საჭადრაკო ოლიმპიადა 1978

25 ოქტომბერი - 12 ნოემბერი 1978 ბუენოს-აირესი, არგენტინა

არგენტინის დედაქალაქი მეორედ მასპინძლობდა საჭადრაკო ოლიმპიადას. ბუენოს-აირესში ამჟამად 65 ქვეყნის ნაკრები გუნდი ჩავიდა. ოლიმპიადას დაუბრუნდნენ აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების ნაკრები გუნდებიც, რომლებმაც გასაგები მიზეზების გამო გამოტოვეს ხაიფას ოლიმპიადა.

ტურნირმა მეტად დაძაბულად ჩაიარა. პირველი სამი ტური ლიდერობდა ინგლისის მაკრები. მეოთხე ტურში მას სსრ კავშირის გუნდი წამოეწია. საბჭოელები ამჟამად მსოფლიოს ჩემპიონის, ანატოლი კარპოვის გარეშე თამაშობდნენ (მას ახლახან ჰქონდა დამთავრებული მომქანცველი მატჩი ვიქტორ კორჩნოისთან). მეოთხე და მეხუთე ტურები საბჭოელებმა და ინგლისელებმა ერთად იარეს, შემდეგ კი საბჭოთა მოჭდრაკეებმა მოახერხეს დაწინაურება. მერვე ტურის შემდეგ საბჭოელები ერთი ქულით უსწრებდნენ ამერიკელებს და ორით - უნგრელებს. თითქოს ყველაფერი თავის ადგილზე დადგა, მთავარი მატჩები უკვე ნათამაშები იყო და ჩემპიონობაც შორს აღარ იყო, მაგრამ საბჭოთა მოჭადრაკეებმა აშკარად ჩააგდეს მეცხრე-მეთერთმეტე ტურები, როდესაც 12 შესაძლებლობიდან სულ 5,5 ქულა აიღეს. ამით კარგად ისარგენლეს მდევრებმა და მეთერთმეტე ტურის შემდეგ ცხრილს უკვე ამერიკელები ედგნენ სათავეში. მათ ნახევარი ქულით ჩამორჩებოდნენ უნგრელი და საბჭოთა მოჭადრაკეები.

საფინიშო აჩქარება უველაზე კარგად უნგრელებს გამოუვიდათ. მათ დარჩენილ სამ ტურში 9 ქულას მოუყარეს თავი და 50 წლის შემდეგ ისევ დაეუფლნენ ჰამილტონ-რასელის თასს. საბჭოელებმა იმავე სამ ტურში მხოლოდ 8 ქულის მოპოვება შეძლეს და მეორე ადგილს დასჯერდნენ. კიდევ უფრო სუსტი ფინიში ჰქონდათ ამერიკელებს მათ მხოლოდ 6,5 ქულა დაუმატეს თავიანთ აქტივს და ბრინჯაოს მედლებს დაეპატრონენ.

საბჭოთა გუნდის წარუმატებლობის ძირითდი მიზეზი გუნდში ისეთი ლიდერის არყოფნა იყო, როგორებიც იყვნენ წინა ოლიმპიადაზე ანატოლი კარპოვი და მიხეილ ტალი. პირველად მოხდა რომ ვერცერთმა საბჭოთა მოჭადრაკემ ვერ მოიგო საკუთრი დაფა (არადა საბჭოეთიდან ემიგრირებულმა ვიქტორ კორჩნოიმ მოიგო, ყველაზე პრესტიჟული, პირველი დაფა). საერთოდ უარყოფითი ბალანსით დაამთავრა ტურნირი ბორის გულკომ. ყოველივე ამან კი მოიტანა ის შედეგი, რაც გუნდმა ბუენოს-აირესში აჩვენა, თუმცა ეს რაღა თქმა უნდა სრულებითაც არ აკნინებს უნგრელთა ბრწყინვალე გამარჯვებას.

ტექნიკური შედეგები

რედაქტირება

მონაწილეობდა 65 ქვეყნის 66 ნაკრები გუნდი (არგენტინელებმა ორი გუნდი გამოიყვანეს). ტურნირი ჩატარდა შვეიცარიული სისტემით 14 ტურად.

11.  კანადა,

  • 31,5 ქულა

12.  ინგლისი, 13.  ბულგარეთი, 14.  ნიდერლანდები,

  • 31 ქულა

15.  იუგოსლავია, 16.  შვედეთი, 17.  არგენტინა,

  • 30,5 ქულა

18.  კუბა, 19.  ავსტრია, 20.  ჩინეთი, 21.  მექსიკა,

  • 30 ქულა

22.  ფინეთი, 23.  კოლუმბია,

  • 29,5 ქულა

24.  ფილიპინები, 25.  ახალი ზელანდია, 26.  ინდონეზია, 27.  ბრაზილია,

  • 29 ქულა

28.  ისლანდია, 29.  ჩილე, 30.  ავსტრალია, 31.  ნორვეგია,

  • 28,5 ქულა

32.  პარაგვაი,  არგენტინა-2,

  • 28 ქულა

33.  შოტლანდია, 34.  ვენესუელა, 35.  სირია,

  • 27,5 ქულა

36.  საფრანგეთი, 37.  ურუგვაი, 38.  დომინიკელთა რესპუბლიკა, 39.  შრი-ლანკა, 40.  ჰონგ-კონგი,

  • 27 ქულა

41.  უელსი, 42.  პერუ, 43.  გაიანა, 44.  იაპონია, 45.  ლუქსემბურგი, 46.  ფარერის კუნძულები,

