ტონია ჰარდინგი

 

ტონია ჰარდინგი
პირადი ინფორმაცია
ეროვნება ამერიკელი
დაბ. თარიღი 12 ნოემბერი, 1970
დაბ. ადგილი პორტლენდი, ორეგონი, აშშ
სიმაღლე 1,55
სპორტი
ქვეყანა აშშ
სპორტი ფიგურული სრიალი

ტონია მაქსენ ჰარდინგი (დ. 12 ნოემბერი, 1970, პორტლენდი) — ამერიკელი მოციგურავე, მოკრივე და რეალითი შოუს წამყვანი.

ტონია 1970 წლის 12 ნოემბერს დაიბადა პორტლენდში, ორეგონში, სადაც ის დედამ გაზარდა. ჰარდინგმა 3 წლიდან დაიწყო ციგურაობა და ამ სპორტით გატაცებულმა მოგვიანებით საშუალო სკოლაც მიატოვა, რათა მთელი დრო ვარჯიშისთვის დაეთმო. 1986-1989 წლებში აშშ-ის ფიგურული ციგურაობის ჩემპიონატზე მონაწილეობის შემდეგ მან დიდი პოპულარობა მოიპოვა. 1991 წელს ჰარდინგი გახდა პირველი ამერიკელი და ისტორიაში მეორე ქალი (მიდორი იტოს შემდეგ), რომელმაც წარმატებით შეასრულა სამმაგი აქსელი.

1994 წლის იანვარში ჰარდინგი სკანდალში გაეხვა, რადგან მისმა ყოფილმა ქმარმა, ჯეფ გილოლიმ, თავდასხმა მოაწყო ტონიას კონკურენტ ნენსი კერიგანზე. 1994 წლის 16 მარტს ჰარდინგმა მიიღო საპროცესო შეთანხმება, რომელშიც იგი შეთქმულებაში დამნაშავედ ცნეს და სამუდამოდ აუკრძალეს ფიგურული ციგურაობა.

2003-2004 წლებში ტონია ასპარეზობდა როგორც პროფესიონალი მოკრივე. მისი ცხოვრება მრავალი წიგნის, ფილმისა და აკადემიური კვლევის საგანია. მათგან აღსანიშნავია 2017 წლის ფილმი „მე, ტონია“, რომელშიც ჰარდინგის როლი ავსტრალიელმა მსახიობმა მარგო რობიმ შეასრულა.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
🔥 Top keywords: მთავარი გვერდისტუმარ-მასპინძელინუგზარ წურწუმიაბუდუ ზივზივაძესპეციალური:ძიებაგიორგი მამარდაშვილიდისლექსიაგიორგი გველესიანი (ფეხბურთელი)გიორგი მიქაუტაძეკატეგორია:ქართული გვარებიგურამ კაშიაგიორგი ქოჩორაშვილიხვიჩა კვარაცხელიადიდოსტატის კონსტანტინეს მარჯვენაგრიგოლ ხანძთელის ცხოვრებაკრიშტიანუ რონალდუსაქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრებიჯაყოს ხიზნებიგიორგი ჩაკვეტაძემეტაფორაგამზრდელი (პოემა)ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატი 2024გრიგოლ ხანძთელიალუდა ქეთელაურილექსი ვეფხისა და მოყმისაეპითეტიხევისბერი გოჩაევროპის საფეხბურთო ჩემპიონატიქეთევან მაღალაშვილიბახტრიონი (პოემა)აბო თბილელის წამებაჰიპერბოლა (ენა)მსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატიშუშანიკის წამებანიკა კვეკვესკირივილი სანიოლიზურიკო დავითაშვილიპეტრე-პავლობის მარხვაილია ჭავჭავაძე