ფლორენს პიუ

ფლორენს პიუ (ინგლ. Florence Pugh; დ. 3 იანვარი, 1996) — ინგლისელი მსახიობი. დაიბადა ოქსფორდში. მისი სამსახიობო დებიუტი შედგა 2014 წელს, დრამატულ ფილმში „დაცემა“. პიუმ აღიარება მოიპოვა 2016 წელს, დამოუკიდებელ დრამაში „ლედი მაკბეტი“, მოძალადე ახალგაზრდა პატარძლის მთავარი როლისთვის, რომელმაც ბრიტანეთის დამოუკიდებელი კინოს ჯილდო მოიგო. 2018 წლის ფილმებში, „დაცემა“ და „კანონგარეშე მეფე“ მონაწილეობის შემდეგ, მან მოწონება დაიმსახურა 2018 წლის მინისერიალ „პატარა დრამერი გოგონა-ში“ შესრულებული მთავარი როლისთვის. იმავე წელს მიიღო BAFTA Rising Star Award-ის ნომინაცია.

ფლორენს პიუ

ფლორენს პიუ 2022 წელს
მშობლიური სახელი Florence Pugh
დაბადების თარიღი 3 იანვარი, 1996 (1996-01-03) (28 წლის)
ოქსფორდი, ინგლისი
მოქალაქეობა დიდი ბრიტანეთის დროშა დიდი ბრიტანეთი
საქმიანობა მსახიობი
აქტიური 2014-დღემდე

ადრეული ცხოვრება

რედაქტირება

ფლორენს პიუ დაიბადა 1996 წლის 3 იანვარს, ოქსფორდში, ინგლისი. დედამისი, დებორა არის მოცეკვავე, ხოლო მამამისი, კლინტონ პიუ, რესტორატორი.[1] ჰყავს სამი დედმამიშვილი: მსახიობი და მუსიკოსი ტობი სებასტიანი, მსახიობი არაბელა გიბინსი და რაფაელა „რაფი“ პიუ. მას ბავშვობაში ტრაქეომალაცია აწუხებდა, რის გამოც ხშირად იწვა საავადმყოფოში. როდესაც ფლორენსი სამი წლის იყო, ოჯახი გადავიდა ესპანეთში, სოტოგრანდში, იმ იმედით, რომ თბილი ამინდი გააუმჯობესებდა მის ჯანმრთელობას. ისინი იქ ცხოვრობდნენ სანამ ფლორენსი ექვსი წლის გახდებოდა, შემდეგ კი დაბრუნდნენ ოქსფორდში. ასევე ექვსი წლის ასაკში პიუმ ითამაშა მარიამ ღვთისმშობლის როლი სკოლის საშობაო სპექტაკლში, სადაც მან ისაუბრა იორკშირული აქცენტით.[2] მან კერძო განათლება მიიღო უიჩვუდისა და წმინდა ედუარდის სკოლაში, ოქსფორდში. თუმცა, არ მოსწონდა, რომ სკოლები არ უჭერდნენ მხარს მის სამსახიობო ამბიციებს.[2]

ადრეული როლები (2014–2018)

რედაქტირება
პიუ 2014 წლის BFI ლონდონის კინოფესტივალზე

ჯერ კიდევ მეექვსე კლასში ყოფნისას, პიუს პროფესიონალური სამსახიობო დებიუტი შედგა 2014 წლის დრამაში, „დაცემა“, რომელშიც თამაშობდა მოზარდის როლს მეიზი უილიამსის წინააღმდეგ. [2][3] ტარა ბრეიდმა პიუ „შესანიშნავად“ მიიჩნია, ხოლო IndieWire-ის ოლივერ ლიტელტონმა მას „გამაოგნებელი“ უწოდა.[4][5] იმავე წელს, მსახიობი დააჯილდოვეს როგორც, BFI ლონდონის კინოფესტივალზე საუკეთესო ბრიტანელი ახალბედა. ასევე წლის ახალგაზრდა ბრიტანელ/ირლანდიელ შემსრულებელად იყო ნომინირებული ლონდონის კინოკრიტიკოსთა წრეში.[6]

2016 წელს პიუმ ითამაშა დამოუკიდებელ დრამაში, „ლედი მაკბეტი“, ფილმში, რომელიც გადაღებულია ნიკოლაი ლესკოვის ნოველის მიხედვით. იგი გამოჩნდა ITV დეტექტიური სერიალის „მარსელას“ პირველ სერიაში. პირველად მან ითამაშა კეტრინი, უბედურად დაქორწინებული თინეიჯერი პატარძალი, რომელიც მოძალადე ხდება. ფილმის მიმოხილვისას „გაი ლოჯმა“ შეაქო მის მიერ ასახული პერსონაჟის კომპლექსური, კანქვეშა ტრანსფორმაცია. როლისთვის მან მოიპოვა BIFA-ს ჯილდო ბრიტანულ დამოუკიდებელ ფილმში ქალის საუკეთესო როლისთვის. [7]

2018 წელს პიუმ მოიპოვა ნომინაცია BAFTA-ს ამომავალი ვარსკვლავის ჯილდოზე ბრიტანეთის კინოაკადემიის 71-ე დაჯილდოებაზე. [8] შემდეგ მან ითამაშა კორდელია, ენტონი ჰოპკინსის ტიტულოვანი მეფე ლირისთვის, რიჩარდ ეირის სატელევიზიო ფილმში „მეფე ლირი“ და გამოჩნდა მოკლემეტრაჟიან ფილმში Leading Lady Parts-ის ინიციატივის მხარდასაჭერად. [2] [9] იმავე წელს მოგვიანებით, მან განასახიერა ელისაბედ დე ბურგი Netflix-ის ისტორიულ ფილმში „კანონგარეშე მეფე“. შემდეგ მან ითამაშა ჯონ ლე კარეს ჯაშუშური რომანის „პატარა დრამერი გოგონას“ ექვსნაწილიან მინისერიალში, რომელშიც მან განასახიერა მსახიობი, რომელიც 1970-იან წლებში ჯაშუშთა შეთქმულებაში ჩაერთო. [10] „Vanity Fair“-ის წარმომადგენელმა, რიჩარდ ლოუსონმა დასძინა, რომ იგი „ჭკვიანურად ურევს მიწიერებას, დახვეწილობას, სიბრძნეს და გულუბრყვილობას“. [11]

