რაფაელ ვან დერ ვარტი

(გადამისამართდა გვერდიდან რაფაელ ვან დერ ვაარტი)

რაფაელ ვან დერ ვარტი (დ. 11 თებერვალი, 1983) — ჰოლანდიელი ფეხბურთელი, ნიდერლანდის ეროვნული ნაკრებში 109 მატჩი აქვს ჩატარებული და 25 გოლი გატანილი. კარიერის უდიდესი ნაწილი გაატარა გერმანულ საფეხბურთო კლუბ ჰამბურგში.

რაფაელ ვან დერ ვაარტი
Rafael van der Vaart
პირადი მონაცემები
სრული
სახელი
რაფაელ ფერდინანდ ვან დერ ვაარტი
Rafael Ferdinand van der Vaart[1]
დაბადების
თარიღი
11 თებერვალი, 1983 (1983-02-11) (41 წლის)[2]
დაბადების
ადგილი
ჰემსკერკი, ნიდერლანდი
სიმაღლე176 სმ[3]
სათამაშო
პოზიცია
შემტევი ნახევარმცველი
საკლუბო ინფორმაცია
მიმდინარე
კლუბი
ჰამბურგი
ნომერი23
ახალგაზრდული კარიერა
1987–1993De Kennemers
1993–2000აიაქსი
პროფესიონალური კარიერა*
წლებიგუნდიმატჩი(გოლი)
2000–2005აიაქსი117(52)
2005–2008ჰამბურგი74(29)
2008–2010რეალ მადრიდი58(11)
2010–2012ტოტენჰემ ჰოტსპური63(24)
2012–2015ჰამბურგი79(16)
2015–2016რეალ ბეტისი7(0)
2016-მიდტიულანი12(2)
ეროვნული ნაკრები
1998–1999ნიდერლანდი U1713(5)
1999–2000ნიდერლანდი U198(2)
2000–2001ნიდერლანდი U214(2)
2001–2013ნიდერლანდი109(25)
* პროფესიონალურ კლუბებში გამოსვლა და გოლები მხოლოდ ეროვნული ლიგებისთვის იანგარიშება ბოლოს განახლდა: 28 იანვარი, 2016
‡ ეროვნული ნაკრების მატჩი და გოლი ბოლოს განახლდა: 28 იანვარი, 2016

საკლუბო კარიერა

რედაქტირება

რაფაელ ვან დერ ვაარტმა ახალგაზრდული საფეხბურთო კარიერა დაიწყო „დეკენემერსში“. 1993 წელს გადავიდა „აიაქსის“ ახალგაზრდულ აკადემიაში. მისი პროფესიონალური დებიუტი ამ კლუბში შედგა 2000 წელს 19 აპრილს. 2000-2001 წლების სეზონში მწვრთნელმა კო ადრიაანსემ ის შემტევი ნახევარმცველის პოზიციაზე გადაიყვანა. ვან დერ ვაარტი ძირითადი შემადგენლობის წევრი გახდა და იმ სეზონში 7 გოლი გაიტანა. 2002-03 წლების სეზონში მან 21 თამაშში 18 გოლის გატანა მოახერხა.

2005 წელს ის გადავიდა „ჰამბურგში“, სადაც პირველივე წელს გამოიჩინა თავი და გაიტანა 9 გოლი. ვან დერ ვაარტი შემდეგი სეზონისთვის კლუბის კაპიტნად დაინიშნა, თუმცა 2006-2007 წლის სეზონი საკმაოდ რთული აღმოჩნდა „ჰამბურგისთვის“. ვან დერ ვაარტის შეძენის სურვილი გამოთქვა „რეალმა“, მაგრამ ჰოლანდიელი კიდევ ერთი წლით დარჩა ჰამბურგში.

2008 წლის 4 აგვისტოს ვან დერ ვაარტი გადავიდა მადრიდში 13 მილიონი ევროს საფასურად. მადრიდში მან ორი სეზონი გაატარა. 2010 წლის 31 აგვისტოს სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე 2 საათით ადრე ვან დერ ვაარტი 8 მილიონ ევროდ შეიძინა „ტოტენჰემმა“. ახალ კლუბში ვან დერ ვაარტი იყო ძირითადი შემადგენლობის ფეხბურთელი და საკვანძო ფიგურა „ტოტენჰემის“ მწვრთნელის ჰარი რედნაპის ტაქტიკაში. 2012 წელს კლუბში ახალი მწვრთნელი, ანდრე ვილაშ-ბოაში მივიდა, ვან დერ ვაარტმა დატოვა ინგლისი და თავის ყოფილ კლუბს - „ჰამბურგს“ - დაუბრუნდა.

