სტატას ცენტრი

რეი და მარია სტატას ცენტრი (Ray and Maria Stata Center) -- პრიცკერის პრემიის ლაურეატი არქიტექტორი ფრენკ გერის პროექტის 40.000 მ² აკადემიური კომპლექსი მასაჩუსეტსის ტექნოლოგიის ინსტიტუტში. შენობა გაიხსნა 2004 წლის 16 მარტს ყოფილი რადიაციის ლაბორატორიის ადგილას, კემბრიჯში, მასაჩუსეტსი.

სტატას ცენტრი
შენობა ღამით

პროექტი ძირითადად დააფინანსა რეი (მიტის 1957 წლის კურსდამთავრებული) და მარია სტატამ. სხვა დამფინანსებელთა შორის იყვნენ ბილ გეიტსი და ალექსანდრე დრეიფუსი (მიტი 1954). მეოთხე სართულის ზემოთ შენობა ორ განსხვავებულ ნაწილად იყოფა: გეიტსისა და დრეიფუსის ტაუერებად.

შენობაში განლაგებულია კომპიუტერული მეცნიერებისა და ხელოვნური გონის ლაბორატორია, ინფორმაციისა და გადაწყვეტილებების სისტემების ლაბორატორია, ასევე ლინგვისტიკისა და ფილოსოფიის კათედრები. აქვე აქვთ ოფისები ისეთ გამოჩენილ მეცნირერებს, როგორებიცაა ნოამ ხომსკი, როდნი ბრუკსი და რონ რივესტი.

აქვე ტარდება ზოგიერთი კურსის ლექციებიც, მათ შორის კომპიუტერული მეცნიერების საწყისების კურსი 6.001. შენობას ადგილობრივი ჩვეულების მიხედვით კოლოქვიალურად მოიხსენიებენ მისი ნომრით "Building 32", ტაუერებს კი მათი სახელების ინიციალებით "G Tower" და "D tower".

შენობის ფასადის სილამაზისა და არქიტექტურული გამოწვევის მიუხედავად, მას ხშირად აკრიტიკებენ ინტერიერის ფართის ყოველდღიური საქმიანობისთვის მოუხერხებლობისა და მისი მშენებლობის სიძვირის ($283,5 მილიონი) გამო, თუმცა არც გარეგნული შესახედაობა დარჩენილა გაუკრიტიკებელი.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
🔥 Top keywords: კრიშტიანუ რონალდუგიორგი მამარდაშვილიგიორგი მიქაუტაძემთავარი გვერდიპორტუგალიაბუდუ ზივზივაძეევროპის საფეხბურთო ჩემპიონატი 2024ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატიხვიჩა კვარაცხელიავილი სანიოლისაქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრებილიონელ მესისპეციალური:ძიებაესპანეთის ეროვნული საფეხბურთო ნაკრებილომისაფეხბურთის წესებიპორტუგალიის ეროვნული საფეხბურთო ნაკრებიგიორგი ქოჩორაშვილიკატეგორია:ქართული გვარებიალავერდიგიორგი ჩაკვეტაძექარბორბალაგურამ კაშიასაქართველოსაქართველოს სახელმწიფო ჰიმნიმსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატიფეხბურთიგიორგი გველესიანი (ფეხბურთელი)ზურიკო დავითაშვილიოთარ კიტეიშვილიქვეყნების სიანონა გაფრინდაშვილი26 ივნისიევროპის საფეხბურთო ჩემპიონატი 2016გელზენკირხენირონალდოდიდგორის ბრძოლასაქართველოს სახელმწიფო დროშაოთარ კაკაბაძე