ჯოდელ ფერლანდი

ჯოდელ მაიკა ფერლანდი (ინგლ. Jodelle Micah Ferland; დ. 9 ოქტომბერი, 1994, ნანაიმო, კანადა) — კანადელი კინომსახიობი.

ჯოდელ ფერლანდი

ჯოდელ ფერლანდი 2016 წელს.
დაბადების სახელი ჯოდელ მაიკა ფერლანდი
დაბადების თარიღი 9 ოქტომბერი, 1994 (1994-10-09) (29 წლის)
ნანაიმო, ბრიტანეთის კოლუმბია
საქმიანობა მსახიობი
აქტიური 1996–დღემდე

ბიოგრაფია

რედაქტირება

ჯოდელ ფერლანდი დაიბადა კანადის ქალაქ ნანაიმოში.[1] ჰყავს და — მარიშა ფერლანდი და ძმა — ჯერემი ფერლანდი, პირველი, დის მსგავსად მსახიობია, ხოლო მეორე, მუსიკოსი.[1] იგი ავსტრიელი, ბრიტანული და ფრანგული წარმოშობისაა.[2] 4 წლიდან იღებდნენ სარეკლამო კომპანიებში, სადაც საერთო ჯამში დაახლოებით 20-მდე ფირმის რეკლამაში მიიღო მონაწილეობა, რომელთა შორის იყო „Coca-Cola“, „Mattel“ და ასევე რამდენიმე სატელევიზიო სერიალი („სმოლვილის საიდუმლოებები“, „ბნელეთის ანგელოზი“ და სხვა).

ჯოდელ ფერლანდმა პატარა ასაკშივე გაითქვა სახელი და საკმაო პოპულარობით სარგებლობდა. თავდაპირველად რამდენიმე წელი სერიალებში თამაშობდა, შემდეგ მისი დებიუტი შედგა ფილმში „ქალთევზა“, სადაც განასახიერა დესის სახე. ამ როლისთვის მიენიჭა ემის პრემია და ამით ამ ჯილდოს ყველაზე ახალგაზრდა ნომიმანტი გახდა.

აღსანიშნავია, ასევე მისი როლი ფილმში „მოქცევათა ქვეყანა“ (2005), სადაც მასთან ერთად ითამაშა ჯეფრი ბრიჯესმა. ერთი წლის შემდეგ ითამაშა საშინელებათა ფილმში „საილენტ-ჰილი“. მისი ერთ-ერთი ბოლო კინოროლებია: „ლილით სალივანი“ (ფილმი „საქმე N39“; პარტნიორი რენე ზელვეგერი), „ბრი ტანერი“ (ფილმი „ბინდის საგა: დაბნელება“), „პეიშნს ბაკნერი“ (ფილმი „ქოხი ტყეში“), „ჯენი“ (ფილმი „მაღალი კაცი“) და სხვა.

ფილმოგრაფია

რედაქტირება
წელიქართულადმშობლიური სახელწოდებაროლი
2000ტფ ქალთევზა Mermaidდესი
2002 ისინი Theyსარა
2002ტფ კერი Carrieპატარა კერი
2005 მოქცევათა ქვეყანა Tideland ჯელიზა როუზი
2006 საილენტ ჰილი Silent Hillშერონ და სილვა
2007 სიდი Seedემილი ბიშოპი
2007 წარმატებები, ჩაკ! Good Luck Chuck!ლილა კარპენტერი
2007 წარგზავნილები The Messengersმაიკლ როლინსი
2008 საოცარი სამყარო Wonderful Worldსანდრა
2008ტფ სელინი Célineახალგაზრდა სელინი
2010 საქმე N39 Case 39ლილიტ სალივანი
2010 ბინდის საგა: დაბნელება Twilight Saga: Eclipseბრი ტანერი
2011 გოგოების ჩხუბი Girl Fightჰელი მაკლინი
2012 მაღალი კაცი The Tall Manჯენი
2012 ქოხი ტყეში The Cabin in the Woodsპატიენს ბუკნერი
2012 ბინდის საგა: განთიადი - ნაწილი 2 The Twilight Saga: Breaking Dawn – Part 2 ბრი ტანერი
2012 მარტო სახლში 5: სადღესასწაულო ძარცვა Home Alone: The Holiday Heistალექსის ბაქსტერი
2016 ჩემი ქალიშვილის სირცხვილი My Daughter's Disgraceოდრი

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. 1.0 1.1 Jodelle Ferland Biography (1994-). Filmreference.com (1994-10-09). ციტირების თარიღი: 2011-04-08.
  2. A Jodelle Ferland interview. Twilight-movie.org (2009-09-18). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-03-08. ციტირების თარიღი: 2011-04-08.
🔥 Top keywords: მთავარი გვერდისტუმარ-მასპინძელინუგზარ წურწუმიაბუდუ ზივზივაძესპეციალური:ძიებაგიორგი მამარდაშვილიდისლექსიაგიორგი გველესიანი (ფეხბურთელი)გიორგი მიქაუტაძეკატეგორია:ქართული გვარებიგურამ კაშიაგიორგი ქოჩორაშვილიხვიჩა კვარაცხელიადიდოსტატის კონსტანტინეს მარჯვენაგრიგოლ ხანძთელის ცხოვრებაკრიშტიანუ რონალდუსაქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრებიჯაყოს ხიზნებიგიორგი ჩაკვეტაძემეტაფორაგამზრდელი (პოემა)ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატი 2024გრიგოლ ხანძთელიალუდა ქეთელაურილექსი ვეფხისა და მოყმისაეპითეტიხევისბერი გოჩაევროპის საფეხბურთო ჩემპიონატიქეთევან მაღალაშვილიბახტრიონი (პოემა)აბო თბილელის წამებაჰიპერბოლა (ენა)მსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატიშუშანიკის წამებანიკა კვეკვესკირივილი სანიოლიზურიკო დავითაშვილიპეტრე-პავლობის მარხვაილია ჭავჭავაძე