უმაღლესი წარმომადგენელი ბოსნია და ჰერცეგოვინაში

უმაღლესი წარმომადგენელი ბოსნია და ჰერცეგოვინაში არის საერთაშორისო საზოგადოების მიერ მივლინებული დიპლომატი, რომელსაც თავის შტაბთან ერთად ევალება დეიტონის შეთანხმების აღსრულების ზედამხედველობა ბოსნია და ჰერცეგოვინაში. ეს თანამდებობა ბოსნიის ომის დასრულებისთანავე შეიქმნა 1995 წელს.
ყველა უმაღლესი წარმომადგენელი ევროპის კავშირის წევრი 1995 წლიდან დღემდე ქვეყნების წარმომადგენელი დიპლომატებია, ხოლო მათი მოადგილე აშშ წარმომადგენელი დიპლომატია. მოადგილეები ასევე ასრულებენ საერთაშორისო ზედამხედველის ფუნქციას ბრჩკოს ოლქში.

ვალენტინ ინცკო, უმაღლესი წარმომადგენელი 2009 წლიდან

უფლებამოსილება

რედაქტირება

1997 წელს ბონის შეხვედრაზე გადაწყდა წარმომადგენლის უფლებამოსილების გაფართოება, რათა მას უფრო ეფექტურად შეძლებოდა დეიტონის შეთანხმების ზოგიერთი მუხლის განხორციელება. წარმომადგენელს უფლება მიეცა, მიეღო გადაწყვეტილება მაშინ, როდესაც ადგილობრივი ფრაქციები აყოვნებდნენ ან აფერხებდნენ მის მიღებას და გაეთავისუფლებინა თანამდებობიდან საჯარო მოხელე, ვინც აშკარად არღვევდა კანონს ან დეიტონის შეთანხმებას.[1]
ეს უფლებამოსილება შემდეგი დეკადის განმავლობაში აქტიურად გამოიყენებოდა წარმომადგენლის მიერ. მაგალითად 2003 წლის აპრილში მან მიიღო თავდაცვის რეფორმის გადაწყვეტილება, თუმცა სერბთა რესპუბლიკის წარმომადგენლები ეწინააღმდეგებოდნენ მას. 2004 წლამდე წარმომადგენლის მიერ გათავისუფლებული იქნა 139 საჯარო მოხელე, მათ შორის მოსამართლეები, მინისტრები, პარლამენტის წევრები და დაბალი დონის მოხელეები, ზოგჯერ კი მათი საბანკო ანგარიშებიც დაყადაღდა. 2002 წლის არჩევნების დროს წარმომადგენლის შტაბმა დაწვრილებით გადაამოწმა ყველა მინისტრობის კანდიდატი როგორც სახელმწიფო, ასევე სუბიექტების დონეზე.[1]
წარმომადგენლის ასეთი უფლებამოსილების მოწინააღმდეგეების მტკიცებით, ანგარიშვალდებულების ნაკლებობისა და მისი გადაწყვეტილების უაპელაციობის გამო ასეთი უფლებამოსილება შესაკვეცია.[1][2] წარმომადგენლის უმაღლესი ხელისუფლება ასევე სახელდება სახელმწიფოს მიმართ მოქალაქეების გულგრილი დამოკიდებულებისა (მაგალითად არჩევნებზე გამოცხადების დაბალი დონე) და პოლიტიკოსების გაუბედავი მოქმედებისა (რომლებიც წარმომადგენლის გადაწყვეტილების შემთხვევაში შესაძლებელია სამუდამოდ დაემშვიდობონ საჯარო კარიერას).[1]

წარმომადგენლები

რედაქტირება
#წარმომადგენელიდაბადების თარიღივადაქვეყანა
1 კარლ ბილდტი194914 დეკემბერი 199517 ივნისი 1997  შვედეთი
2 კარლოს ვესტენდორფი193718 ივნისი 199717 აგვისტო 1999  ესპანეთი
3ვოლფგანგ პეტრიჩი194718 აგვისტო 199926 მაისი 2002  ავსტრია
4 პედი ეშდაუნი194127 მაისი 200231 იანვარი 2006  დიდი ბრიტანეთი
5 ქრისტიან შვარც-შილინგი19301 თებერვალი 200630 ივნისი 2007  გერმანია
6 მიროსლავ ლაიჩაკი19631 ივლისი 200728 თებერვალი 2009  სლოვაკეთი
7 ვალენტინ ინცკო19491 მარტი 2009დღემდე  ავსტრია
🔥 Top keywords: გიორგი მიქაუტაძეგიორგი მამარდაშვილიკრიშტიანუ რონალდუესპანეთის ეროვნული საფეხბურთო ნაკრებიმთავარი გვერდიბუდუ ზივზივაძეხვიჩა კვარაცხელიავილი სანიოლიდისლექსიალიონელ მესისაქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრებიევროპის საფეხბურთო ჩემპიონატი 2024ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატიგიორგი ქოჩორაშვილიგურამ კაშიაპორტუგალიაგიორგი ჩაკვეტაძესპეციალური:ძიებაგიორგი გველესიანი (ფეხბურთელი)ზურიკო დავითაშვილიოთარ კიტეიშვილიფეხბურთის წესებიკატეგორია:ქართული გვარებიმსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატილუკა ლოჩოშვილისაქართველოოთარ კაკაბაძესაქართველოს სახელმწიფო ჰიმნიჯაბა კანკავაქვეყნების სიაპენალტი (ფეხბურთი)ფეხბურთიპორტუგალიის ეროვნული საფეხბურთო ნაკრებიანზორ მექვაბიშვილისეტყვაკელნინონა გაფრინდაშვილიდინამო თბილისი (საფეხბურთო კლუბი)რონალდო