რიკარდო ვილა

არგენტინელი ფეხბურთელი

რიკარდო ხულიო ვილა (ესპ. Ricardo Julio Villa; დ. 18 აგვისტო, 1952, როკი პერესი, ბუენოს-აირესი, არგენტინა) — არგენტინელი ფეხბურთელი, ნახევარმცველი. სხვადასხვა დროს იცავდა „კილმესის“, „სან-მარტინ-დე-ტუკუმანის“, „ატლეტიკო ტუკუმანის“, აველიანედას „რასინგ კლუბის“, „ტოტენჰემ ჰოტსპურის“, „ფორტ-ლოდერდეილ სტრაიკერსის“, „დეპორტივო კალის“, „დეფენსა ი ხუსტისიასა“ და არგენტინის ეროვნული ნაკრების ღირსებას. ინგლისის ასოციაციის თასის მფლობელი 1981 „ტოტენჰემ ჰოტსპურის“ შემადგენლობაში. 1978 წლის მსოფლიო ჩემპიონი არგენტინის ეროვნული ნაკრების შემადგენლობაში.[1][2][3]

რიკარდო ვილა
პირადი მონაცემები
სრული
სახელი
რიკარდო ხულიო ვილა
დაბადების
თარიღი
18 აგვისტო, 1952 (1952-08-18) (71 წლის)
დაბადების
ადგილი
როკი პერესი,
ბუენოს-აირესი, არგენტინა
სიმაღლე185 სმ
სათამაშო
პოზიცია
ნახევარმცველი
პროფესიონალური კარიერა*
წლებიგუნდიმატჩი(გოლი)
1970–1974კილმესი108(20)
1973  სან-მარტინი10(3)
1974–1976ატლეტიკო51(19)
1976–1978რასინგ კლუბი52(6)
1978–1983ტოტენჰემი133(18)
1983სტრაიკერსი19(3)
1984–1985დეპორტივო კალი0(0)
1986–1989დეფენსა ი ხუსტისია93(4)
ეროვნული ნაკრები
1975–1978არგენტინა18(1)
სამწვრთნელო კარიერა
1998–1999დეფენსა ი ხუსტისია
2012დეფენსა ი ხუსტისია
* პროფესიონალურ კლუბებში გამოსვლა და გოლები მხოლოდ ეროვნული ლიგებისთვის იანგარიშება

2008 წლის 7 თებერვალს ოსვალდო არდილესთან ერთად შეიყვანეს „ტოტენჰემ ჰოტსპურის“ დიდების დარბაზში (ინგლ. Tottenham Hotspur Hall of Fame).[4]

საკლუბო კარიერა

რედაქტირება
რიკარდო ვილა არგენტინის ნაკრების შემადგენლობაში. 1977.

რიკარდო ვილა საკლუბო კარიერას 1970 წელს, არგენტინის პრიმერა დივიზიონის მონაწილე კილმესის „ატლეტიკოში“ იწყებს, სადაც 1974 წლამდე თამაშობს. მის რიგებში არგენტინის ჩემპიონატის 108 მატჩში იღებს მონაწილეობას და 20 გოლი გააქვს.

1973 წელს, იჯარით, „სან-მარტინ-დე-ტუკუმანის“ რიგებშია, სადაც 10 შეხვედრაში 3 ბურთის გატანას ახერხებს. 1974–76 წლებში „ატლეტიკო ტუკუმანის“ ღირსებას იცავს (51 მატჩი, 19 გოლი).

1976–78 წლებში აველიანედას „რასინგ კლუბის“ შემადგენლობაშია (52 მატჩი, 6 გოლი).

