ჩრდილოეთ მაკედონიის ენები

ჩრდილოეთ მაკედონიის ენები განსხვავებულ ოფიციალურ სტატუსს ფლობს.

სახელმწიფო ენა

რედაქტირება

ჩრდილოეთ მაკედონიაში სახელმწიფო და ყველაზე მეტად გავრცელებული ენა არის მაკედონური, რომელიც წარმოადგენს მშობლიური ენას როგორც მაკედონელებისთვის, ასევე სუბეთნოსებისთვის, კერძოდ, ტორბეშებისთვის. მაკედონურ ენაზე საუბრობს ქვეყნის 1 300 000 მცხოვრები.

ეთნიკური უმცირესობების ენები

რედაქტირება

ჩრდილოეთ მაკედონიის კონსტიტუცია არ კრძალავს ეთნიკური უმცირესობების ენების გამოყენებას. 2001 წლის ოჰრიდის შეთანხმებამ მნიშვნელოვნად გააფართოვა ალბანური ენის სტატუსი როგორც საშუალო, ასევე უმაღლეს განათლებაში.

ჩრდილოეთ მაკედონიის ძირითადი ენები მოყვანილია ქვემოთ.

ენამოსაუბრეთა რაოდენობა
ალბანური507.989[1]
თურქული71.757[1]
სერბული და ბოსნიური ენები24.773[1] (სერბული)
8.560[1] (ბოსნიური)
ბოშური38.528[1]
არუმინული6.884[1]

უმცირესობათა ენები ოფიციალურ ენებად ითვლება ზოგიერთ ქალაქსა და ადმინისტრაციულ ერთეულში (თემში).

ენათემები
ალბანურიტეტოვო, ბრვენიცა, ვრაპჩიშტე
თურქულიცენტარ-ჟუპა, პლასნიცა
სერბულიჩუჩერ-სანდევო
ბოშურიშუტო-ორიზარი
არუმინულიკრუშევო

უცხო ენები

რედაქტირება

რესპუბლიკის მრავალი მცხოვრები საუბრობს უცხო ენაზე. უფროსი თაობა, რომელიც იუგოსლავიაში ცხოვრობდა, იყენებს სერბულ ენას. ახალგაზრდობამ იცის ინგლისური ენა. ასევე სკოლის მოსწავლეებისა და სტუდენტების გარკვეული რაოდენობა შეისწავლის ფრაგულ, გერმანულ, იტალიურ და რუსულ ენებს.

  1. 1.0 1.1 1.2 1.3 1.4 1.5 Македонски попис: јазик и религија македонски. Завод за статистика на Македонија. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-08-18. ციტირების თარიღი: 2012-05-17.
🔥 Top keywords: მთავარი გვერდიგიორგი მამარდაშვილიკრიშტიანუ რონალდუგიორგი მიქაუტაძებუდუ ზივზივაძესპეციალური:ძიებაევროპის საფეხბურთო ჩემპიონატიკატეგორია:ქართული გვარებიხვიჩა კვარაცხელიასაქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრებიგიორგი გველესიანი (ფეხბურთელი)გურამ კაშიაევროპის საფეხბურთო ჩემპიონატი 2024გიორგი ჩაკვეტაძედისლექსიამსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატიგიორგი ქოჩორაშვილივილი სანიოლისუ-25ოთარ კიტეიშვილილიონელ მესიპეტრე-პავლობის მარხვასაქართველოს სახელმწიფო ჰიმნიმეტაფორასლოვენიანიდერლანდების ეროვნული საფეხბურთო ნაკრებისაქართველონიდერლანდებიჯაყოს ხიზნებიეპითეტიდიდოსტატის კონსტანტინეს მარჯვენაქვეყნების სიაზურიკო დავითაშვილიერთა ლიგანიკა კვეკვესკირიგრიგოლ ხანძთელის ცხოვრებაბახტრიონი (პოემა)გამზრდელი (პოემა)ერთა ლიგა (უეფა)