DHL (დი-ეიჩ-ელ) — გერმანული საერთაშორისო კომპანია, მსოფლიო ლოგისტიკის ბაზრის ერთ-ერთი ლიდერი.

კომპანიის ლოგო

კომპანია დაფუძნდა 1969 წელს სან-ფრანცისკოსა და ჰონოლულუს შორის საბუთების ტრანსპორტირებისათვის, მაგრამ მალევე DHL-მ მთელი მსოფლიოს მასშტაბით გააგრძელა საქმიანობა. ამჟამად იგი „Deutsche Post DHL Group“-ის წევრია. კომპანიის სათავო ოფისი მდებარეობს ბონში (გერმანია).

დაარსდა 1969 წლის 20 სექტემბერს, როგორც საკურიერო მომსახურება საფოსტო გზავნილების ტრანსპორტირებისთვის სან-ფრანცისკოსა და ჰონოლულუს შორის. კომპანიის სახელი მისი დამფუძნებელთა გვარების პირველი ასოებიდან გამომდინარეობს — ადრიან დელსი, ლარი ჰილბომი და რობერტ ლინი.

DHL-ი ახორციელებს სწრაფი გზავნილებისა და დოკუმენტების მიწოდებას 220-ზე მეტი ქვეყნის (მათ შორის საქართველო) 120 000-ზე მეტ ქალაქში. კომპანიას გააჩნია 5 000-ზე მეტი ოფისი და დაახლოებით 76 000 მანქანა გზავნილებისა და ტვირთის გადაზიდვისთვის.

ბრენდი DHL-ი აერთიანებს ოთხ შვილობილ კომპანიას: DHL Supply Chain — მიწოდებათა ჯაჭვის მართვა, DHL Global Mail — საფოსტო მომსახურება, DHL Global Forwarding — ავია გადაზიდვები, საზღვაო გადაზიდვები, მულტიმოდალური გადაზიდვები, DHL Freight — სახმელეთო გადაზიდვები.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
🔥 Top keywords: მთავარი გვერდიგიორგი მამარდაშვილიკრიშტიანუ რონალდუგიორგი მიქაუტაძებუდუ ზივზივაძესპეციალური:ძიებაევროპის საფეხბურთო ჩემპიონატიკატეგორია:ქართული გვარებიხვიჩა კვარაცხელიასაქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრებიგიორგი გველესიანი (ფეხბურთელი)გურამ კაშიაევროპის საფეხბურთო ჩემპიონატი 2024გიორგი ჩაკვეტაძედისლექსიამსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატიგიორგი ქოჩორაშვილივილი სანიოლისუ-25ოთარ კიტეიშვილილიონელ მესიპეტრე-პავლობის მარხვასაქართველოს სახელმწიფო ჰიმნიმეტაფორასლოვენიანიდერლანდების ეროვნული საფეხბურთო ნაკრებისაქართველონიდერლანდებიჯაყოს ხიზნებიეპითეტიდიდოსტატის კონსტანტინეს მარჯვენაქვეყნების სიაზურიკო დავითაშვილიერთა ლიგანიკა კვეკვესკირიგრიგოლ ხანძთელის ცხოვრებაბახტრიონი (პოემა)გამზრდელი (პოემა)ერთა ლიგა (უეფა)