1978 წლის ზაფხულიდან ლონდონის „ტოტენჰემ ჰოტსპურში“ აგრძელებს კარიერას. ამ გუნდთან ერთად 1981 წელს ინგლისის საფეხბურთო ასოციაციის თასს ეუფლება,[5] როდესაც ორი მატჩის ჯამში „ტოტენჰემი“ „მანჩესტერ სიტის“ ამარცხებს. ორივე შეხვედრა ამჟამინდელი „უემბლის“ წინამორბედ სტადიონზე იმართება. პირველი მატჩი ფრედ (1–1) მთავრდება, ხოლო მეორეს ლონდონელები იგებენ (3–2). ამ მატჩში ვილას ორი ბურთი გააქვს,[6] რომელთაგან ერთი, 2001 წელს, ამ სტადიონზე გატანილ ასწლეულის გოლად აღიარეს.[7] საერთო ჯამში, „ტოტენჰემის“ მაისურით, ინგლისის პრემიერლიგის, ინგლისის ლიგის თასის, ინგლისის ასოციაციის თასის გათამაშებების და საერთაშორისო ტურნირების ფარგლებში — 179 შეხვედრაში გამოდის მინდორზე და 25-ჯერ ახერხებს მეტოქეთა კარის აღებას.

„ტოტენჰემის“ შემდეგ, ამერიკული „ფორტ-ლოდერდეილ სტრაიკერსისა“ (1983) და კოლუმბიური „დეპორტივო კალის“ (1984–85) რიგებში ასპარეზობს.

სათამაშო კარიერას 1989 წელს, არგენტინულ „დეფენსა ი ხუსტისიაში“ ამთავრებს.

სტატისტიკა

რედაქტირება
კლუბიქვეყანაწლებიწყარო
1კილმეს ატლეტიკო  არგენტინა1970–1974
2სან-მარტინ-დე-ტუკუმანი  არგენტინა1973
3ატლეტიკო ტუკუმანი  არგენტინა1974–1976
4რასინგ კლუბი  არგენტინა1976–1978
5ტოტენჰემ ჰოტსპური  ინგლისი1978–1983
6ფორტ-ლოდერდეილ სტრაიკერსი  აშშ1983
7დეპორტივო კალი  კოლუმბია1984–1985
8დეფენსა ი ხუსტისია  არგენტინა1986–1989

სანაკრებო კარიერა

რედაქტირება

1975–1978 წლებში არგენტინის ეროვნული ნაკრების ღირსებას იცავს,[8] რომლის შემადგენლობაში 18 შეხვედრას ატარებს და ერთი ბურთი გააქვს.

არგენტინის ნაკრები
წელიმატჩიგოლი
197510
197630
197780
197861
ჯამში181

სანაკრებო მატჩები

რედაქტირება
რიკარდო ვილას მატჩები არგენტინის ეროვნულ ნაკრებში
თარიღიშეხვედრის ადგილიმასპინძელიანგ.სტუმარიშეჯიბრებაწყარო
120.06.1975კოჩაბამბაბოლივია 1–2  არგენტინასაავედრას თასი[9]
213.10.1976ბუენოს-აირესიარგენტინა 2–0  ჩილეამხანაგური[10]
328.10.1976ლიმაპერუ 1–3  არგენტინაამხანაგური[11]
410.11.1976ბუენოს-აირესიარგენტინა 1–0  პერუამხანაგური[12]
527.02.1977ბუენოს-აირესიარგენტინა 5–1  უნგრეთიამხანაგური[13]
622.03.1977მადრიდიარგენტინა 1–1  ირანიამხანაგური[14]
729.05.1977ბუენოს-აირესიარგენტინა 3–1  პოლონეთიამხანაგური[15]
805.06.1977ბუენოს-აირესიარგენტინა 1–3 გფრამხანაგური[16]
926.06.1977ბუენოს-აირესიარგენტინა 0–0  საფრანგეთიამხანაგური[17]
1003.07.1977ბუენოს-აირესიარგენტინა 1–0  იუგოსლავიაამხანაგური[18]
1112.07.1977ბუენოს-აირესიარგენტინა 2–0  გდრამხანაგური[19]
1224.08.1977ბუენოს-აირესიარგენტინა 2–1  პარაგვაიბოგადოს თასი[20]
1306.04.1978ბუენოს-აირესიარგენტინა 2–0  რუმინეთიამხანაგური[21]
1420.04.1978ბუენოს-აირესიარგენტინა 3–1 ირლანდიაამხანაგური[22]
1525.04.1978მონტევიდეოურუგვაი 2–0  არგენტინაამხანაგური[23]
1603.05.1978ბუენოს-აირესიარგენტინა 3–0  ურუგვაიამხანაგური[24]
1714.06.1978როსარიოარგენტინა 2–0  პოლონეთიმსოფლიო 1978[25]
1818.06.1978როსარიოარგენტინა 0–0  ბრაზილიამსოფლიო 1978[26]

