ნიასა იგივე მალავის ტბა (ინგლ. Nyasa ან ინგლ. Malawi, პორტ. Lago Niassa) — ტბა აფრიკაში. მდებარეობს მალავის, მოზამბიკისა და ტანზანიის საზღვარზე. ფართობი შეადგენს 29 600 კმ²-ს. აფრიკაში სიდიდით მესამე ტბაა, ხოლო მსოფლიო მასშტაბით — მერვე. სიღრმით აფრიკის ტბებს შორის მეორეა. ამ უდიდესი ტბის ტროპიკულ წყლებში თევზის არაერთი სახეობა ბინადრობს.

ნიასა
ინგლ. Nyasa ან ინგლ. Malawi
პორტ. Lago Niassa
ტბის თანამგზავრული ფოტო
ტბის თანამგზავრული ფოტო
კოორდინატები: 12°11′ ს. გ. 34°30′ ა. გ. / 12.183° ს. გ. 34.500° ა. გ. / -12.183; 34.500
მდებარეობამალავი, მოზამბიკი, ტანზანია
სიმაღლე ზღვის დონიდან474 
სიგრძე560-580 კმ
სიგანე75 კმ
ფართობი29 600 კმ²
მოცულობა8400 კმ³
სანაპირო ზოლის სიგრძე1245 კმ
საშუალო სიღრმე292 
მაქსიმალური სიღრმე706 
აუზის ფართობი6593 კმ²
ჩამდინარე მდინარეებირუჰუჰუ
გამომდინარე მდინარეშირე
ნიასა — აფრიკა
ნიასა
მედიაფაილები ვიკისაწყობში

გეოგრაფია

რედაქტირება

ტბის სიგრძე მერყეობს 560-580 კილომეტრებში, სიგანეში კი ყველაზე ფართო ადგილი 75 კმ-ია. ტბის ზედაპირი მდებარეობს ზღვის დონიდან 472 მეტრ სიმაღლეზე, მისი ფართობი შეადგენს 29 604 კმ²-ს[1], საშუალო სიღრმე 292 მეტრია, მაქსიმალური — 706 მეტრი, ანუ ტბის ყველაზე უფრო ღრმა ადგილები მდებარეობენ ზღვის დონეზე უფრო დაბლა. ტბის საერთო მოცულობაა — 8400 კმ³. ტბის სანაპიროები მდებარეობს დასავლეთ მოზამბიკის, აღმოსავლეთ მალავის და სამხრეთ ტანზანიის ტერიტორიებზე. უდიდესი ჩამდინარე მდინარეა რუჰუჰუ. ტბიდან გამოედინება მდინარე შირე, რომელიც შემდეგ მდინარე ზამბეზს ერთვის[2].

ტბა მდებარეობს ტანგანიკის ტბიდან 350 კმ-ით სამხრეთ აღმოსავლეთით.

ევროპული კოლონიზაცია

რედაქტირება

პირველი ევროპელი მკვლევარი, რომელმაც ტბის სანაპიროებს მიაღწია, იყო დეივიდ ლივინგსტონი 1859 წელს და უწოდა ტბას „ნიასა“. ამის შემდეგ, სულ მალე, ტბის მიმდებარე ტერიტორიები ბრიტანეთის იმპერიამ მიიერთა და შექმნა კოლონია ნიასალენდი, მაგრამ მალე ტბის აღმოსავლეთ სანაპიროზე პორტუგალიელებმა აიღეს კონტროლი.

ტბის უდიდესი ნაწილი მალავის ტერიტორიაზეა მოქცეული. დაახლოებით მეოთხედს ფლობს მოზამბიკი. ტბის მოზამბიკის კუთვნილ ნაწილში მდებარეობს ორი პატარა დასახლებული კუნძულილიკომა და ჩისუმულუ, რომლებიც მალავის ეკუთვნის. ამ კუნძულებზე დიდი რაოდენობით ბაობაბი იზრდება.

მალავი თუ ნიასა?

რედაქტირება

ტბის გეოგრაფიული სახელწოდება დღემდე განსჯის საგანია. მალავი დაჟინებით ითხოვს, რომ ტბას ეწოდოს „მალავის ტბა“, მაგრამ ტანზანია და სხვა ქვეყანათა უმრავლესობა, ასევე საერთაშორისო რუკები ამ ტბას მოიხსენიებენ როგორც „ნიასა“. დავას სახელის შესახებ გეოპოლიტიკური სარჩული აქვს და მომდინარეობს 1964 წლიდან, როდესაც მალავიმ დამოუკიდებლობა მოიპოვა. ეს ტერიტორია იმ დროისათვის ისევ ნიასალენდად იწოდებოდა.

ტანზანია-მალავის დავა

რედაქტირება

ტბაზე საზღვრები მალავისა და ტანზანიას შორის დღემდე დავის საგანია. ტანზანია ითხოვს, რომ სახელმწიფო საზღვარმა გაიაროს ტბის შუახაზზე, როგორც ეს გადიოდა 1914 წელს გერმანულ და ბრიტანულ ტერიტორიებს შორის. საპასუხოდ, მალავი ითხოვს ტანზანიის სანაპიროდან ცოტა მოშორებულ, ტბის შიდა წყლებს.

იხილეთ აგრეთვე

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:
  1. Malawi Cichlids. AC Tropical Fish. Aquaticcommunity.com. ციტირების თარიღი: 2007-04-02.
  2. Lake Malawi. World Lakes Database. International Lake Environment Committee Foundation. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-02-05. ციტირების თარიღი: 2007-04-02.
🔥 Top keywords: დისლექსიამთავარი გვერდიკრიშტიანუ რონალდუგიორგი მიქაუტაძეგიორგი მამარდაშვილიბუდუ ზივზივაძეესპანეთის ეროვნული საფეხბურთო ნაკრებიხვიჩა კვარაცხელიასპეციალური:ძიებალიონელ მესიგიორგი გველესიანი (ფეხბურთელი)საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრებივილი სანიოლიკატეგორია:ქართული გვარებიგიორგი ჩაკვეტაძეევროპის საფეხბურთო ჩემპიონატი 2024გიორგი ქოჩორაშვილიგურამ კაშიაევროპის საფეხბურთო ჩემპიონატიპორტუგალიანილოსისეტყვაპეტრე-პავლობის მარხვასაქართველოლუკა ლოჩოშვილიმონაკოფეხბურთის წესებიზურიკო დავითაშვილიქვეყნების სიასაქართველოს სახელმწიფო დროშასაქართველოს სახელმწიფო ჰიმნიმსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატიოთარ კიტეიშვილიმეორე მსოფლიო ომიჯაბა კანკავაესპანეთიდავით IV აღმაშენებელითამარ მეფეკელნი