 3–2 და მოიგო მეორე და ჯერჯერობით უკანასკნელი ტიტული.
  • მუნდიალი 1990, ფინალი, გუნდები ზედიზედ მეორედ შეხვდნენ ერთმანეთს მუნდიალის ფინალში. ამჯერად გერმანიამ მოიგო არგენტინა 1–0 და მესამედ მოიპოვა ტიტული. ამ თამაშში მსაჯმა ორი არგენტინელი გააძევა და გერმანიის სასარგებლოდ დანიშნა საეჭვო პენალტი, რომლიდანაც იქნა ერთადერთი გოლი გატანილი.
  • მუნდიალი 2006, მეოთხედფინალი, მატჩი 1-1 დასრულდა, პენალტების სერიაში 4-2 მოიგო გერმანიამ.
  • მუნდიალი 2010, მეოთხედფინალი, გერმანიამ დაამარცხა მარადონას გაწვრთნილი არგენტინა 4-0

ფეხბურთელები

რედაქტირება

ფეხბურთელები, რომლებიც ამ ორი გუნდის წინა შეხვედრებში მონაწილეობდნენ:

2006
2010

კლოზემ გაიტანა ერთი 2006 და ორი 2010 წელს, ხოლო მიულერმა გაიტანა პირველი გოლი 2010 წლის მატჩში. იოახიმ ლევი იყო მწვრთნელის ასისტენტი 2006 წელს და მთავარი მწვრთნელი 2010 და 2014 წლებში.

გზა ფინალამდე

რედაქტირება
გერმანიარაუნდიარგენტინა
ოპონენტიშედეგიჯგუფური ეტაპიოპონენტიშედეგი
 პორტუგალია4–01-ლი ტური  ბოსნია და ჰერცეგოვინა2–1
 განა2–2მე-2 ტური  ირანი1–0
 აშშ1–0მე-3 ტური  ნიგერია3–2
ჯგუფი G-ის გამარჯვებული
გუნდიგატგაშსხვ
 გერმანია321072+57
 აშშ31114404
 პორტუგალია311147−34
 განა301246−21
ცხრილიჯგუფი F-ის გამარჯვებული
გუნდიგატგაშსხვ
 არგენტინა330063+39
 ნიგერია31113304
 ბოსნია და ჰერცეგოვინა31024403
 ირანი301214−31
ოპონენტიშედეგიპლეი-ოფიოპონენტიშედეგი
 ალჟირი2–1 (დ.დ.)მერვედფინალი  შვეიცარია1–0 (დ.დ.)
 საფრანგეთი1–0მეოთხედფინალი  ბელგია1–0
 ბრაზილია7–1ნახევარფინალი  ნიდერლანდები0–0 (დ.დ.) (4–2 პენ.)

მატჩის ბურთი

რედაქტირება

მატჩის ბურთი იყო Adidas Brazuca Final Rio, რომელიც ტექნიკურად იგივე იყო, როგორიც ტურნირის ბურთი Adidas Brazuca, მხოლოდ განსხვავებული სახელითა და ფერთა დიზაინით.

მატჩის მთავარი მსაჯი იყო იტალიელი ნიკოლა რიცოლი. მან ამავე ჩემპიონატზე განსაჯა ესპანეთი-ნიდერლანდების, ნიგერია-არგენტინის და არგენტინა-ბელგიის მატჩები. რიცოლი იყო ასევე მსაჯი 2010 წელს ევროპა ლიგის, ხოლო 2013 წელს ჩემპიონთა ლიგის ფინალებში. რიცოლი მესამე იტალიელი მსაჯია, რომელმაც მუნდიალის ფინალში იმსაჯა სერჯო გონელას (1978) და პიერლუიჯი კოლინას (2002) შემდეგ.

