სარაცენიასებრნი

სარაცენიასებრნი (ლათ. Sarraceniaceae) — ორლებნიან მცენარეთა ოჯახი. მწერიჭამია მრავალწლოვანი ბალახებია. მხოხავი ფესურა და დოქისებრი ან მილისებრი ფოთლები (ასციდიები) აქვთ, რითაც იჭერენ მწერებს და სხვა პატარ-პატარა ცხოველებს.

სარაცენიასებრნი

მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:  მცენარეები
ლათინური სახელი
Sarraceniaceae

კაშკაშად შეფერილი ფოთლები მოფენილია ჯირკვლებით, საიდანაც გამოიყოფა ნექტარი. მათი ყვავილები დიდია, მარტოული ან მტევნებად შეკრებილი. ნაყოფი კოლოფია, იხსნება საგდულებით.

17-მდე სახეობას აერთიანებს 3 გვარი: სარაცენია (ლათ. Sarracenia), დარლინგტონია და ჰელიამფორა (ლათ. Heliamphora). სარაცენიასებრნი გავრცელებული არიან ჩრდილოეთ ამერიკის ტენიან ტყეებსა და ჭაობებში, ჰელიამფორა (6 სახეობა) — სამხრეთ ამერიკის ჩრდილოეთ ნაწილში.

ლიტერატურა

რედაქტირება
🔥 Top keywords: მთავარი გვერდისტუმარ-მასპინძელინუგზარ წურწუმიაბუდუ ზივზივაძესპეციალური:ძიებაგიორგი მამარდაშვილიდისლექსიაგიორგი გველესიანი (ფეხბურთელი)გიორგი მიქაუტაძეკატეგორია:ქართული გვარებიგურამ კაშიაგიორგი ქოჩორაშვილიხვიჩა კვარაცხელიადიდოსტატის კონსტანტინეს მარჯვენაგრიგოლ ხანძთელის ცხოვრებაკრიშტიანუ რონალდუსაქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრებიჯაყოს ხიზნებიგიორგი ჩაკვეტაძემეტაფორაგამზრდელი (პოემა)ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატი 2024გრიგოლ ხანძთელიალუდა ქეთელაურილექსი ვეფხისა და მოყმისაეპითეტიხევისბერი გოჩაევროპის საფეხბურთო ჩემპიონატიქეთევან მაღალაშვილიბახტრიონი (პოემა)აბო თბილელის წამებაჰიპერბოლა (ენა)მსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატიშუშანიკის წამებანიკა კვეკვესკირივილი სანიოლიზურიკო დავითაშვილიპეტრე-პავლობის მარხვაილია ჭავჭავაძე