პავლე (სერბეთის პატრიარქი)

პავლე (სერბ. Патријарх Павле, ერობაში გოიკო სტოიჩევიჩი, სერბ. Гојко Стојчевић; 11 სექტემბერი 191415 ნოემბერი 2009) – სერბეთის მართლმადიდებელი ეკლესიის ეპისკოპოსი. სერბეთის პატრიარქი 1990-2009 წლებში. ცნობილი იყო თავისი ასკეტური და უანგარო ცხოვრების წესით, არ ჰყავდა საკუთარი ტრანსპორტი, უარს ამბობდა მატერიალურ კეთილდღეობაზე და შემოწირულობებზე.[1]

უწმიდესი მთავარესპისკოპოსი პეჩისა, მიტროპოლიტი ბელგრადისა და კარლოვაცისა და პატრიარქი სრულიად სერბეთისა
პავლე
44-ე სერბეთის პატრიარქი
არჩევა:30 ნოემბერი, 1990
ინტრონიზაცია:2 დეკემბერი, 1990
ეკლესია:სერბეთის მართლმადიდებელი ეკლესია
წინამორბედი:გერმანი
მემკვიდრე:ირინეოსი
 
დაბადების სახელი:გოიკო სტოიჩევიჩი
დაბადება:11 სექტემბერი, 1914
კუჩანცი, სლავონია, ავსტრია-უნგრეთი
გარდაცვალება:15 ნოემბერი, 2009 (95 წლის)
ბელგრადი
დაკრძალულია:რაკოვიცის მონასტერი
ბერად აღკვეცა:1948
მღვდლად კურთხევა:1954
ეპისკოპოსად კურთხევა:1957

ბიოგრაფია

რედაქტირება

დაიბადა იოანე ნათლისმცემლის თავისკვეთის დღეს, 11 სექტემბერს (1914). დღევანდელი ხორვატიის ისტორიულ ოლქ სლავონიაში, სოფელ კუჩანცში;

1929 წელს დაამთავრა ბელგრადის გიმნაზია;

1936 წელს სარაევოს სემინარია;

1941 წელს ბელგრადის უნივერსიტეტის ღვთისმეტყველების ფაკულტეტი;

1948 წელს აღიკვეცა ბერად და ეწოდა პავლე;

1948 წელს ხელდასხმულ იქნა იეროდიაკვნად;

1949-1955 წლებში მოღვაწეობდა რაჩას მონასტერში;

1954 წელს ხელდასხმულ იქნა მღვდელმონაზვნად და დაინიშნა საპატრიარქოს პროტოსვინგელოზად;

1955 წელს სწავლა განაგრძო ათენში, საღვთისმეტყველო ფაკულტეტზე;

1957 წელს, სწავლის დასრულების შემდეგ, აღყვანილ იქნა არქიმანდრიტის ხარისხში;

1957 წელს წმ. სინოდმა არქიმანდრიტი პავლე დაინიშნა რაშკო-პრიზრენის ეპისკოპოსად; ხელდასხმა შესრულდა ბელგრადის საპატრიარქო ტაძარში 1957 წლის 21 სექტემბერს;

1990 წლის 1 დეკემბერს იგი არჩეულ იქნა სერბეთის პატრიარქად. აღსაყდრება შესრულდა ამავე წლის 3 დეკემბერს;

გარდაიცვალა 2009 წლის 15 ნოემბერს, ბელგრადში.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. „Четыре истории о Сербском патриархе Павле“. Милосердие.ru (რუსული). 2014-09-11. ციტირების თარიღი: 2017-02-06.
🔥 Top keywords: მთავარი გვერდისტუმარ-მასპინძელინუგზარ წურწუმიაბუდუ ზივზივაძესპეციალური:ძიებაგიორგი მამარდაშვილიდისლექსიაგიორგი გველესიანი (ფეხბურთელი)გიორგი მიქაუტაძეკატეგორია:ქართული გვარებიგურამ კაშიაგიორგი ქოჩორაშვილიხვიჩა კვარაცხელიადიდოსტატის კონსტანტინეს მარჯვენაგრიგოლ ხანძთელის ცხოვრებაკრიშტიანუ რონალდუსაქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრებიჯაყოს ხიზნებიგიორგი ჩაკვეტაძემეტაფორაგამზრდელი (პოემა)ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატი 2024გრიგოლ ხანძთელიალუდა ქეთელაურილექსი ვეფხისა და მოყმისაეპითეტიხევისბერი გოჩაევროპის საფეხბურთო ჩემპიონატიქეთევან მაღალაშვილიბახტრიონი (პოემა)აბო თბილელის წამებაჰიპერბოლა (ენა)მსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატიშუშანიკის წამებანიკა კვეკვესკირივილი სანიოლიზურიკო დავითაშვილიპეტრე-პავლობის მარხვაილია ჭავჭავაძე