გეცეს გააქვს გამარჯვების გოლი

ორივე გუნდმა მატჩი დაიწყო იმავე შემადგენლობით, რომლითაც ნახევარფინალებში ითამაშეს. ეად სასტარტო შემადგენლობაში იყო კრისტოფ კრამერი. მაგრამ კრამერი დაშავდა პირველი ტაიმში და ის შურლემ შეცვალა.

არგენტინელ გონსალო იგუაინს ჰქონდა გოლის გატანის შანსი პირველივე ტაიმში. მან ბურთი ტონი კროოსის შეცდომის გამო მიიღო, მაგრამ კარს ააცილა. იგუაინმა მაინც გაიტანა გოლი, მაგრამ თამაშგარეს წესის გამო ის არ ჩაითვალა. პირველი ტაიმის ბოლოს გატანა შეეძლო გერმანელ მცველ ჰოვედესს, რომლის თავური დარტყმის შემდეგ ბურთი ძელს მოხვდა. მეორე ტაიმის დასაწყისში თავისი შანსი გააცუდა ლიონელ მესიმ. დამატებით დროში კიდევ ერთ არგენტინელ თავდამსხმელს, როდრიგო პალასიოს შეეძლო გაეტანა, მაგრამ მანაც ააცილა. დამატებითი დროის დასაწყისში საგოლე შანსი ჰქონდა შურლესაც. 113-ე წუთზე მატჩის ერთადერთი გოლი შეცვლაზე შესულმა გეცემ გაიტანა. მან შურლეს პასი მიიღო და მარცხენა ფეხით გაიტანა გოლი. ის გახდა შეცვლაზე შესული პირველი მოთამაშე, რომელმაც ჩემპიონატის გამარჯვების გოლი გაიტანა. დამატებითი დროის მიწურულს მესის ჰქონდა შანსი, გაეტანა საჯარიმო დარტყმიდან, მაგრამ მან ბურთი ხარიხას მოარტყა.

დეტალები

რედაქტირება
13 ივლისი 2014
16:00 UTC−3
გერმანია  1–0
(დ.დ.)
 არგენტინამარაკანა, რიო დე ჟანეირო
მაყურებელი: 74 738
მსაჯი: ნიკოლა რიცოლი (იტალია)
გეცე  113'ანგარიში
გერმანია
არგენტინა
GK1მანუელ ნოიერი
RB16ფილიპ ლამი
CB20ჟერომ ბოატენგი
CB5მატს ჰუმელსი
LB4ბენედიქტ ჰოვედესი 34'
CM23კრისტოფ კრამერი 31'
CM7ბასტიან შვაინშტაიგერი 29'
CM18ტონი კროოსი
RW13თომას მიულერი
LW8მესუთ ოზილი 120'
CF11მიროსლავ კლოზე 88'
შეცვლები:
DF2კევინ გროსკროიცი
DF3მათიას გინტერი
FW9ანდრე შურლე 31'
FW10ლუკას პოდოლსკი
GK12რონ-რობერტ ცილერი
MF14იულიან დრაქსლერი
DF15ერიკ დურმი
DF17პერ მერტეზაკერი 120'
MF19მარიო გეცე 88'
GK22რომან ვაიდენფელერი
MF6სამი ხედირა (დაშავებული)
DF21შხოდრან მუსტაფი (დაშავებული)
მწვრთნელი:
იოახიმ ლევი
GK1სერხიო რომერო
RB4პაბლო საბალეტა
CB15მარტინ დემიკელისი
CB2ესეკიელ გარაი
LB16მარკოს როხო
CM14ხავიერ მასკერანო 64'
CM6ლუკას ბილია
RW8ენცო პერესი 86'
LW22ესეკიელ ლავესი 46'
SS10ლიონელ მესი
CF9გონსალო იგუაინი 78'
შეცვლები:
DF3უგო კამპანიარო
MF5ფერნანდო გაგო 86'
MF7ანხელ დი მარია (დაშავებული)
MF11მაქსი როდრიგესი
GK12აგუსტინ ორიონი
MF13აუგუსტო ფერნანდესი
DF17ფედერიკო ფერნანდესი
FW18როდრიგო პალასიო 78'
MF19რიკარდო ალვარესი
FW20სერხიო აგუერო 65' 46'
GK21მარიანო ანდუხარი
DF23ხოსე მარია ბასანტა
მწვრთნელი:
ალეხანდრო საბელა