  • 26,5 ქულა

47.  ბელგია, 48.  გვატემალა, 49.  მაროკო,

  • 26 ქულა

50.  ტუნისი, 51.  ეკვადორი, 52.  ბოლივია, 53.  ტრინიდადი და ტობაგო, 54.  იორდანია,

  • 25,5 ქულა

55.  იამაიკა,

  • 25 ქულა

56.  პუერტო-რიკო, 57.  მალაიზია,

  • 23,5 ქულა

58.  ლიბია, 59.  მავრიტანია,

  • 22,5 ქულა

60.  ანდორა,

  • 22 ქულა

61.  აშშ-ის ვირჯინის კუნძულები,

  • 20,5 ქულა

62.  ბერმუდის კუნძულები,

  • 16 ქულა

63.  ზაირი,

  • 12,5 ქულა

64.  არაბთა გაერთიანებული საამიროები, 65.  ბრიტანეთის ვირჯინის კუნძულები.

ჩემპიონის და პრიზიორების შემადგენლობა და შედეგები

რედაქტირება

ლაიოშ პორტიში 10 (+8=4-2), ზოლტან რიბლი 9 (+5=8-0), დიულა საქსი 8,5 (+5=7-0), ანდრაშ ადორიანი 2 (+0=4-0), იშტვან ჩომი 6 (+2=8-0), ლასლო ვადასი 1,5 (+1=1-1).

ბორის სპასკი 7 (+4-6-1), ტიგრან პეტროსიანი 6 (+3=6-0), ლევ პოლუგაევსკი 8 (+6=4-1), ბორის გულკო 2 (+1=2-2), ოლეგ რომანიშინი 6,5 (+4=5-1), რაფაელ ვაჰანიანი 6,5 (+3=7-0).

ლუბომირ კავალეკი 6,5 (+4=5-1), უოლტერ ბრაუნი 4,5 (+3=3-3), ანატოლი ლეინი 6 (+4=4-2), რობერტ ბირნი 4,5 (+2=5-1), ჯეიმზ ედვარდ ტარჯანი 9,5 (+9=1-1), უილიამ ლომბარდი 4 (+2=4-1).

საუკეთესო შედეგები დაფების მიხედვით

რედაქტირება
პირველი დაფაქვეყანა%
ვიქტორ კორჩნოი  შვეიცარია91181,8
ორესტეს როდრიგეს ვარგასი  პერუ81080,0
ულფ ანდერსონი  შვედეთი101376,9
მეორე დაფაქვეყანა%
ადამ კულიგოვსკი  პოლონეთი101376,9
პეტერ ბაიასასი  კანადა91275,0
იარო რანტანენი  ფინეთი81172,7
მესამე დაფაქვეყანა%
გიორგი ტრინგოვი  ბულგარეთი8,51177,3
ლევ პოლუგაევსკი  სსრკ81172,7
დიულა საქსი  უნგრეთი8,51270,8
მეოთხე დაფაქვეყანა%
გლენ ბორდონადა  ფილიპინები7977,8
მანუელ ბელონ-ლოპესი  ესპანეთი101376,9
კიკერო ბრაგა  ბრაზილია81172,7
პირველი სათადარიგო დაფაქვეყანა%
ჯეიმზ-ედვარდ ტარჯანი  აშშ9,51186,4
ნათან ბირბაუმი  ისრაელი101376,9
სილვინიო გარსია მარტინესი  კუბა81172,7
მეორე სათადარიგო დაფაქვეყანა%
ჯიმ ტურნერი  ბრიტანეთის ვირჯინის კუნძულები6,5792,9
ვეიდა ჩანგი  ჩინეთი6,5881,3
რობერტო ნავარო  მექსიკა6875,0

ლიტერატურა

რედაქტირება
  • Б. Туров Пять Шахматных олимпиад. Москва. изд. ,,ФиС’’ 1984
  • Шахматы. Энциклопедический словарь. Москва. изд. ,,Советская Энциклопедия’’ 1990
  • Шахматная Энциклопедия. Москва. 2004.
  • Ханамирян Г. Всемирные шахматные Олимпиады. 1927-2006. Ереван: 2006

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
🔥 Top keywords: კრიშტიანუ რონალდუგიორგი მამარდაშვილიგიორგი მიქაუტაძემთავარი გვერდიპორტუგალიაბუდუ ზივზივაძეევროპის საფეხბურთო ჩემპიონატი 2024ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატიხვიჩა კვარაცხელიავილი სანიოლისაქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრებილიონელ მესისპეციალური:ძიებაესპანეთის ეროვნული საფეხბურთო ნაკრებილომისაფეხბურთის წესებიპორტუგალიის ეროვნული საფეხბურთო ნაკრებიგიორგი ქოჩორაშვილიკატეგორია:ქართული გვარებიალავერდიგიორგი ჩაკვეტაძექარბორბალაგურამ კაშიასაქართველოსაქართველოს სახელმწიფო ჰიმნიმსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატიფეხბურთიგიორგი გველესიანი (ფეხბურთელი)ზურიკო დავითაშვილიოთარ კიტეიშვილიქვეყნების სიანონა გაფრინდაშვილი26 ივნისიევროპის საფეხბურთო ჩემპიონატი 2016გელზენკირხენირონალდოდიდგორის ბრძოლასაქართველოს სახელმწიფო დროშაოთარ კაკაბაძე