მსოფლიო ჩემპიონატზე

რედაქტირება

რიკარდო ვილამ მსოფლიო ჩემპიონატის ორ შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა.[27][28][29]

ჩემპ.მასპინძელიპოზიციაშედეგი
1978  არგენტინა 22ნახევარმცველი20110ჩემპიონი

მიღწევები

რედაქტირება
ტოტენჰემ ჰოტსპური

სანაკრებო

რედაქტირება
არგენტინა
მსოფლიო ჩემპიონატი

ბიბლიოგრაფია

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:
თემატური საიტები
AFS · BDFA · FIFA World Cup 1978 · Futebol Portenho · La Senal medios · Planet World Cup · WC 1978 · Scribd · Argentina national football team · 1975 · 1976 · 1977 · 1978 · National Football Teams · Argentina's World Cup squad 1978 · Planet World Cup · Argentina's World Cup squad 1978 · RSSSF
  1. Profile: Ricardo Villa // BBC World News
  2. Argentine Squads in the World Cups (World Cup 1978).
  3. 43 campeones del mundo. El mapa demográfico del fútbol argentino. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2021-02-14. ციტირების თარიღი: 2022-05-08.
  4. Tottenham Hotspur Hall of Fame – double induction
  5. Há 35 anos, argentinos consagravam o Tottenham campeão da 100ª FA Cup
  6. 1981 FA Cup Final Replay Highlights
  7. Ricky Villa reveals all on his iconic FA Cup final
  8. Argentina National Team Players 1964–1998
  9. Bolivia 1–2 Argentina (20 June 1975)
  10. Argentina 2–0 Chile (13 October 1976)
  11. Peru 1–3 Argentina (28 October 1976)
  12. Argentina 1–0 Peru (10 November 1976)
  13. Argentina 5–1 Hungary (27 February 1977)
  14. Argentina 1–1 Iran (22 March 1977)
  15. Argentina 3–1 Poland (29 May 1977)
  16. Argentina 1–3 West Germany (05 June 1977)
  17. Argentina 0–0 France (26 June 1977)
  18. Argentina 1–0 Yugoslavia (03 July 1977)
  19. Argentina 2–0 East Germany (12 July 1977)
  20. Argentina 2–1 Paraguay (24 August 1977)
  21. Argentina 2–0 Romania (06 April 1978)
  22. Argentina 3–1 League of Ireland (20 April 1978)
  23. Uruguay 2–0 Argentina (25 April 1978)
  24. Argentina 3–0 Uruguay (03 May 1978)
  25. Argentina 2–0 Poland (14 June 1978)
  26. Argentina 0–0 Poland (18 June 1978)
  27. არგენტინის ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატებზე, 1930–2006
  28. მსოფლიო ჩემპიონატი 1978
  29. Ricardo Villa in the World Cups
  30. 1978 FIFA World Cup Argentina ™
🔥 Top keywords: კრიშტიანუ რონალდუგიორგი მამარდაშვილიგიორგი მიქაუტაძემთავარი გვერდიპორტუგალიაბუდუ ზივზივაძეევროპის საფეხბურთო ჩემპიონატი 2024ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატიხვიჩა კვარაცხელიავილი სანიოლისაქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრებილიონელ მესისპეციალური:ძიებაესპანეთის ეროვნული საფეხბურთო ნაკრებილომისაფეხბურთის წესებიპორტუგალიის ეროვნული საფეხბურთო ნაკრებიგიორგი ქოჩორაშვილიკატეგორია:ქართული გვარებიალავერდიგიორგი ჩაკვეტაძექარბორბალაგურამ კაშიასაქართველოსაქართველოს სახელმწიფო ჰიმნიმსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატიფეხბურთიგიორგი გველესიანი (ფეხბურთელი)ზურიკო დავითაშვილიოთარ კიტეიშვილიქვეყნების სიანონა გაფრინდაშვილი26 ივნისიევროპის საფეხბურთო ჩემპიონატი 2016გელზენკირხენირონალდოდიდგორის ბრძოლასაქართველოს სახელმწიფო დროშაოთარ კაკაბაძე