ფილმოგრაფია

რედაქტირება
წელიქართულადმშობლიური სახელწოდებაროლი
2014დაცემაThe Fallingები მორტიმერი
2015ტფStudio Cityკატა
2016მარსელაMarcellaკარა ტომასი
2016ლედი მაკბეთიLady Macbethკეთრინი
2018მგზავრიThe Commuterგვენი
2018ბრძოლა ჩემს ოჯახთან ერთადFighting with My Familyსარა „პეიჯი“ ნაიტი
2018ტფმეფე ლირიKing Learკორდელია
2018გარიყული მეფეOutlaw Kingელისაბედ დე ბურგი
2018პატარა დრამერი გოგონაThe Little Drummer Girlჩარმიან „ჩარლი“ როსი
2018შეაჩერე ბოროტებაMalevolentანჯელა
2019პატარა ქალებიLittle Womenემი მარჩი
2019მიდსომარიMidsommarდენი
2021შავი ქვრივიBlack Widowელენა ბელოვა / შავი ქვრივი
2021ქორისთვალა Hawkeyeელენა ბელოვა / შავი ქვრივი
2022არ ინერვიულო ძვირფასო, ძვირფასოDon’t Worry Darlingელისი
2023ოპენჰეიმერიOppenheimerჯინ ტეტლოკი

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. Aftab, Kaleem (27 April 2017). „Florence Pugh: 'Dying was not that bad'. i. დაარქივებულია ორიგინალიდან — 17 September 2017.
  2. 2.0 2.1 2.2 2.3 Hayes, Martha (6 October 2018). „Florence Pugh: 'You never see an unplucked brow in Hollywood'. The Guardian. დაარქივებულია ორიგინალიდან — 20 October 2018. ციტირების თარიღი: 21 October 2018.
  3. Orr, Gillian (18 April 2015). 'After you left the room I said, Wow!': director Carol Morley and actress Florence Pugh on their haunting new film The Falling“. The Independent. დაარქივებულია ორიგინალიდან — 19 December 2015. ციტირების თარიღი: 26 December 2015.
  4. Brady, Tara (23 April 2015). „The Falling review: combining kitchen-sink grit and otherworldly mystery“. The Irish Times. დაარქივებულია ორიგინალიდან — 19 December 2015. ციტირების თარიღი: 7 September 2018.
  5. Lyttelton, Oliver. Review: Unsettling And Uneven 'The Falling' Starring Maisie Williams. IndieWire (7 August 2015). ციტირების თარიღი: 9 May 2021
  6. Muir, Kate (11 October 2014). „The Falling at the London Film Festival“. The Times. დაარქივებულია ორიგინალიდან — 9 May 2021. ციტირების თარიღი: 9 May 2021. ციტატა: „Lydia's best friend for ever ... is Abbie, played by Florence Pugh, who was nominated for best newcomer at the festival.“
  7. Clarke, Stewart (10 December 2017). 'God's Own Country' Wins Big at British Independent Film Awards“. Variety. დაარქივებულია ორიგინალიდან — 11 August 2018. ციტირების თარიღი: 6 September 2018.
  8. Pugh and O'Connor: BAFTA Rising Stars. Associated Press (4 January 2018). ციტირების თარიღი: 9 May 2021
  9. Gemma Arterton's Time's Up-inspired short 'Leading Lady Parts' takes aim at the casting process (2 August 2018). ციტირების თარიღი: 13 April 2020
  10. „Meet the cast of The Little Drummer Girl“. Radio Times. დაარქივებულია ორიგინალიდან — 6 November 2018. ციტირების თარიღი: 7 March 2019.
  11. Lawson, Richard (13 November 2018). „Florence Pugh Proves Herself a Star in The Little Drummer Girl“. Vanity Fair. დაარქივებულია ორიგინალიდან — 26 June 2019. ციტირების თარიღი: 22 January 2019.
🔥 Top keywords: მთავარი გვერდიევროპის საფეხბურთო ჩემპიონატისლოვენიაგიორგი მამარდაშვილიკრიშტიანუ რონალდუგიორგი მიქაუტაძემსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატიბუდუ ზივზივაძეგურამ კაშიასპეციალური:ძიებაევროპის საფეხბურთო ჩემპიონატი 2024საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრებიპეტრე-პავლობის მარხვახვიჩა კვარაცხელიაკატეგორია:ქართული გვარებიესპანეთის ეროვნული საფეხბურთო ნაკრებიდისლექსიაგიორგი ჩაკვეტაძეგიორგი გველესიანი (ფეხბურთელი)ოთარ კიტეიშვილივილი სანიოლიპორტუგალიის ეროვნული საფეხბურთო ნაკრებილიონელ მესისლოვაკეთიგიორგი ქოჩორაშვილიესპანეთითამაშგარეპორტუგალიასაქართველოფეხბურთის წესებიევროპის საფეხბურთო ჩემპიონატი 2016ერთა ლიგაევროპის საფეხბურთო ჩემპიონატი 2020ქვეყნების სიაბელგიასაქართველოს სახელმწიფო ჰიმნიერთა ლიგა (უეფა)ზურიკო დავითაშვილიკილიან მბაპე