სანაკრებო კარიერა

რედაქტირება

ვან დერ ვაარტის დებიუტი ეროვნულ ნაკრებში შედგა 2001 წელს. მას შემდეგ ვან დერ ვაარტმა ხუთ დიდ საფეხბურთო ტურნირში მიიღო მონაწილეობა: სამჯერ ევროპის (2004, 2008 და 2012) და ორჯერ მსოფლიოს (2006 და 2010) ჩემპიონატებზე.

2004 და 2006 წლებში ის სათადარიგო მოთამაშე იყო. ნაკრების ძირითად შემადგენლობაში მან ადგილი 2008 წლის ევროპის ჩემპიონატზე დაიმკვიდრა, სასტარტო თრთმეტეულში ხვდებოდა ის 2010 და 2012 წლების ჩემპიონატებზეც.

პირადი და ოჯახური ცხოვრება

რედაქტირება

2005 წლის 10 ოქტომბერს ვან დერ ვაარტი დაქორწინდა ჰოლანდიელ მსახიობზე სილვიე მეისზე. წყვილი „ახალ ბექჰემებად“ ომნათლეს. ერთი წლის შემდეგ მათ შეეძინათ ბიჭი დამიენი.

კარიერული სტატისტიკა

რედაქტირება
განახლდა: 11 დეკემბერი, 2016.[4][5][6]
კლუბისეზონილიგათასილიგის თასიევროპასხვა[7]ჯამი
მატჩებიგოლებიმატჩებიგოლებიმატჩებიგოლებიმატჩებიგოლებიმატჩებიგოლებიმატჩებიგოლები
აიაქსი1999–200010000010
2000–012771042329
2001–02201422512717
2002–0321182062123022
2003–042671071348
2004–05226207110327
ჯამი11752822972215663
ჰამბურგი2005–061992085723616
2006–072680020533311
2007–0829124493224421
ჯამი7429642022119411348
რეალ მადრიდი2008–09325107020425
2009–102662130317
ჯამი581131100207312
ტოტენჰემ ჰოტსპური2010–1128131000723615
2011–1233114110113913
2012–132000000020
ჯამი63245110837728
ჰამბურგი2012–1327500275
2013–142773120328
2014–152442110275
ჯამი781652308618
რეალ ბეტისი2015–16702090
ჯამი702090
მიდტიულანი2016–171221010142
ჯამი1221010142
სულ4091343010307021166528171

სანაკრებო

რედაქტირება
განახლდა: 19 ნოემბერი, 2013.
ნიდერლანდების ეროვნული ნაკრები
წელიმატჩებიგოლები
200110
200220
2003103
2004131
200592
200651
2007105
2008141
2009102
2010141
201151
2012104
201364
ჯამი10925

ტიტულები

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. FIFA World Cup South Africa 2010 – List of Players (PDF). Fédération Internationale de Football Association (FIFA). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2020-05-17. ციტირების თარიღი: 8 ივნისი, 2013.
  2. R. van der Vaart Dutch. Voetbal International. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-07-12. ციტირების თარიღი: 8 ივნისი, 2013.
  3. Spielerprofil – Rafael van der Vaart German. Hamburger SV. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-05-30. ციტირების თარიღი: 8 ივნისი, 2013.
  4. Football: Rafael van de Vaart. FootballDatabase.eu. ციტირების თარიღი: 12 აპრილი, 2011.
  5. Rafael van der Vaart.:. Club matches. WorldFootball.net. ციტირების თარიღი: 12 April 2011.
  6. Rafael van der Vaart. UEFA. ციტირების თარიღი: 12 აპრილი, 2011.
  7. Includes the Johan Cruyff Shield, Supercopa de España, UEFA Intertoto Cup and Bundesliga relegation play-offs
🔥 Top keywords: მთავარი გვერდიევროპის საფეხბურთო ჩემპიონატიკრიშტიანუ რონალდუალავერდისპეციალური:ძიებაგიორგი მამარდაშვილიბუდუ ზივზივაძემანანა მენაბდეევროპის საფეხბურთო ჩემპიონატი 2024ქარბორბალაგიორგი მიქაუტაძეკატეგორია:ქართული გვარებისაფრანგეთის ეროვნული საფეხბურთო ნაკრებილიონელ მესილომისახვიჩა კვარაცხელიაქვეყნების სიასაქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრებივილი სანიოლიარდა გიულერიგიორგი ჩაკვეტაძესაქართველომსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატიპორტუგალიასლოვენიაგიორგი ქოჩორაშვილისაბა ლობჟანიძემეორე მსოფლიო ომითამარ მეფედავით IV აღმაშენებელიდიდგორის ბრძოლაპეტრე-პავლობის მარხვაილია ჭავჭავაძეკარლეს პუჩდემონისაქართველოს სახელმწიფო ჰიმნიფეხბურთის წესებიგიორგი V ბრწყინვალეთბილისიპორტუგალიის ეროვნული საფეხბურთო ნაკრები