საუკეთესო მოთამაშე:
მარიო გეცე (გერმანია)

მთავარი მსაჯი:
ნიკოლა რიცოლი (იტალია)

თანამსაჯები:
რენატო ფავერანი (იტალია)
ანდრეა სტეფანი (იტალია)
მეოთხე მსაჯი:
კარლოს ვერა (ეკვადორი)
მეხუთე მსაჯი:
კრისტიან ლესკანო (ეკვადორი)

სტატისტიკა

რედაქტირება
გერმანიაარგენტინა
გოლი10
დარტყმა1010
დარტყმა კარში72
ბურთის ფლობა60%40%
კუთხურები53
ჯარიმა2016
თამაშგარეები32
სეივი26
ყვითელი ბარათები22
წითელი ბარათები00


 მსოფლიო ჩემპიონატის გამარჯვებული 

გერმანია
მეოთხე წოდება

რეაქცია ბრაზილიაში

რედაქტირება

არგენტინელებისა და ბრაზილიელების საფეხბურთო დაპირისპირების გამო, ადგილობრივები ფინალში გერმანიას გულშემატკივრობდნენ, მიუხედავად იმისა, რომ გერმანიამ ნახევარფინალში ბრაზილია 7-1 დაამარცხა. ამასთან, გერმენელები ღირსეულად შეხვდნენ მასპინძლების დამარცხებას, ხოლო არგენტინის ფანებმა სიხარულით აღნიშნეს ბრაზილიის გავარდნა. ბრაზილიელ გულშემატკივრებს განსაკუთრებით უხაროდათ, რომ მათ მშობლიურ ქვეყანაში და მათთვის განსაკუთრებული მნიშვნელობის მქონე სტადიონ მარაკანაზე არგენტინამ ვერ შეძლო ჩემპიონის ტიტულის მოპოვება[3][4][5]

  1. [1]
  2. "The World Cup Final: The Best Team vs. the Best Player". Wall Street Journal. 15 ივლისი 2014
  3. Young, James (13 ივლისი 2014). „Brazil falls short, but its World Cup provides unforgettable theater“. Sports Illustrated.
  4. Brunner, Cody (13 ივლისი 2014). „Argentina's World Cup final loss to Germany gives Brazil something to cheer about“. Yahoo.
  5. „Brazilians Go Back to Real Life“. The New York Times. 13 ივლისი 2014.
🔥 Top keywords: დიდგორის ბრძოლამთავარი გვერდიგიორგი მიქაუტაძეარდა გიულერიგიორგი ქოჩორაშვილიევროპის საფეხბურთო ჩემპიონატი 2024სპეციალური:ძიებაევროპის საფეხბურთო ჩემპიონატიბუდუ ზივზივაძეგიორგი მამარდაშვილისაქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრებიალბანეთიფეხბურთის წესებიკატეგორია:ქართული გვარებიკრიშტიანუ რონალდუხვიჩა კვარაცხელიავილი სანიოლიგიორგი ჩაკვეტაძედავით ყიფიანითურქეთისაქართველოქვეყნების სიათურქეთის ეროვნული საფეხბურთო ნაკრებიმამის დღესაბა საზონოვილიონელ მესიმსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატითამარ მეფეხორვატიასაქართველოს სახელმწიფო ჰიმნიგერმანიადავით IV აღმაშენებელიმეორე მსოფლიო ომიგურამ კაშიაჩუტყვავილაზურიკო დავითაშვილითამაშგარეილია ჭავჭავაძებორის პაიჭაძე